ჯემშიდ გიუნაშვილი - მეგობრობის მაცნე


      გაზეთ ”მეგობრობის მაცნეს” ამ ნომრის მოწოდებისათვის მადლობას მოვახსენებ ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს ყოფილ ელჩს, ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილს.

      ჯემშიდ გიუნაშვილი დაიბადა ქ. თეირანში (ირანი) ემიგრანტის ინჟინერ შალვა გიუნაშვილის ოჯახში. 1947 წელს გიუნაშვილების ოჯახი რეპატრიაციის წესით დაბრუნდა საქართველოში, ხოლო 1951 წელს გადასახლებული იქნა სამხრეთ ყაზახეთში. ჯემშიდ გიუნაშვილმა 1953 წელს ექსტერნის წესით დაამთავრა შუა აზიის სახელმწიფო უნივერსიტეტის ირანულ-ავღანური ფილოლოგიის განყოფილება ქ. ტაშკენტში, 1956-58 წწ.-ში მუშაობდა სპარსული ენის მასწავლებლად ამავე უნივერსიტეტში. 1958-1994 წწ.-ში მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობებზე საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სისტემაში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
      1994-2004 წწ. ასრულებს ირანის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის მოვალეობას.

      ბატონ ჯემშიდ გიუნაშვილის, როგორც პიროვნების დასახასიათებლად სრულიად საკმარისია საიდ მულიანის წერილი ფერეიდანიდან, რომელიც რამდენიმე დღის წინ მივიღე:
      ”გულისა და სულის ძირიდან მოგესალმები ჩემო საყვარლო ძმაო. იმედი რომ უფლის წყალობით ყველანი კარგად იქნებით საქართველოში. ძალიან მახარებს და ენერგიას მაძლევს შენი ასეთი გოლწრფელობა ჩვენი პატარა საქართველოსთვის. ძალიან მომწონხარ, ნეტა სროოლიად ქართველები შენ ნაირი ვყოფილიყავით. ჩემს ძმას და მასწავლებელს და ნამდვილ ქართველს, ბატონ ჯემშიდს კი მიესალმე ჩემგან და უთხარი, საიდმა თქვა, ახლა რომ შენი ნამდვილი ფასი ვიგრძენი, უკვე ვერ გნახულობ და ეს ძალიან მაწუხებს. ნეტავი ერთი წუთი, რომ ახლოდან მენახა შენთავი. ჯემშიდ გიუნაშვილი ძალიან, ძალიან, ძალიან ჭკვიანი მეცნიერი და ადამიანია, მე მგონი მაგასავით ქართველებში ძალიან მცირედ არიან ნამდვილად. ნეტავი რომ ჯერ ახალგაზრდა ყოფილიყო და მე ღმერთს ვთხოვ, რომ ჩემი სიცოცხლე შეამციროს და ამისი ცხოვრებას მოამატოს, იმიტომ, მე არაფერი შედეგი არა მაქვს ქართველებისათვის და იქნებ არაფერიც ვერ გავაკეთო, მაგრამ ის ჭკვიანი ადამიანია და ბევრი საქმეს გაკეთებს და გაკეთა. ნეტავი მე იმის ერთი პროცენტი გავხდე.
      ძმაო, მე ყოველთვის ასე ვეუბნები ღმერთს. ღმერთო, მე ამ ცხოვრებაში არაფერი არ მინდა, არც სახლი, არც ფული, არც მანქანა, მაგრამ მარტო მინდა ის ძალა და უნარი, რომ ვემსახურო ჩემს ენას და ქართველობას, წესიერად და ჭკვიანად და როდესაც გარდვიცვალები, საიქიოშიც არ მინდა სამოთხე და სხვა რაღაცები, მარტო მესმოდეს ჩემი ენის და ერის წინსვლა და სიძლიერე. გეფიცები, ამის გარდა არ ვფიქრობ და არც ვიფიქრებ.
      ქართული ენის და ერის მონა-მორჩილი, შენი ძმა, საიდ მულიანი.
      ღმერთს ებარებოდე!”

      ახლა კი შემოგთავაზებთ გაზეთ ”მეგობრობის მაცნეს” შემოკლებულ ვარიანტს.