2010 წლის 14 ივლისი
კუს ტბა

2010 წლის 17 ივლისი
ბაგრატის ტაძარი, მოწამეთა, გელათი


        კუს ტბა

ბუნგალოდან მონაბერი რიტმით
ტბა როკავდა ჩამავალ მზის კვალთან,
სიომ ვალსით დაუარა ბუჩქებს,
შლეიფად სდევს კატერს ქაფის ტალღა...

სთავაზობდა ვაშლი თავის ჩრდილებს,
მკლავგაშლილი მუხა - ფესვთა კალთას
შეყვარებულ, ჩახუტებულ წყვილებს,
ყველაფერი მისტერიას გავდა...

ლოცვად იდგა ალვის ხეთა ჯარი,
ფრიალებდა ფოთოლთ ხშირი ფარდა,
მაგონებდა მათი თეთრი ძირი
ჩაცმულობას საპატარძლო ქალთა.

უცებ ჩადგა...გაიყინა კადრი...
გაირინდა ექოც უცხო ხმათა...
და შრიალი ლელქაშების ქორომ
დაასრულა მეტანიით ტბასთან...

        ია მშვიდობაძე.



ნაწილი 1 – თამარ ბუკია


 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

ხათუნა მიროტაძე; თამარ ბუკია; თემური; ნანა ნონიაშვილი (ჭა); ია მშვიდობაძე (ია-ია); მამუკა;
რამაზ ლოდია (ჰარირამა); მაია დოლიძე (მათე); ოთარ ცისკაძე; ნატა ბუკია; მაია გულოშვილი;
ლევან ლორია; გიორგი ალავერდაშვილი (gugua); მიშა ღანიშაშვილი (ილტოსპირელი);
დავით მოსეშვილი (არამითი 777)

 

 


        ღირს მამა გიორგის

უნდა ვიფიქრო, ალბათ, კიდევ დიდხანს და დიდხანს,
და ვცადო: უფრო ჭეშმარიტად ვიწამო ღმერთის,
რომ გავხსნა ესე საკვირველი ჩემდამი კითხვა:
იქ, წყალწითელა სადაც კონცხებს კლდეების ერთვის...

ტაძარი როა მოწამეთის, როგორც ფასკუნჯი,
ფიქლების ქედზე შემომჯდარი, მშვიდად, დიადად,
ხოლო ტაძარსა შინა დავალს თეთრი საუნჯე,
ძალუძს რომელსაც, აცისკროვნოს ყველა წყვდიადი...

მამა გულღია, თეთრ-მწყაზარი, მღვდელი უბრალო,
თმა-წვერ დაშლილი, თითქოს მიწას განრიდებული,
მარტივად მთქმელი შენი სიბრძნის, ჩვენო უფალო,
ადამიანი, მაგრამ სულიწმიდით ცხებული...

ჩენს დარღვეულ ჟამს, სხეულს, სულს და გადაგვარებას,
საიდან, როგორ, რანაირად აღმოხდა ნეტავ?
ძველი დროების ჩამორეკეს თითქოს ზარებმა,
თითქოს წმინდანთა ჩვენთა ლამაზ აჩრდილებს ვხედავ...

        მიხეილ ღანიშაშვილი.



ნაწილი 2