ახლა კი სტამბოლში

ORHAN BERİDZE – თურქეთის ქართველი

ნაწილი XVII

აქსარაის ემნიეთ გარაჟი


      ყველაფერს თავისი დრო აქვს და ჩვენი სტამბოლში ყოფნის დროც ნელა-ნელა დასასრულს უახლოვდებოდა. ოთარმა ერთი სამწუხარო ამბავიც გაგვიმხილა: თურქეთი იმ ღამით ზაფხულის დროზე გადასულა, რამაც ერთი საათით კიდევ შეგვიმცირა ძვირფას მასპინძელთან ყოფნის დრო...





      დიდი იყო ჩვენი სიხარული, როცა ავტოსადგურში მისულებს ისევ "მეტროს" ავტობუსი დაგვხვდა ისევ ჩვენი ნაცნობი გამცილებლით. სოფოსაც გაუხარდა ჩვენი ნახვა, ოთარიც გავაცანით. ოთარმა ცოტა ხანში გვერდზე გამიხმო და მითხრა: გიორგი, ძმაავ, როცა საქართველო მომენატრება ამ სადგურში მოვალ კიდევო და ჩემს ოჯახში კი იმიტომ წაგიყვანეთ, როცა ჩემი ოჯახის წევრები მომავალში კვლავ შეხვდებიან სხვა ქართველებს, მინდა რომ შენი და შენი სოფიკოს დატოვებული შთაბეჭდილებებით შეხედონო! არ მეგონა, თუ სიხარულისგან გული არ გამისკდებოდა ამ სიტყვების შემდეგ...





      აი, ასეთი პიროვნებაა ჩვენი ოთარი და ასეთი იყო ჩვენი მოგზაურობა სტამბოლში! მჯერა რომ ოთარი ჩემთვის მოცემულ პირობას შეასრულებს და თავისი ძვირფასი ოჯახით საქართველოში გვესტუმრება.







        სარფის იქით...

                        მიხეილ ღანიშაშვილი. 17 აგვისტო, 2009

სარფის იქით...
სარფიანად გაყიდული ველებია!..
სარფის იქით...
ჰოი, რამდენს მზერა დაუსველებია!..

სარფის იქით...
სარფიანად გაყიდული მთები არის!..
სარფის იქით...
ეჰ, რამდენი დადის ოქროსთმებიანი!..

სარფის იქით...
სარფიანად გაყიდული ტაძრებია!..
სარფის იქით...
შავ მიწაში ძვლებია და რა ძვლებია!..

სარფის იქით...
სარფიანად გაყიდული ლურჯი ცაა!..
სარფის იქით...
ის ცა ახლა ყრუცაა და მუნჯიცაა!..

სარფის იქით...
სარფიანად გაყიდული ზღვა რომ ღელავს!..
სარფის იქით...
ისტორია ჩაძირულა იმ ზღვისხელა!..


სარფის მზე


გიორგი ალავერდაშვილი
2010 წლის 30 მარტი


ფინანსური მხარდაჭერისთვის მადლობას მოვახსენებ ა.შ.შ.-ში მცხოვრებ ჩვენს თანამემამულეებს:
ბატონ გიორგი ელჩიბეგაშვილს და ქალბატონ მედეა სიხარულიძეს


ღმერთს ებარებოდეთ!



1. საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში


2. "ლურჯი მეჩეთი"


3. სტამბოლის ცენტრში


4. აია სოფია – HAGIA SOPHIA


5. ქალბატონ მანანა გურგენიძესთან


6. სტამბოლური საღამო


7. ოთარ ბერიძის ოჯახში


8. ქართული ხელნაწერები


9. ოთარ ბერიძის მამის საფლავთან


10. ხიდი ევროპასა და აზიას შორის


11. ბოსფორის სრუტე


12. სტამბოლის ქუჩებში


13. მართლმადიდებლურ ეკლესიაში


14. ძველ უბანში


15. ისევ ასოციაციაში


16. გამოსამშვიდობებელი სადილი


17. აქსარაის ემნიეთ გარაჟი