დორი აიდლერ და კახა ფერეიდნელი


      მეგობრებო! გთავაზობთ ერთ პატარა ფრაგმენტს ჩემი პირადი მიმოწერიდან ქალბატონ დორი აიდლერთან (დარეჯან ბასილაშვილთან), რომელიც ამჟამად ამერიკის შეერთებულ შტატებში ცხოვრობს მეუღლესთან ერთად (ქალბატონ დორის თქვენ იცნობთ ჩემი საიტიდან − www.fereidani.ge − ქვეთავი 30, ”რთველი კახეთში, ბასილაშვილებთან”).
      − შენ კახა ფერეიდნელი გაიცანი სკაიპში? დღეს იყო მოსული ჩემთან სამსახურში, თან ერთი ახალგაზრდა ახლდა − თემურ ტარტარაშვილი ჰერეთიდან, სუფრასთან ვიჯექით, მეტის თქმა ვერ მოასწრო, რადგან უნივერსიტეტში აგვიანდებოდათ, ის კი მითხრა, დორი გავიცანიო! როგორ იპოვეთ ერთმანეთი?
      − შემოვიდა ჩემთან სკაიპში სასაუბროდ და სურათის მაგივრად ისპაჰანის ალავერდი-ხანის ხიდი ეყენა. რომ ვუთხარი ამის შესახებ, გადაირია. საიდან, ასეთი ინფორმაციაო? თან ხიდი ღამე იყო გადაღებული, განათებულ შენობას უფრო გავდა. მაგრამ, მე როგორც ერუდირებულმა ქალმა, მაშინვე აღვიქვი! მერე მითხრა, ფერეიდანიდან ვარო... რაღას გავუშვებდი ხელიდან და როცა სახელი მითხრა ვუთხარი, რომ დაუსწრებლად ვიცნობდი, ისიც ვუთხარი ახალ წელს შენთან ოჯახში რომ იყო. გადაირია! შენზეც ხომ ვილაპარაკეთ და შენს საიტზეც და აღმოჩნდა, რომ ზოგადად საერთო შეხებები გვქონდა, რასაც ფერეიდანი ჰქვია! ეს კი შენი დამსახურებაა! გაკვირვება გაუორმაგდა, როცა გაიგო რომ ამერიკაში ვცხოვრობდი. დიდხანს ვისაუბრეთ და დროებით დავემშვიდობეთ. ორივე გაოცებული ვსაუბრობდით დიდი ხნის ნაცნობობის შეგრძნებით, თუმცა არასოდეს შევხვედრივართ... გაოცებული იყო, რა პატარაა სამყაროო... გკოცნი! დორი.

 


სპეციალურად დორი აიდლერისთვის!

      ჩვენო საყვარელო და მართლა სანატრელო დორი! კიდევ ერთხელ შენს გარეშე შევიკრიბეთ ჩვენი საძმო ეკას დაბადების დღის აღსანიშნავად! ეკამ თავისი დაბადების დღე 2008 წლის 12 მაისს, ჩვენთვის ყველაზე წმინდა ადგილზე − სიღნაღში აღნიშნა. ტრადიციისამებრ ჯერ წმინდა ნინოს მონასტერი მოვინახულეთ. შემდეგ სიღნაღის შესასვლელთან გალავანზე მიდგმულ რესტორანს ვესტუმრეთ, საიდანაც სიღნაღის და მთელი ალაზნის ველის ბრწყინვალე ხედები ხელის გულზე იყო გადაშლილი...
      რესტორნის შესასვლელთან, ღია ვერანდაზე უზარმაზარი ვარდების თაიგულებით ხელში შენი დედიკო − ქალბატონი ნუნუ და შენი ბებია − ქალბატონი მედიკო შემოგვეგებნენ, ქალბატონი ნუნუ გაცისკროვნებული სახით თვითონ ჰგავდა ვარდს! გაწყობილ სუფრასთან კი ეკას ნათელ-მირონები: ნათლია − ნოდარ ჯალიაშვილი და ნათლული − ნიკოლოზ ფირაშვილი ღვინით სავსე ფიალებით დაგვხვდნენ!
      ჩვენო დორი, მალე ჩამოდი, ძალიან გვენატრები!


   

 

   

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

   

 


ისევ სპეციალურად დორი აიდლერისთვის!

TBILISI BEAUTY 2008

კოსმეტიკისა და ესთეტური მედიცინის მე-3 საერთაშორისო გამოფენა 19 − 22 ივნისი
თბილისი, საქართველო. ორგანიზატორი Expo Georgia
თბილისი 0119, ა. წერეთლის გამზ. 118 ტელ/ფაქსი: +995 32 34 11 00; +995 32 35 11 00