ORHAN BERİDZE – თურქეთის ქართველი


meri
      გამარჯობათ ბატონო გიორგი! კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს, ბედნიერების და სიმშვიდის მომტანი ყოფილიყოს ჩვენი ქვეყნისთვის და მთელი მსოფლიოსათვის!!! ბატონო გიორგი, მე ადრე მოგწერეთ ბათუმის შოთა რუსთაველის სახელობის უნივერსიტეტის პროფესორის, ბიზნეს სკოლის დირექტორის, როსტომ ბერიძის წერილის საპასუხოდ თურქეთის გურჯებზე (ქვეთავი 94. «სამი საქართველო» − ტაო-კლარჯეთი, ფერეიდანი, საინგილო), იქ მოვიხსენიე ბატონი ორჰან სარდაგი, რომელიც თურმე ასევე ბერიძე ყოფილა, მაგრამ ეს არაფერია იმასთან შედარებით, რაც გუშინ მისგან მივიღე. ვინაიდან მე გიზიარებთ ჩემს შეხედულებებს, გადავწყვიტე თქვენც წაგიკითხოთ. ღმერთს ებარებოდეს ყოველი ქართველი საქართველოში და მის გარეთ მყოფნი!!! პატივისცემით, მერი რაზმაძე. ბორჯომი.


      ნება მომეცით ყველას მოგესალმებით:
      მე თურქეთში დაბადებული ქართველი ვარ. ჩემი წინაპრები 1876-1877 რუსეთ-ოსმანთს ომის შემდეგ საქართველოდან თურქეთში (ქალაქ გირესუნში) მოსულან. გირესუნი შავი ზღვის გვერდზე ზღვისპირა ქალაქია. მე გირესუნში დავიბადე გავიზარდე. 22 წლის შემდეგ სტამბოლში მოვედი და 22 წელად სტამბოლში ვცხოვრობ. სტამბოლ მერიაში ვმუშაობ და სტამბოლში მქონე საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის პრეზიდენტის მოადგილე ვარ.
      საქართველო ჩემი ისტორიული სამშობლოა. ეს მშობლობისაგან ჯერ კიდევ ბავშვებისას შევიტყვე. მაშინ ეს სიტყვა „საქართველო“ არაფერს მნიშვნელოვანს არ მეუბნებოდა. დღეს კი, ცოტად თუ ბევრად ვიცი საქართველოს წარსული და აწმყო. ვიცი, რომ ის დიდი ისტორიული წარსულის მქონე დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპის სახელმწიფოებს შორის.
      მე 4 წელ წინათ ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. ჩვენი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში ქართულად კურსები გავაკეთეთ და ქართულად კითხვა-წერა ან ლაპარაკი ვისწავლე.
      ერთხელ დედაენას სწავლას დროს ქართულ გაკვეთილიდან სახლში მოვედი და დედაენას მომავალ გაკვეთილს ვუყურებდი. სახლში მეუღლე ან ბავშვები არ იყვნენ. ასე წერდა: თ – თ – თო – თოხ – თოხი. თოხი რომ წავიკითხე, წინაპრები გამახსენდა და ცრემლები მოვიდა და ვიტირე. მე 1994 წელს მამიკო გადაიცვალა და არ ვიტირე. თოხს სიტყვას ვიტირე, რადგან „თოხი“ სიტყვით 140 წელ უკან წავედი. თოხი ჩემთვის 140 წელ წინათ ბაბუას ბაბუას ანუ საქართველოს სურნელი იყო, რომელშიც ეძახდნენ თოხი ამეიტაიო.
      ქართულ ლაპარაკს რომ ვისწავლე, მამიკოს საფლავზე წავედი და მე ვთქვი რომ „მამიკო, შენ გენაცვალე! მე შენი შვილი ორჰანი ვარ, მე ბავშვებისას ქართულად ლაპარაკი არ ვიცოდი. მაშინ შენ ამბობდი რომ, შვილო, ქართული ანბანი არი, საქართველო არი, ჩვენი ნამდვილი კულტურა არი“. მამიკო, ახლა კი მე ვისწავლე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა. მამიკო, ადექი ერთ საათ ქართულად ვილაპარაკოთ, მერე საფლავში ერთად ჩავწვეთ.
      კიდევ პაპას პაპას წერილი დავიწერე: მეთქი, „დიდად პატივცემულო ბაბუას ბაბუავ! მე შენი შვილის შვილი ვარ. შენ გენაცვალე. ღმერთმა შენს და ყველა მკვდარი ბაბუებს გაანათლოს. მე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა ვისწავლე. მგონია შენ კითხვა ან წერა არ იცოდი. მე კი კითხვა-წერა ვისწავლე. ბაბუაკო, ყველამ ადექით საფლავიდან, ერთ საათ ქართულად ან ქართულ კულტურას შესახებ დავილაპარაკოთ და მერე ერთად დავწვოდ საფლავში“. მერე ვიტირე...


 
ორჰან სარდაგი (ბერიძე)
 
ბაიარ შაჰინი და ორჰან ბერიძე

      ჩვენ ბავშვებისას მამაჩემი რადიოში ამბები რომ უსმენდა, ხანდახან ჩუმად რუსულ სიტყვები მოდიოდა და მამაჩემი: „შვილებო, ჩუმად იყავით, შეიძლება ქართულ სიტყვები მოვა და ვუსმენდ“. ბიძაებს ერთად სულ ქართულად ლაპარაკობდნენ. მამაჩემი თურქულად ძნელად ან შეცდომით ლაპარაკობდა. ძალიან უყვარდნენ ქართულ კულტურა. ჩემი ასეც ბევრი მოთხრობა არი.
      ახლა კი ვისწავლე რომ, საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა, პირველი ლიტერატურული მნაწარმოები, ჩვენამდე მოღწეული, 5 საუკუნით თარიღდება. ოსმანეთს არქივიდან ვისწავლე რომ ოსმანეთს დროს 16 ცალი ქართველი ოსმანთს პრეზიდენტი ყოფილა. ვისწავლე, რომ ბევრი გენერალი ყოფილა. ოსმანეთს პარლამენტში ბევრი ქართველი წევრი ყოფილა. ახლაც თურქეთის პარლამენტშიც ბევრი ქართველი პარლამენტის წევრია. თურქეთის პრეზიდენტი თაიბ ერდოღანი ქართველია. სტამბოლ ან ბურსას მერი ქართველია. თურქეთში ბევრი ქართველი ხელმძღვანელი არი. რაც შეეხება ქართველები მსოფლიოს ყველა კუთხეში ისტორიულად ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ითვლებოდნენ და ასეა დღესაც. მე ნამდვილად მეამაყება რომ ამ პატარა, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული ხალხის შვილი ვარ. ძალიან მახარებს ისიც, რომ საქართველო ჩემი ამჟამინდელი სამშობლოს – თუქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. თუმცა ვიცით, რომ იყო დრო, როცა ჩვენი ისტორიული სამშობლო ძალიან შორეულად და მიუწვდომლად გვეჩვენებოდა. დღეს კი, საქართველო გახსნილია ყველა კეთილშობილურ სტუმრისთვის და ჩვენ – თურქეთის ქართველობას გვეძლევა შესაძლებლობა, მოვინახულოთ და პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების მიწა-წყალს, მათ ნასახლარებსა თუ საფლავებს.
      ჩვენ თურქეთში არ ვგრძნობთ თავს მოწყვეტილად ჩვენი ისტორიული სამშობლოდან. მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. თქვენთან ერთად გვახარებს მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ჩვენ ძალიან იმედიანად ვართ, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. დიდად გვახარებს კანონი ორმოქალაქეობის შესახებ და გვსურს ჩვენი გარკვეული წვლილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში.
      მჯერა, რომ კავშირები საქართველოსა და თურქებს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და ჩვენი საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში.
      კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით გესალმებით ყველას და გისურვებთ სერიოზულ წარმატებებს.

ორჰან ბერიძე – თურქეთის ქართველი.


* * *


      ბატონო გიორგი მოგესალმები! როგორ ბრძანდებით? ზეით თავისუფალი თემები და ქართულ-თურქულ დიალოგები დავიწერე. მგონია თქვენთვის საინტერესო იქნება. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით მოგესალმები და გისურვებ სერიოზულ წარმატებებს! ღმერთი იყოს თქვენი მფარველი ყველა კეთილ საქმეში! ოთარ ბერიძე. თურქეთის ქართველი.

      1. მე თურქეთში დაბადებული ქართველი ვარ. ვისწავლე ქართულ ენას (ქართული ენა). დიდი სურვილი მაქვს ვიმოგზაურო საქართველოში, რომ მოვინახულო ჩემი წინაპრების მიწა–წყალი. მინდა უქეთ (უკეთ) გავეცნო ქართულ კულტურას და ქართველ ხალხს.
      1. me TurqeTSi dabadebuli qarTveli var. viswavle qarTul enas. didi survili maqvs vimogzauro saqarTveloSi, rom movinaxulo Cemi winaprebis miwa– wyali. minda uqeT gavecno qarTul kulturas da qarTvel xalxs.
      1. Ben Türkiyede doğmuş Gürcüyüm. Gürcüce konuşmayı öğrendim. Çok arzuluyorum Gürcistanı gezmeyi, geçmişlerimin taprağını–suyunu. Yakından tanımak istiyorum Gürcü kültürü ve Gürcü halkını.

      2. მისალმება. ნება მომეცით, მოგესალმოთ თურქეთის ქართველების სახელით და გადმოგცეთ მათი მოკითხვა. ჩვენ, თურქეთში არ ვგრძნობთ თავს ჩვენი ისტორიული სამშობლოსაგან მოწყვეტილად, მუდმივად თვალს ვადევნებთ საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. თქვენთან ერთად გვახარებს მიღწეული წარმატებები და გულს გვტკენს ჯერ კიდევ არსებული პრობლემები. რაც შეეხება საქართველოს მომავალს, ჩვენ იმედიანად ვართ განწყობილი და ველით, რომ საქართველო საბოლოოდ ჩამოყალიბდება, როგორც ერთიანი, ძლიერი, დემოკრატიული სახელმწიფო. დიდად გვახარებს კანონი ორმოქალაქეობის შესახებ და გვსურს, ჩვენი გარკვეული წვლილი შევიტანოთ საქართველოს აღმშენებლობის საქმეში. კიდევ ერთხელ დიდი სიყვარულით გესალმებით ყველას და გისურვებთ სერიოზულ წარმატებებს!
      2. misalmeba. neba momeciT, modesalmoT TurqeTis qarTvelebis saqeliT da gadmoqceT maTi didi mokiTxva. Cven, TurqeTSi, ar vgrZnobT Tavs mowyvetilad Cveni istoriuli samSoblodan. mudmivad Tavs vadevnebT saqarTveloSi mimdinare movlenebs. TqvenTan erTad gvaxarebs miRweuli warmatebebi da guls gvtkens jer kidev arsebuli poroblemebi. rac Seexeba saqarTvelos momavals, Cven Zalian imedianad varT ganwyobilni da veliT, rom saqarTvelo sabolood Camoyalibdeba, rogorc erTiani, Zlieri, demokratiuli saxelmwifo. didad gvaxarebs kanoni ormoqalaqeobis Sesaxeb da gvsurs Cveni garkveuli wvlili SevitanoT saqarTvelos aRmSeneblobis saqmeSi. kidev erTxel didi siyvaruliT gesalmebiT yvelas da gisurvebT seriozul warmatebebs!
      2. Selamlama. İzninizle Türkiye Gürcüleri adına sizleri selamlıyor ve onların selamını getiriyorum. Biz, Türkiyede, kendimizi tarihi ülkemizden koparılmış hissetmiyoruz. Sürekli takip ediyoruz Gürcistandaki gelişen olayları. Sizin başarılarınız bizleride sivindiriyor ve var olan poroblemlerede üzülüyoruz. Söz konusu Gürcistanın geleceğinden, biz çok umutluyuz ve bekliyoruzki, Gürcistan sonunda bir kalıba oturur, o birleşik, güçlü, demokratik bir ülke olur. Bizi çifte vatandaşlık kanunu çok sevindiriyor ve Gürcistanın kalkınmasına katkımızı sunmak istiyoruz. Yine bir kez daha büyük sevgiyle hepinizi selamlıyorum ve ciddi gelecek diliyorum.

      3. ჩემი ისტორიული სამშობლო. საქართველო ჩემი ისტორიული სამშობლოა. ეს მშობლებისაგან ჯერ კიდევ ბავშვობისას შევიტყვე. მაშინ სიტყვა – "საქართველო" არაფერს მნიშვნელოვანს არ მეუბნებოდა. დღეს კი, ცოტად თუ ბევრად, ვიცი საქართველოს წარსული და აწმყო... ვიცი, რომ ის დიდი ისტორიული წარსულის მქონე დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც ცდილობს ღირსეული ადგილი დაიმკვიდროს ევროპის სახელმწიფოებს შორის.
      საქართველო უძველესი კულტურის ქვეყანაა: პირველი ლიტერატურული ნაწარმოები, ჩვენამდე მოღწეული, V(მეხუთე) საუკუნით თარიღდება.
      ქართველები ისტორიულად ძალიან ნიჭიერ და შემოქმედ ხალხად ითვლებოდნენ და ასეა დღესაც. მე ნამდვილად მეამაყება, რომ ამ პატარა, მაგრამ ძალიან განსაკუთრებული ხალხის შვილი ვარ. ძალიან მახარებს ისიც, რომ საქართველო ჩემი ამჟამინდელი სამშობლოს – თურქეთის კეთილი მეზობელი და მეგობარი ქვეყანაა. თუმცა ვიცით, რომ იყო დრო, როცა ჩვენი ისტორიული სამშობლო ძალიან შორეულად და მიუწვდომლად გვეჩვენებოდა. დღეს კი, საქართველოს კარები ღიაა ყველა კეთილმოსურნე სტუმრისათვის და ჩვენ – თურქეთის ქართველობას გვეძლევა შესაძლებლობა, მოვინახულოთ და პატივი მივაგოთ ჩვენი წინაპრების მიწა-წყალს, მათ ნასახლარებსა თუ საფლავებს.
      მჯერა, რომ კავშირები საქართველოსა და თურქეთს შორის კიდევ უფრო განმტკიცდება და საქართველოსთან მეგობრობის ასოციაცია თავის წვლილს შეიტანს ამ კეთილშობილურ საქმეში.
      3. Cemi istoriuli samSoblo. saqarTvelo Cemi istoriuli samSobloa. es mSoblobisagan jerkidev bevSvebisas SeviTyve. maSin es sityva–"saqarTvelo" arafers mniSnelovans ar meubneboda. dRes ki, cotad Tu bevrad, vici saqarTvelos warsuli da awmyo. vici, rom is didi istoriuli warsulis mqone damoukidebeli qveyanaa, romelic cdilobs Rirseuli adgili daimkvidros evropis saxelmwifopebs Soris.
      saqarTvelo uZvelesi kulturis qveyanaa; pirveli literaturuli nawarmoebi, Cvenamde moRweuli,5.(mexuTe) saukuniT TariRdeba.
      qarTvelebi istoriulad Zalian niWier da Semoqmed xalxad iTvlebodnen da asea dResac. me namdvilad memayeba, rom am patara, magram Zalian gansakuTrebuli xalxis Svili var. Zalian maxarebs isic, rom saqarTvelo Cemi amJamindeli samSoblos –TurqeTis keTili mezobeli da megobari qveyanaa. Tumca viciT, rom iyo dro, roca Cveni istoriuli samSoblo Zalian Soreulad da miuwvdomlad gveCveneboda. dRes ki, saqarTvelo gaxsinilia yvela keTilmosurne stumrisaTvis da Cven –TurqeTis qarTvelobas gveZleva. SesaZlebloba movinaxuloT da pativi mivagoT Cveni winaprebis miwa–wyals, maT nasaxlarebsa Tu saflavebs.
      mjera, rom kavSirebi saqarTvelos da TurqeTs Soris, kidev ufro ganmtkicdeba da saqarTvelosTan megobrobis asociacia Tavis wvlils Seitans am keTilSobilur saqmeSi.

      3. Benim Tarihi Memleketim. Gürcistan benim tarihi memleketimdir. Bunu anne ve babamdan önceden çocukken öğrendim. O zaman bu kelime –"Gürcistan" önemli bir şey ifade etmiyordu. bügün ise, az yada çok, biliyorum Gürcistanın dününü ve bu gününü. Biliyorum ki, o büyük tarihi geçmişi olan bir devlettir, o Avrupa ülkeleri arasında layık olduğu yeri almak için uğraşıyor.
      Gürcistan köklü kültürü olan ülkedir; ilk yazılı edebiyat eseri, bize kadar ulaşmış, 5.(beşinci) yüzyıldandır.
      Gürcüler tarihi olarak çok zeki va sanatçı halk olarak sayılırlardı ve bu günde böyledir. Ben gerçekten gurur duyuyorum ki, bu küçük, fakat çok özel halkın çocuğuyum. Çok sevindiriyor oda ki, Gürcistan benim şimdiki ülkem– Türkiye ile yardımsever komşu ve dost bir ülkedir. Biliyoruzki, zamanında, bizim tarihi ülkemize uzak ve ulaşılamayan gibi geliyordu. Bu gün ise, Gürcistan açıktır bütün iyi niyetli misafirlere ve biz –Türkiye Gürcülerine. İmkanlar dahilinde görelim ve saygımızı eksik etmeyelim bizim geçmişlerimizin toprağı–suyundan, onların tarihi yerleri ve mezarlarından.
      İnanıyorum ki, Gürcistan ve Türkiye arasındaki bağlantılar, yine daha çok güçlenecek ve Gürcistan Dostluk Derneği bu hayırlı işe kendi payını koyacaktır.


      4. ჩვენი შვილები: – ყველა ჩვენთაგანისათვის ღვთისაგან ბოძებული ყველა დიდი სიმდიდრე – ჩვენი შვილებია. ისინი ჩვენი ცხოვრების აზრსა და მიზანს წარმოადგენენ. ჯანმრთელი და კარგად აღზრდილი შვილები კი ყველა მშობლის სიამაყეა. არაფერი შეედრება შვილების წარმატებითა და ბედნიერებით გამოწვეულ სიხარულს. ასეთ წუთებს ჩვენც ბედნიერების მწერვალზე ავყავართ. ღმერთმა გვიმრალოს ისინი და ნათელი მომავალი მისცეს მათ!
      4. Cveni Svilebi. – yvela CvenTaganisaTvis RvTisagan boZebuli yvelaze didi –simdidre– Cveni Svilebia. isini Cveni cxovrebis azrsa da mizans warmoadgenen. janmrteli da kargadaRzdili Svilebi ki yvela mSoblis siamayea. araferi Seedreba Svilebis warmatebiTa da bednierebiT gamowveul sixaruls. aseT wutebs Cvenc bednierebis mwervalze avyavarT. RmerTma gvimralos isini da naTeli momavali miscec maT!
      4. Bizim çocuklarımız. – Hepsi Allah tarafından verilmiş en büyük –nimettir– bizim çocuklarımız. Onlar bizim yaşamımızın amacı ve anlamını temsil etmektedirler. Sağlıklı ve iyi terbiye edilmiş çocuklar ise her anne babanın gururudur. Hiç birşey yerini tutmaz çocukların başarı ve mutluluklarından oluşan sevinçlerinin.Böyle dakikalar bizi zirveye çıkartır. Allah çoğaltsın onları ve aydınlık gelecek versin onlara!


1. მისალმება misalmeba selamlaşma
2. გამარჯობა gamarjoba Merhaba
3. როგორ ხარ? rogor xar? Nasılsın?
4. როგორ ბრძანდებით? rogor brZandebiT? Nasılsınız?
5. კარგად გმადლობთ, თქვენ როგორ ხართ (როგორ ბრძანდებით)? kargad madlobT, Tqven rogorxarT? (rogor bZandebiT) İyiyim teşekkür ederim, siz nasılsınız?
6. გმადლობთ, მეც კარგად ვარ madlobT, mec kargad var Teşekkür ederim, bende iyiym
7. დამშვიდობა damSvidoba Vedalaşma
8. ნახვამდის naxvamdis Görüşmek üzere
9. საღამო მშვიდობისა saRamo mSvidobisa İyi akşamlar
10. დილა მშვიდობისა dila mSvidobisa İyi sabahlar
11. ღამე მშვიდობისა Rame mSvidobisa İyi geceler
12. ძილი ნებისა Zili nebisa Tatlı uykular
13. მომავალ შეხვედრამდე momaval Sexvedramde Yakında buluşmak üzere
14. დროებით droebiT Görüşürüz
15. ორშაბათამდე შეხვედრამდე orSabaTamde Sexvedramde Pazartesi görüşmek üzere
16. ღმერთით RmerTiT Allah ile (Allaha emanet olunuz)
17. ფასები fasebi Fiyatlar
18. რა ღირს? ra Rirs? Ne kadar?
19. რა ფასიანია? ra fasiania ? Fiatı nedir?
20. რა ჯდება? ra jdeba? Ne kadar tutar?
21. რამდენი უნდა გადაგიხადოთ? ramdeni unda gadagixadoT? Size ne kadar ödemem gerekli?
22. რამდენი უნდა მოქცეთ (მოგცეთ)? ramdeni unda moqceT? Size ne kadar vereceğim?
23. რამდენი დაიჭირა? ramdeni daiWira? Ne kadar tuttu?
24. ძვირფასი Zvirfasi Değerli
25. ძვირი Zviri Pahalı
26. იაფი iafi Ucuz
27. ნებართვა ramdeni daiWira? Ne kadar tuttu?
28. ნება მომეცით დაგემშვიდობოთ neba momeciT dagemSvidoboT İzninizle tanışalım
29. მე ვარ ორჰან ბერიძე me var orhan beriZe Ben Orhan Beridze
30. თუ ნებას მომცემთ... Tu nebas momcemT... Eğer izin verirseniz...
31. თუ შეიძლება... Tu SeiZleba... Eğer mümkünse...
32. შეიძლება შემოვიდე? SeiZleba Semovide? mümkünse gelebilirmiyim?
33. თუ შეიძლება უნდა წავიდე Tu SeiZleba unda wavide Mümkünse gitmem gerekli
34. თუ შეიძლება რაღაცა მინდა გითხრათ Tu SeiZleba raRaca minda giTxraT İzninizle bir şey söylemek istiyorum
35. მობოდიშება mobodiSeba Özür dileme
36. მაპატიეთ mapatieT Özür dilerim
37. ბოდიში bodiSi Özür dilerim
38. უკაცრავად ukacravad Afedersiniz
39. სადაური ხარ? sadaurixar? Nerelisin?
40. ეროვნობით (ეროვნებით) ვინ ბრძანდებით? bodiSi Özür dilerim
41. მე ქართველი ვარ me qarTveli var Ben Gürcüyüm
42. მე თურქეთში დაბადებული ქართველი ვარ me TurqeTSi dabadebuli qarTveli var Ben Türkiyede doğmuş Gürcüyüm
43. წარმაშობით (წარმოშობით) საიდან ხართ? bodiSi Özür dilerim
44. მე წარმაშობით (წარმოშობით) ბათუმელი ვარ me warmaSobiT batumeli var Ben aslen Batumluyum
45. თქვენ იცით წინაპრების გვარი? Tqven iciT winaprebis gvari? Siz atalarınızın soyadını biliyormusunuz?
46. დიახ, ვიცი ბერიძეა diax, vici beriZea Evet, bikliyorum Beridze
47. თქვენი წინაპრები სადაური (სადაურები) იყვნენ? Tqveni winaprebi saidauri iyvnen? Sizin atalarınız nereli idi?
48. ისინი ბათუმილი (ბათუმელები) იყვნენ isisni baTumeli iyvnen Onlar Batumlu idiler
49. თქვენ რას საქმიანობთ? Tqven ras saqmianobT? Siz ne iş yapıyorsunuz?
50. მე ხელმძღვანელი ვარ me xelmZRvaneli var Ben yönrticiyim
51. თქვენ დაოჯახებული ხართ? Tqven daojaxebuli xarT? Siz evlimisisniz?
52. ჯერ არა cer ara Henüz değil
53. დიახ, დაოჯახებული ვარ diax, davjaxebuli var Evet, evliyim
54. შვილები გყავს? Svilebi gyavs? Çocukların varmı?
55. ჯერ არა, ველოდებით cer ara, velodebiT Henüz yok, bekliyoruz
56. დიახ, ორი გოგო და ერთი ბიჭი მყავს diax, ori gogona da erTi biWi myavs Evet, iki kızım ve bir oğlum var
57. დაქორწინება, გათხოვება daqorwineba, gaTxoveba Evlenmek
58. თქვენ უცოლო ხართ? Tqven ucolo xarT(kaci)? Siz bekarmısınız?
59. დიახ, მე უცოლო ვარ diax, me ucolo var:(kaci) Evet, ben bekarım
60. არა, მე დაოჯახებული ვარ ara, me daqorwinebuli var(qali–kaci) Hayır, ben evliyim.(bayan–bay)
61. შენ დაქორწინებული ხარ? Sen daqorwinebuli xar?(qali–kaci) Sen evlimisin?( Bayan– bay)
62. ის გათხოვილია? is gaTxovilia(qali)? O evlimi?(Bayan)
63. მე ცოლშვილიანი ვარ me colSviliani var(kaci) Ben evliyim(Erkek)
64. ამინდი amindi Hava durumu
65. როგორი ამინდია დღეს? rogori amindia dRes? bu gün hava nasıl?
66. დღეს თბილი ამინდია dRes Tbili amindia Bü gün hava sıcaktır
67. დღეს შესანიშნავი ამინდია dRes SesaniSnavi amindia Bu gün mükemmel hava var
68. დღეს წვიმს dRes wvims bu gün yağmur yağıyor
69. წვიმა მოდის wvima modis yağmur yağıyor
70. თოვს Tovs kar yağıyor
71. ივლა ivla Şimşek çaktı
72. სეტყვა მოდის setyva modis Dolu yağıyor
73. დღეს ქარი ქრის dRes qari qris Bu gün rüzgar esiyor
74. მთვარიანი ღამეა mTvariani Ramea Mehtaplı gece
75. ნისლიანი დილა nisliani dila sisli sabah
76. თბილი Tbili Ilık
77. ცხელი cxeli sıcak
78. ღრუბელი Rrubeli BuluTlu
79. ყინული yinuli Buzlu
80. მობოდიშება mobodiSeba Tanışma
81. ნება მომეცით გაგეცნოთ neba momeciT gagecnod İzninizle kendimi tanıtmak istiyorum
82. ნება მომეცით გაგიცნოთ neba momeciT gagicnod İzninizle kendinizi tanıtırmısınız
83. მე ვარ ორჰან ბერიძე me var orhan beriZe Ben Orhan Beridzeyim
84. მე მქვია ორჰან ბერიძე me mqviad orhan beriZe Bana Orhan Beridze derler
85. ჩემი სახელია ორჰანი Cemi saxelia orhani Benim ismim Orhan
86. თქვენი სახელი რა არი? Tqveni saxeli ra ari? Sizin isminiz nedir?
87. თქვენ რა ქვიადთ (გქვიათ)? Tqven ra qviad? size ne derler?
88. თქვენ რა გვარი ხართ? Tqven ra gvarixarT? Sizin soy adınız nedir?
89. ჩემი გვარი ბერიძეა Cemi gvari beriZea Benim soyadım Beridzedir

დიალოგი 1
dialogi 1
Dialog 1
– გამარჯობა gamarjoba Merhaba
– სად მიდიხარ? sad midixar Nereye gidiyorsunuz?
– საყიდლებზე მივდივარ, საჩუქარი უნდა ვიყიდო. დაბადების დღეზე ვარ დაპატიჟებულია sayidlebze mivdivar, saCuqri unda viyido. dabadebis dReze var dapatiJebuli Alışveriş yapmaya gidiyorum, Hediye almam gerekli. doğum gününe daveTliyim
– შენ სად მიდიხარ? Sen sad midixar? Sen nereye gidiyorsun?
– მე კინოში მივდივარ, ახალი ფილმის ნახვა მინდა. უქმეებზე რას აქეთებ (აკეთებ)? me kinoSi mivdivar, axali filmis naxva minda. uqmeebze ras aqeTeb? Ben sinemaya gidiyorum, yeni filme bakmak istiyorum. Hafta sonu ne yapıyorsun?
– ქართული ხალხური მუსიკის კონცერტებზე მივდივარ შაბათს qarTuli xalxuri musikis koncerTebze mivdivar SabaTs Gürcü halk müziği konserine gidiyorum cumarTesi
– მართლა! მეც მივდივარ. აბა იქ შევხდებით marTla! mec mivdivar. aba iq SevxdebiT Gerçektenmi! Ben de gidiyorum. O zaman orda görüşürüz
– დროებით droebiT Görüşürüz
დიალოგი 2
dialogi 2
Dialog 2
– ალო! alo! Alo!
– ბატონო! batono! Efendim
– გამარჯობა, თუ შეიძლება ორჰანი (ორჰანს) სთხოვეთ gamarjoba, Tu SeiZleba orhani sTxoveT Mümkünse Orhanı rica edebilirmiyim
– ორჰანი არ არის სახლში, სამსახურიდან ჯერ არ დაბრუნებულა. ვინ კითხულობს? orhani araris saxlSi, samsaxuridan jer ar dabrunrbula, vin kiTxulobs? Orhan evde yok, işten henüz dönmedi. Kim soruyor?
– ამხანაგი ვარ – ოთარი! amxanagi var– oTari Arkadaşıyım–Otar
– გნებავთ, გადავცე რამე? gnebavT, gadavce rame? İstermisiniz, not bırakmak?
– არა, გმადლობთ, კარგად ბრძანდებოდით! ara, gmadlobT, kargad brZandebodiT Hayır, teşekkür ederim, iyi halde kalınız
– კარგად იყავით! kargad iyaviT! İyi olunuz!
დიალოგი 3
dialogi 3
Dialog 3
– გამარჯობა! gamarjoba! Merhaba!
– გაუმარჯოს! gaumarjos! Merhaba!
– კვირას გიორგის ქორწილში მოდიხარ? kviras giorgis qorwilSi modixar? Pazar günü Giorginin düğününe geliyormusun?
– არა, ვერ მოვდივარ ara, ver movdivar! Hayır, gelemiyorum
– რატომ? ratom Neden?
– იმიტომ, რომ კვირას თბილისში უნდა ვიყო! imitom, rom kviras TbilisSi unda viyo! Onun için ki, pazar günü Tifliste olmalıyım
– სამწუხაროა! samwuxaroa! Çok kötü
დიალოგი 4
dialogi 4
Dialog 4
– დღეს ფეხბურთის მატრია (მატჩია), წამოხვალ? dRes fexburTis matria, wamoxval? Bugün futbol maçı var, gelirmisin?
– არა, ვერ წამოვალ ara, ver wamoval Hayır, gelemem
– რატომ? ratom? neden?
– იმიტომ, რომ საქმიანი შეხვედრა მაქვს დღეს 7(შვიდ) საათზე imitom, rom saqmiani Sexvedra maqvs dRes 7(Svid) saaTze Onun için ki, bugün saat 7(yedi) de iş görüşmem var
– აბა დროებით! aba droebiT! Peki görüşürüz!
– კარგად! kargad! Görüşürüz!
დიალოგი 5
dialogi 5
Dialog 5
– უკაცრაცად, ხომ ვერ მეტყვით, რომელი საათია? ukacravad,xom ver metyviT, romeli saaTia? Afedersiniz, söyleyemezmisiniz, saaT kaç?
– ვერ გეტყვით, იმიტომ, რომ საათი არ მაქვს! ver getyviT, imitom, rom saaTi ar maqvs! Söyleyemeyiz, çünkü, saaTim yok!
– მაპატიეთ! mapatieT! Özür dilerim!
– არაფერს! arafers! Bir şey değil!
– გამარჯობა, უკაცრავად, რომელი საათია? gamarjoba,ukacravad, romeli saaTia? Merhaba, afedersiniz, saat kaç?
– ზუსტად ხუთია! zustad xuTia! Tam beştir!
– დიდი მადლობა! didi madloba! Çok teşekkür ederim!
– არაფრის! arafris! Bir şey değil!
დიალოგი 6
dialogi 6
Dialog 6
– გამარჯობა! gamarjoba! Merhaba!
– ხვალ სუხიშვილების კონცერტია ფილარმონიაში, არ წამოხვალ? xval suxiSvilebis koncertia filarmoniaSi, ar wamoxval? Yarın Sukhişvilebi(Gürcistanda müzik gurubu ismi)lerin konseri var,filarmonia(yer ismi)da gelmezmisin?
– სამწუხაროდ, ვერ წამოვალ! samwuxarod, ver wamoval! Maalesef, gelemem!
– რატომ? ratom? Neden?
– ამ დღეებში სამსახურში ბევრი საქმე მაქვს, გვიამომდე ვმუშაობ, ძალიან დაკავებული ვარ! am dReebSi samsaxurSi bevri saqme maqvs, gviamomde vmuSaob, Zalian dakavebuli var! Bü günlerde işyerinde çok işim var, geç saatlere kadar çalışıyorum, çok meşgulüm!
– მართლაც, სამწუხაროა, აბა კარგად! marTlac, samwuxaroa, aba kargad! Gerçekten, çok kötü, o zaman görüşürüz!
– დროებით! droebiT! Görüşürüz!
დიალოგი 7
dialogi 7
Dialog 7
– დღეს ფეხბურთის მატრია (მატჩია), არ გინდა სტადიონზე წამოსვლა? dRes fexburTis matria, ar ginda sTadionze wamosvla? Bugün futbol maçı var, stada gelmek istemezmisin?
– აღარ მახსოვდა, საღამოს ბევრი საქმეები მაქვს, ძალიან დაკავებული ვარ, ვერ წამოვალ სამწუხაროდ aRar maxsovda, saRamos bevri saqmeebi maqvs, Zalian dakavebuli var, ver wamoval Unutmuşum, akşama çok işim var,çok meşgulüm, gelemem maalesef
– კარგი, სხვა დროს წინასწარ გაგაფრთხილებ და ერთად წავიდეთ kargi, sxva dros winaswar gagafrtxıleb da erTad wavıdeT İyi, başka zaman erken hatırlatırım ve beraber gigeriz
– კარგი იქნება, აბა კარგად იყავით! kargi iqneba, aba kargad iyaviT! İyi olur, görüşürüz!
დიალოგი 8
dialogi 7
Dialog 7
– გამარჯობა! gamarjoba! Merhaba!
– როგორ მიდის შენი საქმეები? rogor midis Seni saqmeebi Nasıl gidiyor senin işlerin?
– არა უშავს, ნელ-ნელა. ვმუშაობ და ვემზადები დასვენებას! ara uSavs, nel–nela. vmuSaob da vemzadebi dasasvenebas! Fena değil, yavaş–yavaş. Çalışıyorum ve hazırlanıyorum tatile!
– სად აპირებ დასვენებას? sad apireb dasvenebas? Nereye düşünüyorsun tatili?
– მთაში მინდა დასვენებას ალბათ ერთი კვირით გუდაურში წავალ mTaSi minda dasvenebas albaT erTi kviriT gudaurSi waval Ormanda düşünüyorum dinlenmeyi dalaoyısıyla bir haftaya Gudaur(Gürcistanda bir dağ ismi)a giderim
– რა კარგია, თხილამურებზე დგომა იცი? ra kargia,Txilamurebze dgoma ici? Ne iyi, kayakta durmayı biliyormusun?
– არა, არ ვიცი, მაგრამ გადავწყვიტე ახლა ვისწავლო ara, ar vici, magram gadavwyvite axla viscavlo Hayır, bilmiyorum, fakat karar verdim şimdi öğrenmeye
– აბა, შენ იცი, წარმატებებს გისურვებ! aba, Sen ici, warmatebebs gisurveb! ya, sen bu işi yaparsın, başarılar dilerim!
– დიდი მადლობა. შენ არ აპირებ დასვენებას? didi madloba. Sen ar apireb dasvenebas? Çok teşekkür edrim. Sen düşünmüyormusun tatili?
– მეც მთაში მივდივარ, ოგონდ (ოღონდ) მშობლებთან ბათუმში mec mTaSi mivdi var, mSoblebTan baTumSi Bende dağa gidiyorum, fakat anne–babamın yanına Batuma
– იკაც (იქაც) დიდი თოვლი მოსულა ikac didi Tovli mosula Orayada çok kar yağmış
– იქაურობა მართლათს (მართლაც) ძალიან ლამაზია. იმედი მაქვს კარგად დაისვენებ! iqarobas marTlaTs Zalian lamazia! Umarım iyi tatil yaparsın!
– დროებით! droebiT! Görüşürüz!
დიალოგი 9
dialogi 8
Dialog 8
– დილა მშვიდობისა, ქ–ნო რუსუდან, მე ორჰანი ვარ, სტამბოლიდან! dila mSvidobisa, q–no rusudan, me orhani var, stambolidan! Hayırlı sabahlar, Rusudan hanım,ben Orhan İstanbuldan!
– დილა მშვიდობისა ბ–ნო ორჰან, როგორ ბრძანდებით? dila mSvidobisa b–no orhan, rogor brZandebiT? Hayırlı sabahlar Orhan bey, nasılsınız efendim?
– გმადლობთ, კარგად. მე ჩვენი თბილისში ჩამოსვლის (ვიზიტის) თაობაზე გაწუხებთ! gamadlobT, kargad. me Cveni TbilisSi Camosvlas(vizitis) Taobaze gawuxebT! Teşekkür ederim, iyiyim. Ben bizim Tiflise gelecek olduğumdan dolayı rahatsız ediyorum!
– რა კარგია! როდის მოდიხარ და ვისთან ერთად? ra kargia! rodis modixar da visTan ertad? Ne iyi! Ne zaman geliyorsun ve kiminle beraber?
– შვილებთან ერთად მოვდივართ მომავალ კვირას! SvilebTan erTad movdivarT momaval kviras! Çocuklarla beraber geliyoruz gelecek haftaya!
– ძალიან კარგი, მოუთმენლად ველოდებით! Zalian kargi, mouTmenlad velodebiT! Çok iyi sabırsızlıkla bekliyoruz!
– ჰო მართლა, თბილისში როგორი ამინდია? ho marTla, TbilisSi rogori amindia? Evet gerçekten, Tifliste hava nasıl?
– ძალიან კარგი ამინდია, მალე ჩამოდით Zalian kargi amindia, male CamodiT Çok iyi hava var, çabuk geliniz
– კარგი, მალე შევხდებით, აბა კარგად! kargi, male SevxdebiT, aba kargad! İyi, çabuk buluşuruz, peki görüşürüz!
– კარგად! kargad! Görüşürüz!
დიალოგი 10
dialogi 10
Dialog 10
– გამარჯობა, ქ–ნო ქეთევან, როგორ ბრძანდებით? gamarjoba, q–no qeTevan, rogor brZandebiT? Merhaba, Ketevan hanım, nasılsınız?
– გამარჯობა, ქ–ნო ნინო, შეუძლოდ ვარ (ცუდად ვარ, ავად ვარ), თავი და ყელი მტკივა! gamarjoba, q–no nino, SeuZlod var(cudad var, avad var) Tavi da yeli mtkiva! Merhaba, Nino hanım, rahatsızım,(kötüyüm, hastayım) başım ve boğazım ağrıyor!
– სიცხე ხომ არ გაქვთ? sicxe xom ar gaqvT? Ateşiniz varmı?
– დიახ, მაქვს პატარა სიცხე diax, maqvs patara sisxe Evet, var birazcık ateşim
– გნებავთ, ექიმი გამოვიძახოთ? gnebavT, eqimi gamoviZaxoT? İstermisiniz, doktor çağırmayı?
– არა, უკვე გამოვიძახე, გამსინჯა და წამლები გამომიწერა ara, ukve gamoviZaxe, gamsinca da wamlebis gamomiwera Hayır, çağırdım bile, muayene etti ve ilaçlar yazdı
– აბა დროებით, გისურვებ გამოჯანმთელობას (გამოჯანმრთელებას)! aba droebiT, gisurveb gamojanmTelobas! Görüşürüz, dilerim sağlığınıza kavuşmanızı!
დიალოგი 11
dialogi 11
Dialog 11
– გამარჯობა, რით შემიძლია გემსახუროთ? (დაგეხმაროთ) gamarjoba, riT SemiZlia gemsaxuroT;(dagexmaroT) merhaba, Nasıl yardımcı olabilirim?(yardımcı olabilirim)
– (თუ შეიძლება) მომეცით 200(ორასი) გრამი კარაქი,1(ერთი) კილო ყველი, 0,5(ნახევარი) კილო ხაჭო, 1(ერთი) კილო ხორცი და 1(ერთი) ცალი ქათამი, 5(ხუთი) ცალი კვერცხი და 2(ორი) პური (tu SeiZleba) momeciT 200(or as) grami karaki, 1(erTi) kilo yveli, 0,5(naxevar) kilo xaWo, 1(erTi) kilo xorci da 1(erTi cali qaTami, 5(xuTi cali kversxi da 2(ori) puri (Mümkünse) Veriniz 200(iki yüz) gram tereyağı, 1(bir) kilo peynir, 0,5(yarım) kilo çökelek, 1(bir) kilo et ve 1)bir) tane tavuk, 5(beş) tane yumurta ve 2(iki) ekmek
– ინებეთ! inebeT! Buyurunuz!
– გმადლობთ, ხომ ვერ მეტყვით სად შეიძლება ვიყიდო ბოსტნეული? gmadlobT, xom ver metyviT sad SeiZleba viyido bostneuli? Teşekkür ederim, söyleyebilirmisiniz sebzeleri nereden alabilirim?
– ხილ-ბოსტნეულის განყოფილება ჩვენს გვერდითაა! xil bostneulis ganyofileba Cvens gverdiTaa! Meyve–sebze(manav) bölümü bizim yanımızdadır!
– გმადლობთ! gmadlobT! Teşekkür, edrim!
– არაფერს! arafers! Birşey değil!
დიალოგი 12
dialogi 12
Dialog 12
– გამარჯობა, რა გაინტერესებთ? gamarjoba, ra gainteresebT? Merhaba, ne aramıştınız(ilginizi ne çekti)?
– მინდა ვიყიდო ღია ფერის პიჯაკი და მუქი ფერის შარვალი! minda viyido Rıa feris pijaki da muqi feris Sarvali! Satın almak istiyorum açık renkli ceket ve koyu renkli pantolon!
– თქვენ აირჩიეთ, გასასინჯი ოთახი აქვეა! Tqven airCieT, gasasinji oTaxi aqvea! Siz seçiniz, giyinme kabini şurda!
– იცით, პიჯაკი ცოტა ვიწრო მაქვს, შარვალი კი პირიქით – განიერი! iciT, pijaki cota viwro maqvs, sarvali ki piriqiT ganieri! Biliyormusunuz,ceket biraz dar oldu, pantolon ise tam tersi bol!
– მაშინ, მე თქვენ მოგცემთ ერთ ზომით დიდ პიჯაკს და ერთი ზომით პატარა შარვალს! maSin, me Tqven mogcemT erT zomiT did pijaks da erTi zomiT patara Sarvals! o zaman,(öyle ise) ben size vereyim bir beden büyük ceket ve bir beden küçük pantolon!
– ასე, ალბათ, ზუსთად (ზუსტად) მექნება, დიდი მადლობა! ase, albaT, zusTad meqneba, didi madloba! Böyle, galiba, tam olur, çok teşekkür ederim!
– არაფერს, კარკად (კარგად) ბრძანდებოდეთ! arafers, kargad brZandebodeT! Birşey değil, iyi halde kalınız!
– ნახვამდის! naxvamdis! Görüşmek üzere!

manana
      ბატონო გიორგი, ჩემო ძმავ! მანანა გურგენიძე ჩემი მასწავლებელია. მან წარმოშობით თბილისელია და სტამბოლში ცხოვრობს. 15 წელით თბილისში ქართულ ენის მასწავლებელი ყოფილა. მან მასწავლა მეც ქართულ ენას. 3 წელ საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციაში მასწავლებლად უფულად იმუშავა გულით. ახლა კი ქართული კულტურის ცენტრში მიცემს ქართულ გაკვეთილები. მან ძალიან მაგარი მასწავლებელია. მე დიალოგები მისი ასწავლილი ჩემი რვეულიდან დავიწერე. ძალიან მადლობელი ვარ მას. პატივისცემით, ორჰან ბერიძე. თურქეთის ქართველი.

* * *

      1. გამარჯობათ ქართველებო: აქაურებო, თურქებო, ფერეიდნელებო, ინგილოებო! თქვენს ქართულ გულს ვენაცვალე! ორჰან ბერიძე! უკვე მერამდენედ წავიკითხე და წავაკითხე ჩემს ოჯახის წევრებს შენი წერილი... ტიროდნენ დიდიან-პატარიანა. შენ გაიხარე ჩემო ძმაო შენი ოჯახით და გარშემო მყოფებით. გაგუდული ვტირი, რომ არ ავღრიალდე. შენ ქართულ სისხლს და გულს დიდხანს სიცოცხლე კარგო, კეთილო ადამიანო. დარწმუნებული ვარ შენს გარშემო შენნაირად გულანთებული ხალხია. მოგესალმებით ყველას გულში ჩახუტებით, თბილი და სიყვარულით აღსავსე საქართველოს დედაქალაქ თბილისიდან. ორჰან, აქ რომ იყო ჩაგიხუტებდი, თურქეთის ქართველო! პატივისცემით, ცისანა ზურგაშვილი. საქართველო. თბილისი. P.S. გუგუა, მომიკითხე ყველანი. კომპიუტერის ეკრანზე სურათებს ვეფერები ხოლმე...


      2. ღმერთმა გაგვაჩინა და ღმერთთან გავფრინდებით. სანამ სამყარო იქნება და დედამიწაზე სიცოცხლე, ქართველები არ გაწყდებიან. არ გავწყდებით! ჩვენ გამარჯვებისთვის და გამრავლებისთვის მოვლენილი ხალხი ვართ. დიდება საქართველოს. სამშობლოზე მეტად საყვარელი, სხვა მე ვერაფერი ვნახე ამ მიწაზე. მადლობა ყველას. გიორგი ელჩიბეგაშვილი. აშშ.

      3. გუგუა! შენ გაიხარე ასეთი კეთილშობილური საქმისთვის, რასაც შენ უძღვები. ბედნიერი ახალ წელი დაგბედებდეს ჩემო ძმაო შენს ოჯახთან ერთად. ახლა წავიკითხე ორჰან ბერიძის წერილი და გული ყელში ამომივარდა ტირილისაგან. ჩვენი ნატანჯი და ნაწამები ქართველი წინაპრები. მათი სულები ნათელში ამყოფოს უფალმა. საუკუნეებმა რომ ვერაფერი დააკლო ქართულ სულს და ფესვებს, რომელიც მუხის ფესვებივით ისეთი ძლიერია რომ დედამიწის სიღრმეშია ჩაზრდილი. ჩვენს ჯიშს და ჯილაგს გადაშენება არ უწერია სწორედ ისეთი ქართველების წყალობით, როგორიც ორჰანია და საბედნიეროდ თუ საუბედუროდ ასეთი მიმობნეული ქართველები, რომლებსაც სალოცავად და სათაყვანებლად ჩვენი დალოცვილი საქართველო ყავთ. გაიხარეთ, იბედნიერეთ ასეთი სიყვარული რომ შეგიძლიათ. გენაცვალეთ და გეხუტებთ ყველას ვინც კი ჩვენს ენას და ქართველობას ასეთი სიამაყით და რუდუნებით ინახავთ. გკოცნით ჩემო უცნობო და ამასთანავე ახლობელო ადამიანებო. ძალიან ამიჩუყა გული ორჰან ბერიძის წერილმა. ღმერთი არ გაგვწირავს ხალხო! მედეა პავლიაშვილი. აშშ.

      4. გუგუა, ჩემო ძვირფასო ძმაო, მადლობელი ვარ, რა ყურადღებიანი და რა კარგი სამეგობრო პიროვნება ხარ, მოზღვავებული (შესაშური) ენერგიის პატრონი, ღმერთმა დიდი ძალა მოგცეს, ჩვენი და გადახვეწილი ქართველების სასიკეთოდ. არ მეგულება ადამიანი, რომელიც ორჰან ბერიძის წერილის წაკითხვის მერე, იოლად გამოვიდეს მდგომარეობიდან.
      ძვირფასო ორჰან, თავს უფლებას მივცემ, სახელით მოგმართო, ვინაიდან როგორც მე გამოვთვალე (თუ არ მეშლება) 44 წლის ხარ და მე შენზე უფროსი გახლავარ. ვენაცვალე შენს ქართველობას, შენს გულს, შენი მამა-პაპის სულებს, რომელთაც ასე ტკბილად მოიხსენიებ, რომელთაც ასე გულიანად ახარე ქართული წერა-კითხვის ცოდნა. ეს ხომ მათი დამსახურებაა. შენ დიდხანს უნდა იცოცხლო, მათი სულების მოსახსენებლად. გული მტკივა, რადგან ამჟამად ამერიკაში ვიმყოფები და სიშორის გამო, იმის შესაძლებლობა არ არის, რომ მოგინახულო და მოგეფერო. გაიხარე შენს საყვარელ ოჯახთან ერთად. ახლა კი, მინდა თქვენებურად დავასრულო ეს წერილი: ღმერთს ებარებოდეს ყველა ქართველი, საქართველოში და მის გარეთ მყოფნი! ასევე მადლობას ვუხდი ქალბატონ მერი რაზმაძეს ამ წერილისათვის. მედეა სიხარულიძე. აშშ.

      5. გუგუა, ღმერთმა დაგლოცოს და გაგაძლიეროს, არაჩვეულებრივი ადამიანი ხარ, კაცთმოყვარე და სამართლიანი. ორჰანის წერილს რომ ვკითხულობდი, ცრემლებს ვერ ვიკავებდი. “მამიკო, ახლა კი მე ვისწავლე ქართულად ლაპარაკი ან ქართულ კულტურა. მამიკო, ადექი ერთ საათ ქართულად ვილაპარაკოთ, მერე საფლავში ერთად ჩავწვეთ." წარმოიდგინეთ, ამას წერს ადამიანი, რომელსაც ერთი დღე არ უცხოვრია საქართველოში. აფერუმ თქვენს ქართველობას, მე ქედს ვიხრი თქვენს წინაშე!!! ეს უნდა წაიკითხოს ყველა ქართველმა, მითუმეტეს იმათ, ვინც რამდენიმე წელია საქართველო დატოვა და ქართულად "ვეღარ ლაპარაკობს", "სიტყვები აღარ ახსოვს, აღარაფერს ვიძახი მათ შვილებზე, დედის და მამის გარდა ქართულად სიტყვას რომ ვერ ამბობენ. მაშინ ორჰანმა და მისნაირებმა რა უნდა თქვან? საუკუნეების წინ გადახვეწილი ხალხი ისტორიულ სამშობლოს მისტირის და ანბანს სწავლობს, რომ ქართული ენა და კულტურა არ დაიკარგოს, აფერუმ თქვენს ქართველობას, ღმერთმა დაგლოცოთ!!!

      6. მშვიდობის დილა და საღამო ფერეიდნელებს და სრულიად საქართველოს! გუგუა, რას გვერჩი რატომ გვაბღავლებ? შენ გაიხარე შენი ქართული სულით! ორჰან ბერიძის წერილს კი ყველა იმ მშობელს წავაკითხებდი საზღვარგარეთ შვილები რომ ჩაყავთ და სახლშიც იმ ქვეყნის ენაზე ესაურებიან, რა მოხდა ქართული ხომ ისედაც იციანო!?
      მირონის და მრწამსის ძალა სულში ჩაგეღვენთოს,
      ანგელოზის ჩირაღდანი შინ და გარეთ გენთოს,
      რასაც სიყვარული ჰქვია, შენს გულს სრულად ეგრძნოს,
      იების და ენძელების ბილიკებით გევლოს.
      ასე გლოცავს ჩემი გული, შენი გული ენდოს.
      მამის, ძის და სულიწმინდის მადლი დაგებედოს...
      საბშობლოში და მის გარეთ მყოფო ქართველებო, ნათლისღების დღესასწაულს გილოცავთ! ჯანმრთელობა, სიხარული და სიყვარული არ მოგკლებოდეთ შინ და გარეთ! ელზა ძაველური. აშშ.

      7. დიდი ქართული გამარჯობა ბატონო ორჰან! საოცარი პიროვნება ბრძანდებით! რაც გოგებაშვილის „თოხმა“ ვერ გააკეთა, თქვენმა „თოხმა“ გააკეთა ის – შესძარით მსოფლიო ქართველობა, ყველა კუთხეში მიმობნეული ქართული მარგალიტები. საიქიო და სააქაო. ალბათ ცხონებული მამათქვენი და ბაბუათქვენი სიამაყით ღმერთის ტოლად გრძნობენ თავს. თქვენი წერილის წაკითხვის შემდეგ საოცარი ბურთი ყელში გაიჩხირა, ტკივილად გულში ჩაიარა და ცრემლისთვის რომ არ მიმეცა გზა, ალბათ გასკდებოდა. გმადლობთ, რომ ქართველი ხართ, გმადლობთ რომ ასე შეგიძლიათ შეაზანზაროთ ჩვენს გულებში ისედაც მშფოთვარე პატრიოტიზმის გრძნობა. ვენაცვალე თქვენს გამჩენს, თქვენი კაცობის მასწავლებელს, თქვენს ჯიშს და თქვენს შთამომავალს. ღმერთი იყოს თქვენი და თქვენი ოჯახის მფარველი. მომიკითხეთ მეუღლე და ბავშვები დიდი სიყვარულით! ნანა ფიცხელაური. გერმანია.



ვარიაციები

      1. მსოფლიოში იძულებით მიმოფანტულო ქართველებო, გილოცავთ ნამდვილ, ქართულ ახალ წელს. ვიხაროთ და ვიბედნიეროთ. ეხლა კი ჩემს ფერეიდნელ ქართველებს მინდა მოგილოცოთ ახალი წელი, მინდა გისურვოთ სიხარული და ბედნიერება. ძალიან მრცხვენია, რომ აქამდე ნაკლები რამ ვიცოდი თქვენს შესახებ, ეხლა კი გუგუას დახმარებით, ისე შევიჭერი თქვენს ცხოვრებაში, რომ ასე მგონია ყველას ახლოს გიცნობთ. ყველას რომ სძინავს, მე გუგუას საიტში შევდივარ... ერთხელ გამოტირებულ ფრაზას, მეორედ კიდევ ვსტირი. ღმერთმა სატირლად არ მოგცეთ საქმე, მაგრამ ვიცი თქვენი გულის ტკენა და დამიჯერეთ, რომ მეც ასევე შემტკივა თქვენზე გული. ხშირად ვუსმენ საიტზე დადებულ თქვენებურ ქართულ საუბრებს, სურვილი მაქვს, თქვენივე ენით გესაუბროთ, მაგრამ ჯერ-ჯერობით ვერ ვახერხებ... მედეა სიხარულიძე. აშშ.

      2. საქართველოდან 400 წლის უკან გატაცებულ საგანძურს, 100 ათასობით "ობოლ" მარგალიტის შთამომავლებს, ჩვენი ქართული, უნიკალური ჯიშისა და გენის, ქართული ფესვების განაყარ, ფერეიდანელ ქართველებს! დიდის სიყვარულით! გილოცავთ ჩემო ქართველებო, ქართულ შობა-ახალწელს! იბედნიერეთ გამრავლდით, მუმლი მუხასაო, ამინ! ნაზიბროლა წითელაშვილი.

     3. ეს იყო გუშინ...
     – დე, წელს სად წავალთ დასასვენებლად?
     – ალბათ საქართველოში...
     – მე ზღვაზე მინდა!!!
     – იქაც არის ზღვა, თანაც შავი.
     – გუგუასთან ახლოს?
     – გუგუა რაღა შუაშია?! გუგუა ყველგან არის...
     – რატო დე, გაისტ (სული) არი?? (იცინის)
     – არა, სადაც კომპიუტერია ყველგან არის მეთქი (დავაზუსტე). გუგუა რაღამ გაგახსენა ან რა კავშირი აქვს შენს დასვენებასთან?!
     – აი, ისა... ისა.. რომ გითხრა რომ... კოცნით დაგახრჩობო... ხუთი წუთის შემდეგ თვალებიდან ცრემლს ვიწმენდავ და...
     – მოდი, ჩაგეხუტო... მაშ გუგუამ შეგაშინა?! არ გინდა, რომ დედას ვინმემ აკოცოს არა? ნუ გეშინია, მაგას თავისი ცოლი ყავს... საკოცნელიც და "დასახრჩობიც"... კალთაში მიჯდება. ვეფერები.
     – კი... ვიცი რომ ყავს, მაგრამ შენ რომ ლექსს ამბობ ხოლმე, კაცებს დიდი, შავი წყალისავით (ეტყობა ეს ჩემეული "მორევის" განმარტება იყო ოდესღაც) გული აქვთო და სხვისი ცოლები უნდათო???
     მომაბრუნეთ, დღეს რა ფეხზე ვარ ამდგარი...
     რა ვიცოდი ეს ლექსი თუ თექვსმეტ წლამდე აკრძალული უნდა ყოფილიყო. მერე გულში გავიმეორე "კაცის გული ისეთია, ვით მორევი შავი ზღვისა, რაგინდ კარგი ცოლი ჰყავდეს, მაინც ენატრება სხვისა..." მერე ვითომ გავბრაზდი და ვეუბნები:
     – ქალო, მაგ ლექსში მაგის მეტი ვერაფერი "დაინახე"?!
     – დანარჩენი ის არის, რომ საქართველო ლამაზიაო და ეგ ხო ყველა ლექსშია... (რას ერჩი, მართალია ბავშვი.)
     ამ დროს ტელეფონმა დარეკა და...რა თქმა უნდა გერმანულად უნდა ვუპასუხო და დავბრუნდით ისევ მწარე რეალობაში, როგორც სამოთხედან ჯოჯოხეთში. ასე ათი წუთის შემდეგ როდესაც ისევ საქართველოს "არხზე" გადმოვერთე ვფიქრობდი: ღმერთო ჩემო, როგორ ადვილად შეიძლება გუგუასნაირმა, დაუფიქრებლად ყველასთვის სიყვარულის ამხსნელმა ქართველმა კაცებმა ევროპაში სახელი "გაიტეხონ" მეთქი.
     თქვენი მონა-მორჩილი ნანა ფიცხელაური. გერმანია.

     4. ვაიმეეეე, ნანა, ახლა შენი წერილი გადავიკითხე და, ცოტა ხნის დუმილის მერე ისეთი სიცილი ამიტყდა, გვერდზე მჯდომმა კოლეგამ წყალი მომირბენინა, ისტერიკა ხომ არ დაემართაო იფიქრა, სიცილით გადაბჟირებულმა რომ სული მოვითქვი, ავუხსენი ამ ჩემს მეგობარსა და კოლეგას იან ზაჰოვსკის... რა ავუხსენი??? რა, და საწყალი გუგუა მეთქი ისევ სიცილით ვეუბნებოდი... ვინ გუგუა, მაიკოო და ეს ერთია და ყველა იმას თხოვს დახმარებას მეთქი... ნანა, გეფიცები, ისიც ვიფიქრე, ხომ არ წავშალო ჩემი წერილი მეთქი და მერე გადავწყვიტე ყველაფერი ისე დამეტოვებინა როგორცაა... მაიკო დარჩია. ჩეხეთი. პრაღა.

* * *

      ბატონო გიორგი, ახლა რომ ცისანა ზურგაშვილის, გიორგი ელჩიბეგაშვილის, მედეა პავლიაშვილის, ელზა ძაველურის, ნანა ფიცხელაურის, მედეა სიხარულიძის, ნაზიბროლა წითელაშვილის და მაიკო დარჩიას წერილები წავიკითხე ნამდვილად ბევრად ცრემლები მოვიდა!!!!!!! ეს ცრემლები ჩვენი წინაპრების წყაროა, სურნელია ჩემთვის. გიორგი, ჩემო ძმავ შენი ქართველი სურნელია! გიორგის, მედეას, ელზას, ნანას, მედეას, ნაზიბროლას და მაიკოს ქართველი სურნელია. ჩემო დაიკო მერი რაზმაძეს სურნელია, რომ თქვენსსავით მეგობრებს გავიცანი. ჩემს მასწავლებელს სურნელია, რომ ქართულ ენას მასწავლა. სტამბოლში, საქართველოსთან მეგობრობის ასოციაციის სურნელია, რომ ქართულად კურსები გააკეთა და მეც ვისწავლე. ყველას გისურვებთ ჯანმთელობას, ბედნიერებას და წარმატებებს! ღმერთი იყოს თქვენი და საქართველოს მფარველი! ყველანი და ყველა ქართველები ძაან მიყვარხართ. გაუმარჯოს საქართველოს!!!!!!!! პატივისცემით, ორჰან ბერიძე. თურქეთის ქართველი. 04.06.2009.