„ქუთაისში, შაუმიანზე, ებრაელებიდან თითქმის აღარავინ დარჩა“ – ვეუბნები ჩვენს თანამგზავრსა და მეგობარს, მალხაზ ხუნდიაშვილს, რომელიც ექვსი წლის ყოფილა, მისმა ოჯახმა საქართველო რომ დატოვა და ისრაელს გაემგზავრა...
– ჰო, ვიცი... ჩვენ მაინც ქართველები ვართ, ისრაელში ძირძველი ებრაელები მაინც ქართველებს გვეძახიან... მამაჩემთან და დედაჩემთან დღესაც ქართულად ვსაუბრობთ, ქართულს ქუჩაშიც ხშირად გაიგონებთ... რაც დრო გადის, ჩვენში საქართველოს სიყვარული კი არ ნელდება, პირიქით, უფრო ღვივდება ეს სიყვარულის ცეცხლი და მეც იმიტომ ჩამოვედი რომ ვნახო თბილისი, ვნახო ქუთაისი, ჩემი წინაპრების საფლავები... სხვათა შორის ქართველები ბარათებს წერენ და ისრაელში მატანენ გოდების კედელში ჩასატანებლად... ძალიან მინდა რომ მათ უფალმა უსმინოს და თხოვნას აუცილებლად შევუსრულებ... მალხაზს ასევე დიდი სურვილი ჰქონდა, აკაკი წერეთლის საფლავთან ფოტო გადაეღო, რადგან აკაკი წერეთელი მამამისს, აბრაამ ხუნდიაშვილს განსაკუთრებით ჰყვარებია.
მალხაზმა აგრეთვე მთხოვა, იქნებ იეთიმ გურჯის ლექსებზე შესრულებული ბაიათები მომიძებნო, ძალიან მიყვარსო... დავპირდი რომ აუცილებლად გავუგზავნიდი...
ლევან ცალუღელაშვილი
...და ამერიკაში
|