დავით ხაბურზანია «გურიჩა» – რუსთავი2


      – ბატონო გურიჩა, გამარჯობათ! მე ფერეიდნელი ალიკო აბრამიშვილი გაწუხებთ. ერთი თხოვნა გვაქვს. თუ არის საშუალება ქართველ ხალხს გააცნოთ ჩვენი საიტი www.fereidani.ge რამეთუ დღემდე არის ხალხის ის კატეგორია, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ ფერეიდნელების ქართულ არსებობაში შორეულ ირანში. პატივისცემით ალიკო. ღმერთს ებარებოდეთ.

Guricha

– ბატონო ალიკო, ძალიან დიდი მადლობა ამ მართლა არაჩვეულებრივი საიტისათვის. ორშაბათს დილით აუცილებლად გავაშუქებ. ძალიან გთხოვთ ხშირი მიმოწერა ვიქონიოთ და ვიმეგობროთ, პატივისცემით, გურიჩა.

      – გამარჯობათ ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? სამწუხაროდ ისე აეწყო ჩემი საქმეები, რომ არ გახლდით საქართველოში. საახალწლოდ ვეცდები აუცილებლად მოგინახულოთ. თქვენი საიტი www.fereidani.ge გავუგზავნე რუსთავი2-ს. მათ აქვთ დილით საიტების მიმოხილვა, გურიჩა. და ვთხოვე მაყურებლისთვის გაეცნო ამ საიტის შესახებ. მივიღე პასუხი, რომ ორშაბათს დილით იქნება თქვენი საიტის განხილვა. დიდ ბოდიშს კი ვიხდი თქვენს უნებართვოთ, რომ გავაკეთე, მაგრამ მე მგონი კარგი იქნება. პატივისცემით თქვენი მეგობარი ალიკო. ღმერთს ებარებოდეთ.
      – ჩემო მეგობარო, მადლობის მეტი რა მეთქმის? კარგად იცით, რომ ყოველთვის ვცდილობ შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მეტ ხალხს გავაგებინო თუ რა ხდება ირანში, კერძოდ კი ფერეიდანში მცხოვრებ ქართველების ცხოვრებაში. ამ წერილებს კი ბევრ ჩემს მეგობარს გავაცნობ და მეც სიამოვნებით ვუყურებ მაგ გადაცემას! შეხვედრით კი აუცილებლად შევხვდეთ. ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთი ურთიერთობების შემდეგ წლები კი არ მემატება, პირიქით უფრო ვახალგაზრდავდები. ესეც ერთ-ერთი სასიამოვნო სიურპრიზია ჩემთვის! ღმერთს ებარებოდეთ! გიორგი ალავერდაშვილი.
      – ბატონო გიორგი, გილოცავთ დამდეგ ახალ წელს! გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს, რამეთუ ჩემის აზრით თქვენნაირი პატრიოტი ხალხი სამწუხაროდ ცოტა ყავს ჩვენს სამშობლოს. საქმემან შენმან გამოგაჩინოსო, უთქვამს თქვენნაირ პატრიოტ კაცს. დღეს ქვეყანას საქმე სჭირდება უფრო მეტად, ვიდრე არაფრის მომცემი ლაპარაკი. თქვენ ხართ ადამიანი, რომელმაც იცის, რომ ხის სიმაღლე ფესვებიდან იზომება, და რომ ჩვენი სიცოცხლე ჭრილობიდან სისხლის შეუწყვეტელი დინება იქნებოდა, ქართული ენა რომ არ გვქონოდეს. პატივისცემით ალიკო.

 
ალიკო აბრამიშვილი
 
400 წლის შემდეგ აბრამიშვილების გვარში პირველი გიორგი
 
მოცეკვავე ანუკი აბრამიშვილი
 
ალიკო აბრამიშვილის მეუღლე − ქალბატონი ნათია და ანუკი