გაშიფრულია თუ არა როზეტის ქვა?

1799 წელს ქალაქ როზეტთან ნაპოვნი იქნა ქვა, რომელზეც ამოტვიფრულია ტექსტი სამი სხვადასხვა სახის დამწერლობით: იეროგლიფური – 14 აბზაცი, დემოთური – 32 აბზაცი და ბერძნული – 54 აბზაცი. ჩვენთვის გასაგები ბერძნული ხელნაწერიდან გაირკვა, რომ საუბარი ეხებოდა წმინდა დეკრეტს, რომელიც მიეძღვნა პტოლმეოს ეპიფანეს. ტექსტის ბოლოს არის შემდეგი ბრძანება: „ეს დეკრეტი ამოიტვიფროს ძლიერი ქვის დაფებზე დამწერლობის სამი სახით – იეროგლიფურით, დემოთურით და ბერძნულით“. ამით გაირკვა, რომ ბერძნული ტექსტის შინაარსი იგივეა, რაც დემოთურის და იეროგლიფური ტექსტის შინაარსი.

სამეცნიერო ლიტერატურაში ვკითხულობთ: „ფრანგმა აკადემიკოსმა შამპოლიონმა გაშიფრა როზეტის ქვა". 1822 წელს მან წარუდგინა საზოგადოებას როზეტის ქვის გაშიფვრა ნოვაციური მეთოდით. ნოვაცია კი იმაში მდგომარეობდა, რომ მან დაიწუნა ტრადიციული სიმბოლური კითხვის მეთოდი და განაცხადა: „იეროგლიფთა უმეტესობა არის ასოები". ანუ მან საზოგადოებას წარუდგინა როზეტის ქვის გაშიფვრა თავისი გამოგონილი ფონეტიკური მეთოდით.

საინტერესოა, როდესაც წერენ: „შამპოლიონმა გაშიფრა როზეტის ქვა“, რას გულისხმობენ ამ სიტყვებში?

1. იმას, რომ იეროგლიფების მაგივრად შამპოლიონმა მიიღო ტექსტი ჩვენთვის გარკვეულ ენაზე? – ეს ხომ არასწორია, ვინაიდან როზეტის ქვის იეროგლიფური ტექსტის გარკვეული შინაარსი ჩვენ თავად როზეტის ქვამ გვაჩუქა მის ბერძნულ ნაწილში. ნებისმიერი ადამიანი, ვინც ბერძნულ ტექსტს წაიკითხავს, მიხვდება, რომ იგივე შინაარსი წერია დემოთურ და იეროგლიფურ ტექსტებში.

2. შესაძლოა წინადადების – „შამპოლიონმა გაშიფრა როზეტის ქვა“, ქვეშ გულისხმობენ, რომ მან ყოველი იეროგლიფური ფიგურის მნიშვნელობა გაარკვია და მიუსადაგა ბერძნული ტექსტის ყოველ სიტყვას? – ნება მომეცით, ეს მოსაზრებაც ეჭვის ქვეშ დავაყენოთ. ვინაიდან მე შემიძლია მინიმუმ ერთი ფიგურა დავასახელო (სურ. 1. მზის მოძრაობა სიმბოლური მნიშვნელობით – დრო), რომელიც როზეტის ქვაში რამდენჯერმეა წარმოდგენილი და რომლის მნიშვნელობა არც შამპოლიონისთვის არ იყო ცნობილი და არც მისი გულშემატკივრებისთვის, ვიდრე 2003 წელს არ დაიბეჭდა წიგნი „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“, სადაც იქნა დასახელებული ამ ფიგურების მნიშვნელობა.

თუ ვერ ცნობ ფიგურებს, როგორ კითხულობ ტექსტს? ძალიან საინტერესოა, იქნებ შამპოლიონს სწორედ ამ ფაქტმა – ფიგურების ვერ ცნობამ, უბიძგა ძველი ეგვიპტური სიმბოლური მეთოდის გადაკეთებისკენ რაღაც კერძო ნოვაციურ მეთოდად? რა სიმბოლური მეთოდის ბრალია, თუ შამპოლიონი ფიგურებს ვერ ცნობდა? არ მესმის...

როზეტის ქვა გვაძლევს კარგ შანსს შევამოწმოთ რამდენად სწორია ჩვენს მიერ აღნიშნული ფიგურისთვის მინიჭებული მნიშვნელობა „მზის მოძრაობა – დრო“.

როზეტის ქვის იეროგლიფური ტექსტის პირველივე ხაზში გვხვდება აღნიშნული ფიგურა (სურ. 2.). როგორც ვხედავთ, ფიგურის მარჯვენა მხარეს სამი წერტილი ფიგურირებს. ასეთი წერტილები სხვა ფიგურებთანაც არის წარმოდგენილი: (სურ. 3.) ეს წერტილები საზომი ხაზების შთაბეჭდილებას ტოვებენ. პირველ ფიგურასთან (ადამიანი) სამი წერტილია წარმოდგენილი ანუ ფიგურა თავიდან ბოლომდეა წერტილებით მონიშნული. მეორე ფიგურასთან ორ წერტილს ვხედავთ, ანუ მონიშნულია ფიგურის რაღაც ნაწილი. ხოლო მესამე ფიგურასთან ერთი წერტილია ანუ ფიგურის მცირე ნაწილია მონიშნული. რჩება ისეთი შთაბეჭდილება, რომ სამი წერტილი მიგვითითებს აღნიშნულ ფიგურაში ჩადებული იდეის „მთლიანობას“ – „სისრულეს“. ასეთი მიდგომით, მზის მოძრაობასთან არსებული სამი წერტილი მიგვანიშნებს მზის „სრულ“ მოძრაობას, გათენებიდან დაღამებამდე სრულ ბრუნს, რაც იძლევა „ერთ კონკრეტულ დღეს“.

ახლა შევამოწმოთ როზეტის ქვის ბერძნული ტექსტის დასაწყისში არის თუ არა რაიმე მსგავსება: „შევიკრიბეთ მემფისის ტაძარში დანიშნულ დღეს...“, როგორც ვხედავთ, მსგავსება აშკარაა!

გავშიფროთ როზეტის ქვის შემდეგი ფიგურათა ჯგუფი (სურ. 4.). დავახასიათოთ ეს ფიგურები, მივანიჭოთ მათ სიმბოლური მნიშვნელობები. თუ იეროგლიფებში „ორი ფეხის“ ფიგურას ენიჭება „სიარულის“ მნიშვნელობა, რა თქმა უნდა, ერთი ფეხი „გაჩერებას“ ნიშნავს; „მზის მოძრაობას“ – „დროის" მნიშვნელობას ვანიჭებთ, ხოლო მათ თავზე – მაღლა დახატულ წყალს მივანიჭოთ „მაღალი წყლის“ ანუ „წყალდიდობის“ მნიშვნელობა.

სამივე ფიგურის ერთობლიობა სიმბოლურად წაიკითხება, როგორც: „წყალდიდობის დროებითი – დროული შეჩერება“. შევამოწმოთ ბერძნულ ტექსტში ჩვენი ვარაუდი: „იყო საშიშროება მდინარეს მდელო დაეტბორა, მეფემ შეაჩერა წყლები...“. როგორც ვხედავთ, მსგავსება აშკარაა! მეფემ „დროულად შეაჩერა წყლები" ვიდრე დაიტბორებოდა მდელო. სწორედ ეს აზრია აღნიშნული იეროგლიფებშიც და ბერძნულ ტექსტშიც.

მოგიყვანთ კიდევ ერთ მაგალითს. იეროგლიფურ ტექსტში რამდენჯერმე გვხვდება მზის მოძრაობის ფიგურა. ტექსტის შუაში კი ეს ფიგურა გვხვდება პატარა ზომის, მის თავზე კი რგოლი, ანუ მზე ხატია. (სურ. 5.) – მზის მცირე მოძრაობა ანუ „მცირე დრო“. შევამოწმოთ ბერძნული ტექსტის მიხედვით: „მან მცირე დროში დაიპყრო ქალაქი“.

როგორც ვხედავთ, ჩვენს მიერ მინიჭებული სიმბოლური მნიშვნელობები აშკარად სწორია. ამიტომ ვსვავ კითხვას: როგორ უნდა გაეშიფრა 200 წლის წინ შამპოლიონს როზეტის ქვის იეროგლიფური ტექსტი სწორად, როდესაც იქ მოცემულ ფიგურათა მნიშვნელობები სახელდება დღეს? საკვირველია?