ვახტანგ ეგიაზაროვი – საქართველოს ცის ქვეშ


         გუგუა ბიძია, აქამდე ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე ძალიან ცოტა ვიცოდი... ახლა კი ამ საიტიდან ბევრი რამ შევიტყვე! მინდა შეძლებისდაგვარად მხარში ამოგიდგეთ და ჩემი პატარა წვლილიც შემოვიტანო...

      როდესაც ”შთაბეჭდილებებში” წავიკითხე ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველის, ბატონ გოჩა ლაღიძის სიტყვები: ”შენისთანა ხალხი საზღვარგარეთ მცხოვრებ ქართველებს, შეიძლება ითქვას, ”ცხოვრებას უადვილებს”-ო”, გადავწყვიტე პერიოდულად მოგაწოდოთ საქართველოში და კერძოდ თბილისში ჩატარებული ისეთი ღონისძიებების ამსახველი ფოტო-მასალა, რომელიც ფერეიდნელებს და ასევე საზღვარგარეთ გაფანტულ ქართველებს სადღაც, გულის კუნჭულში, თავს ისევ საქართველოში აგრძნობინებს...

         მოხარული ვიქნები, თუ ჩემს მიერ გადაღებული სურათები მნახველს სულ ერთი ბეწო სიხარულს მაინც მიანიჭებს...


1. ყვავილების გამოფენა თბილისში


2. საქართველოს ცის ქვეშ


3. ხევსურული საღამო მზიურში