2011 წლის 2 ივლისს, სპარსულ ჩაიხანაში «გულანშარო» ბატონ ნომადი ბართაიას წიგნის «ქართულში შემოსული სპარსული ლირიკა» პრეზენტაციის დროს ქალბატონმა მანანა გაბაშვილმა მაჩვენა ჟურნალი «ქართული ელიტა»-ს ივნისის #5(73), სადაც დაბეჭდილი იყო მასთან ინტერვიუ – «მხატვარი, რომელიც ჩემში ცხოვრობდა, თავისას ითხოვდა...». თან დაამატა, რომ იგივე ნომერში თქვენი საიტის – www.fereidani.ge პრეზენტაციის შესახებაც წერიაო.
მეორე დღესვე ჟურნალ-გაზეთების ჯიხურებში დავიწყე აღნიშნული ნომრის ძებნა, მაგრამ ვეღარ მივაკვლიე... საღამოთი კი მირეკავს ჩემი მეგობარი გიორგი გვიანიშვილი და მეუბნება, რომ თუ ჩემთან გამოივლი, სასიამოვნო სიურპრიზად ჟურნალ «ქართულ ელიტას» გადმოგცემო.
|