|
25 მაისს პრაღის ცენტრში, კარლოვი ხიდის ახლოს, გაიმართა ეთნო-ფესტივალი. ქართველებს ტრადიციულად გვქონდა კარგად მოწყობილი კუთხე. რა თქმა უნდა სიახლეც (ტრადიციულად): წელს ერთი სტენდი დავუთმეთ აფხაზეთის ოკუპაციას. დიდი ინტერესი გამოიწვია იმ საბუთების გაშუქებამ, რომელიც დღეს ოკუპირებულ აფხაზეთში ისევ მოქმედებაშია – საბჭოთა კავშირის პასპორტი. მის გვერდით არის ე.წ. ნეიტრალური პასპორტი, რომელიც აფხაზებს უფლებას აძლევს იმოგზაურონ ევროპაში. ჩეხეთის მთავრობამ ეს დოკუმენტი აღიარა (რუსების დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად). მასალა მე მოვიპოვე და შევადგინე. გრაფიკულად გაფორმება – მადლობა გურამ კელაპტრიშვილს და სტუდენტებს გიორგი გოგიტიძეს და მიხაილ გუბელიძეს, რომლებიც ღიმილით იგერიებდნენ გაბრაზებულ რუსებს. ("რუსეთი არ არის ოკუპანტი", ასეთი სიტყვებით მიმართავდნენ რუსები ქართველ სტუდენტებს, რომლებიც ქართულ კუთხეს წარმოადგენდნენ). სულ ფესტივალზე მოვიდა 10 000-ზე მეტი უცხოელი. მივიღეთ უამრავი ინფორმაცია, მოწვევა, კონტაქტები. ლექციების ჩატარების ჩათვლით. დავარიგეთ საქართველოს და თბილისის რუქები, კულტურული ძეგლების ჩამონათვალის ნუსხა და ა.შ. ყველას დიდი მადლობა.
|