თბილისის 90-ე საჯარო სკოლის პროექტი − «ცისარტყელაში გამოვლილები»

შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან


      2007 წლის წლის 15 დეკემბერს თბილისის 90-ე საჯარო სკოლაში გაიმართა შეხვედრა ფერეიდნელ ქართველებთან. შეხვედრას მასპინძლობდნენ: სკოლის დირექტორი, ქალბატონი თამარ მელიქიძე და პროექტის ავტორი, ისტორიის მასწავლებელი − ქალბატონი მარიკა პიტიურიშვილი.
      მოწვეული სტუმრები: კახა მოლიანი და შოთა თავაძე (ფერეიდანი); ერთ-ერთი პირველი რეპატრიანტი ქალბატონი, 75 წლის თამილა იოსელიანი, ვახტანგ ონიკაშვილი − საზოგადოება ”ფერეიდანის” თავმჯდომარე; თამარ ონიკაშვილი; ინა ინარიძე; საიტის www.fereidani.ge ავტორი − გიორგი ალავერდაშვილი; საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგები − სოფიო ფანჩულიძე და ნანა რეზესიძე.


1. გაცნობა


2. პრეზენტაცია
            − ისტორიულ-გეოგრაფიული მიმოხილვა (ქ. მამადაშვილი)
            − ქართული ენის ფერეიდნული დიალექტი (ა. ხიზანაშვილი)
            − მე და ფერეიდანი (ა. გაბელაია)



3. დიალოგი სტუმრებთან


4. სპექტაკლი ”ქეთევან ქართველი”.

      ავტორი − გრიფიუსი; რეჟისორი − მარინე ჩიღუნაძე; მუსიკოსი − ეთერ ჩიღუნაძე; მხატვარი − ლარისა ჯიქია. სპექტაკლში გამოყენებული იყო ქართული საგალობლები და ქართული ხალხური მელოდიები − ”სამაია” და ”მზეშინა”.
      მონაწილეობდნენ: მარადისობა − მედეა გერგედავა; ქეთევანი − ნინო ხვადაგიანი; შაჰ-აბასი − თორნიკე ქინქლაძე; სალომე − მაკა იაკობიშვილი; სეფექალები − ანა ჭელიძე, მარიამ ელისაშვილი, თინათინ ბურკაძე და გვანცა ხიდაშელი; დემეტრე − გიორგი ფარჯანაძე; რუსეთის ელჩი − ალეკო ხაჩირაშვილი; ზაინელ-ხანი − გიორგი თოთლაძე; ჯალათი − არჩილ იაკობიშვილი; შაჰის სეფექალი − მარიამ გერგედავა.





      ფოტოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი თბილისის 90-ე საჯარო სკოლის ისტორიის მასწავლებელს,
ქალბატონ მარიკა პიტიურიშვილს და მე-11 კლასის მოსწავლეს ანა გაბელაიას.


ფოტო-გალერეა 1


ფოტო-გალერეა 2


      ფოტოების მოწოდებისათვის მადლობას ვუხდი საქართველოს ეროვნული მუზეუმის
სიმონ ჯანაშიას სახელობის სახელმწიფო მუზეუმის არქეოლოგს,
მოყვარულ ფოტოგრაფს, ქალბატონ სოფიო ფანჩულიძეს.