|
ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთში ჯიმი დაბრუნდაშვილი
2008 – 2009 წლები
|
გიწვევთ ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენებაზე!
|
ძვირფასო მეგობრებო, პირველად ჩეხეთის რესპუბლიკაში გაიმართება ახალი ქართული დოკუმენტური ფილმის ჩვენება. ”უცნობი ჯარისკაცები” ასე ეწოდება ფილმს და ეძღვნება 2008 წელს საქართველო-რუსეთის ომში დაღუპული უცნობი ქართველი ჯარისკაცების ხსოვნას. წელს ეს ფილმი პირველად იქნა წარდგენილი ქალაქ ”იჰლავას” დოკუმენტური ფილმების ფესტივალზე. ფილმის რეჟისორია ბატონი შალვა შენგელი. ფილმის გაშვების ექსკლუზიური უფლება მივიღეთ რადიო თავისუფლების რედაქტორის, ბატონი კობა ლიკლიკაძის დახმარებით. რისთვისაც დიდ მადლობას მოვახსენებთ ბატონ კობას.
დარბაზი, სადაც ფილმი იქნება ნაჩვენები დაგვითმო უკრაინის სათვისტომომ ”უკრაინსკა ინიციატივამ” www.ukrajinci.cz. ბატონი ბოჰდან რეიჩინეცის ხელშეწყობით.
ჩეხეთის რესპუბლიკაში უკრაინელებს ეროვნული უმცირესობის სტატუსი აქვთ მინიჭებული (ისევე როგორც რუსებს, ბულგარელებს, ბერძნებს, ბოშებს, გერმანელებს, ხორვატებს, სერბებს და ა.შ,) და კანონის თანახმად - ქალაქ პრაღის მერიას მათთვის გამოყოფილი აქვს ცალკე შენობა www.dnm-praha.eu, სადაც თვეში ორჯერ შეუძლიათ სხვადასხვა აქციების უფასოდ ჩატარება. უკრაინელებმა თავისი სახელით აიღეს დარბაზი და შესაბამისად ჩვენი ღონისძიებაც ჩატარდება უფასოდ. ამიტომ ჩეხურ ენაზე გაკეთებული განცხადება აღნიშნულია როგორც: ”უკრაინელების და ქართველების მეგობრობის საღამო ჩეხეთის რესპუბლიკაში”....”დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა საერთო თემაა”.
ფილმის დაწყებამდე გაიმართება მცირე დისკუსია, რომელსაც დაესწრება საქართველოს სრულუფლებიანი ელჩი ჩეხეთის რესპუბლიკაში ქალბატონი ნინო ნაკაშიძე. აგრეთვე უკრაინის სათვისტომოს, ჩეხეთის საზოგადოების და რადიო თავისუფლების ქართული რედაქციის წარმომადგენლებიც. გთხოვთ ყველას მობრძანდეთ. დარბაზი მდებარეობს ქალაქის ცენტრში. მისამართია: Dům národnostních menšin. Vocelova 3, Praha 2. (მეტრო I.p. Pavlova-დან ას მეტრში). დრო: 16 დეკემბერს, 18.30-საათზე.
|
|
Vážení!
|
Ukrajinská národnostní menšina Dům národnostních menšin www.dnm-praha.cz a Gruzínská komunita Samshoblo www.samshbolo.net, Vás zvou na společnou akci na téma Evropa náš domov. Akce se bude věnovat vztahu Ukrajiny a Gruzie posledních letech, rozvoje demokracií. Hosté budou představitelé velvyslanectví Gruzie a Ukrajiny v České republice, také novináři a pracovnic českých neziskových organizací, kteří se zabývají bývalými republikami sovětského svazu. Samozřejmě budou i člení Gruzínské a Ukrajinské komunity.
Promítněme elektronikou verzi Historie Gruzie, která je první překlad historií Gruzií v této podobě. Budou také promítneme fotky zachycující srpnové události Ruské-Gruzínské války z 2008 roku ( České titulky) Na závěr budeme promítat dokumentární film gruzínského režiséra Shalva Shengeli Unknown Soldiers (Neznámí vojáci). Film první byl představen na Jihlavském Festvalu dokumentárních filmů. Po širší veřejnost bude promítnout poprvé. Film je zajímavý tím, že byl natočen na zakázku gruzínské vlády a jehož natáčení režisér odstoupil od původního scénáře (Který [scénář] byl určen pro propagandu Gruzínské armády a vypraví o mladíkovi z Horní Abkhazie, který vstupuje do gruzínské armády. Ovšem do zemí vstoupila válka) a dodělá film dle svého názoru.
|
|
ძვირფასო ქართველებო!
|
ოცი წელიწადი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირის დაშლის უკუქცევადი პროცესები დაიწყო. 1989 წელმა მეტად მნიშვნელოვანი ცვლილებები მოიტანა ევროპაში. დაინგრა ბერლინის კედელი. შეწყდა ე.წ. ”ცივი ომი”. კომუნისტური ხელისუფლება მშვიდობიანი გზით შეცვალა დემოკრატიულმა მთავრობებმა: ჩეხოსლოვაკიაში, პოლონეთში, უნგრეთში, ბულგარეთში, აღმოსავლეთ გერმანიაში, საქართველოში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში და ა.შ.
საქართველოსათვის 1989 წლის 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა ტოტალიტალური რეჟიმის დაცემაში. ქართულმა ეროვნულმა მოძრაობამ უდავოდ დიდი იმპულსი მისცა დისიდენტური მოძრაობების გააქტიურებას საბჭოთა კავშირის სხვა რესპუბლიკებშიც. საბჭოთა კავშირის გავლენის სფეროს თითქმის მსოფლიოს მეოთხედს შეადგენდა.
ჩეხეთის რესპუბლიკამ ხავერდოვანი რევოლუციის ოცი წლისთავი აღნიშნა 17 ნოემბერს. თვეზე მეტია რაც ევროპის საზოგადოება ეროვნულ-განმანთავისუფლებელ მოძრაობაში მონაწილეთა ღვაწლს იხსენებს. ახალგაზრდა თაობებს საშუალება ეძლევათ გაეცნონ დოკუმენტურ ფილმებს, პუბლიკაციებს, ფოტო გამოფენებს, იატაკქვეშა ორგანიზაციების მოღვაწეობას, დისიდენტთა სასამართლო პროცესების საარქივო მასალებს დ ა.შ... რამდენად დასანანია, რომ ქართული ეროვნული მოძრაობის მონაწილეთა შესახებ არსად მოიხსენიება. თანამედროვე ევროპაში ერთეულებმა თუ იციან გასული საუკუნის ოთხმოციან წლებში საქართველოში მიმდინარე პროცესების შესახებ.
განსაკუთრებით მტკივნეულია დღევანდელი საქართველოს მდგომაროება. მიუღებელად მიმაჩნია, როცა ევროპის საზოგადოების უდიდესი უმრავლესობა საქართველო – რუსეთის დაპირისპირებას მხოლოდ სეპარატისტული რეგიონებისათვის ბრძოლაში ხედავს.
ასეთი მდგომარეობის ფონზე, ძალიან გვახარებს ნებისმიერი ”ადგილობრივი მხარდაჭერა”. 17 ნოემბერს, ქალაქ ბრნოში (ჩეხეთის რესპუბლიკაში სიდიდით მეორე ქალაქი), სოციოლოგიური ფაკულტეტის რამდენიმე სტუდენტმა be.international-დან მოაწყო საინფორმაციო ”ჰეპენინგი”: What kind of country kills its critics and invades neighbors (წყარო www.sosgeorgia.org).
|
 |
 |
| Podporujte Gruzii, Jakubske nam Brno |
Pavel Ondovcak |
 |
 |
| Sarka Duskova |
Klara Bazantova |
|
მათი მთავარი მიზანი იყო საზოგადებისთვის გაეცნოთ საქართველოში მიმდინარე მოვლენები: რუსეთის მიერ საერთაშორისო დონეზე აღებული ვალდებულებების იგნორირება და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება. სათვისტომო ”სამშობლოს” დახმარებით (ინფორმაციის მიწოდებით და ასევე 2 300 კრონის ოდენობის ფინანსური დახმარებით) სტუდენტებმა ქალაქის ცენტრში გაავრცელეს ხუთასზე მეტი საინფორმაციო ბროშურა და პლაკატი. ასობით მოქალაქეს ექვს საათზე მეტი უხსნიდნენ ღონისძიების მიზნებს. მეგობრებთან ერთად აქციას შეუერთდა ჩვენი ”ბრნოელი აქტივისტი” ბატონი ვლადისლავ ჰანუში. ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ტრადიციულად თანამშრომლობს სტუდენტურ და სხვა ორგანიზაციებთან. მნიშვნელოვანია, რომ ამ ეტაპზე – საქართველოს ოკუპაციის დამთავრებამდე, ჩვენი ხმა მივაწვდინოთ ევროპის საზოგადოების ყველა ფენას.
|
 |
 |
 |
 |
|
და ბოლოს, ვუერთდებით საფრანგეთში ქართული სათვისტომოს მიერ 27 ნოემბერს მოწყობილ ძალზედ მნიშვნელოვან ღონისძიებას. 2006 წელს, პრაღაში, რამოდენიმე ჩეხ ჟურნალისტთან (ე.წ. ექსტრემალური ჟურნალისტიკის წარმოადგენლები) ერთად ასევე მოვახერხეთ აქციის მოწყობა, რომელიც წინ უსწრებდა მაშინდელი რუსეთის პრეზიდენტის ვ. პუტინის ვიზიტის გამო მოწყობილ ბრიფინგს. თუმცა ამჯერად პრაღაში საპროტესტო აქციას ვერ გავმართვათ, რადგანაც ჩეხეთის საზოგადოებაში ამ ღონისძიებას გამოხმაურება არ მოყვება. მაგრამ 2010 წლის გაზაფხულზე, როდესაც რუსეთის პრეზიდენტი (თუ პრემიერ მინისტრი) ოფიციალურად ესტუმრება ჩეხეთის რესპუბლიკას – ჩვენ მათ ასევე ”ვუმასპინძლებთ”.
|
|
Грузинское «Отечество» в Чехии
27-03-2009 09:39 | Дмитрий Лычёв http://www.radio.cz/ru/statja/114614
|
Слушатели, возможно, помнят нынешнего собеседника по нашим материалам двухлетней давности. Джими Дабрундашвили и Зураб Лилиашвили тогда чуть было не оказались за тюремной решеткой по обвинению в разжигании межнациональной розни. Во многом благодаря активности чешских правозащитников и представителей средств массовой информации удалось добиться оправдательного приговора.
|
|
Джими Дабрундашвили (слева)
|
|
Организация «Самшобло» («Отечество»), основанная и зарегистрированная пять с лишком назад известна не только благодаря этому громкому делу. Представители грузинской диаспоры в Чехии пытаются своими скромными силами помогать пострадавшим во время российско-грузинского конфликта мирным жителям Грузии.
Но, пожалуй, будет лучше, если Джими Дабрундашвили сам обо всём расскажет.
– У живущих здесь грузин до недавних пор не было организации, которая бы могла их объединить. Это первое. Второе: в Чехии очень мало известно о Грузии, о ее культуре, о ее истории. Когда я приехал в Чехию (это было в 2001 году), я был удивлен, как же мало о нас пишут, как мало о нас знают.
– Насколько, по вашим оценкам, велика грузинская диаспора в Чехии, в Праге?
– Приблизительно четыреста человек.
|
|
Джими Дабрундашвили и Зураб Лилиашвили (Фото: ЧТК)
|
|
– Вы запомнились, прежде всего, уголовным процессом, который вам в результате удалось выиграть. Помнится, было это два года назад. Могли бы вы подробнее рассказать, как всё начиналось, что это были за акции протеста?
– В 2006 году российское правительство начало депортировать грузин с территории РФ. Конечно, мы не считали эти депортации законными. Мы, живущие в Чехии, сказали себе: это нельзя так оставлять. В здешних средствах массовой информации почти ничего об этом не сообщалось. И мы вышли протестовать к посольству РФ в Праге. Я принес транспарант, на котором был изображен стоящий на грузинской территории российский солдат. На левой руке у него была свастика, правой рукой он показывал на убитых грузинских солдат и детей. Разумеется, наша акция была легальной, у нас были все необходимые для ее проведения документы. Присутствовали там и полицейские, которым не понравилась эта самая свастика. Нас забрали в отделение, и через месяц прокуратура предъявила нам обвинение в разжигании межнациональной ненависти. Это было абсурдным: мы, наоборот, пришли протестовать против дискриминации по национальному признаку. Ни полиция, ни прокуратура в то время не были осведомлены о том, что происходит в России и в Грузии. Мы выступали против действия российских властей, но ни в коем случае не против российского народа.
– Вы чувствовали поддержку со стороны правозащитников, чешской общественности?
– Конечно, помощь от них была очень большая! В первую очередь, от средств массовой информации, Чешского телевидения. С октября 2006-го года по март года 2007-го СМИ постоянно интересовались ходом процесса, и это очень помогло и нам, обвиняемым, да и вообще живущим здесь грузинам. Мне кажется, этот процесс стал и проблемой чешского общества.
|
 |
|
– Вы хотите сказать, что благодаря этому делу чехи больше узнали о Грузии и о том, что происходит с грузинами в России?
– Да, именно так.
– Но потом наступило время, когда не только в Чехии, но и во всем мире узнали о том, что происходит в отношениях России и Грузии. Что вы предприняли в тот момент?
– Когда в августе прошлого года пришла война, мы, прежде всего, хотели довести до общественности наш взгляд на эти события. Чешский народ нас хорошо понимает. Всеми своими выступлениями мы хотели сказать, что это не была просто борьба за две территории, там началось наступление на свободу слова. По моему убеждению, танки, посланные Путиным и Медведевым, не пришли воевать против грузин или за осетин или абхазцев. Они пришли подавить нашу демократическую систему. Пускай, она совсем не совершенна, но у нас в Грузии есть демократия и свобода слова. Против этого они и боролись.
– Помнится, чешский президент назвал виновниками конфликта обе стороны…
– Мне тогда очень многие звонили и извинялись и за Вацлава Клауса, и за представителей социал-демократической партии, обвинявших Грузию. Обычные же люди говорили так: то, что с вами сейчас происходит, произошло у нас в 1968 году. Лично я думаю, что очень много ошибок было допущено как со стороны России, так и со стороны Грузии. Но один факт нужно знать: Грузия со своей армией не полезла в чужую страну, мы хотели установить порядок на своей земле.
|
 |
|
Мы продолжаем беседовать с организатором грузинского общества в Чехии Джими Дабрундашвили. Что, на его взгляд, является для его организации самым важным в настоящий момент?
– Сейчас важно помогать конкретным людям. Недавно мы помогли построить в Грузии небольшой госпиталь для тех, кто покинул Южную Осетию. Мы стараемся помогать и правительственным, и общественным организациям, желающим оказывать поддержку Грузии и грузинам. Недавно чешское правительство выделило 150 миллионов крон (7,5 миллионов долларов) на помощь нашей стране. Проблема в том, что многие чешские организации просто не знают, как в Грузии работать.
– Вы, стало быть, выступаете в качестве консультантов?
– Можно сказать и так. Разумеется, мы работаем безвозмездно. И еще одно для нас важное: за последние годы совсем не появлялось литературы о Грузии. Сейчас мы хотим попытаться издать книгу о грузинской истории. Для нас, грузин, эмиграция – феномен. Только последние 20 лет грузины начали эмигрировать.
– Чем вам может помочь Чехия?
– Чехия двигалась к своей независимости и к демократии через многое. И с политической, и с экономической точки зрения чехи прошли очень сложный путь, но они хорошо его прошли. И в этом плане Чехия для меня – это, прежде всего, хороший пример для подражания.
|
|
ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომოს მიერ ბოლო ორ თვეში შესრულებული აქციების მიმოხილვა
ძვირფასო თანამემამულენო!
|
ბოლო ორი თვის განმავლობაში ჩეხეთის რესპუბლიკაში ქართული სათვისტომო ”სამშობლოს” (www.samshoblo.net) სახელით ჩატარდა რამდენიმე აქცია. მნიშვნელოვანია, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის გახსენება ისევ პრიორიტეტად რჩება. ამ თარიღთან დაკავშირებით გაკეთდა შემდეგი:
• 6 აგვისტოს ქალაქ ბრნოში, ჩეხების მიერ რუსეთის საკონსულოსთან მოეწყო საპროტესტო აქცია, რომელზეც ათამდე ქართველი და ჩეხი მონაწილეობდა. მათი გამოსვლა გადაიცა ადგილობრივი გაზეთების და რადიოს საშუალებით. ორგანიზატორი იყო ბატონი ლადისლავ ჟაკი. სათვისტომოსთან ერთად შედგენილი იქნა პრესაში გასავრცელებლი ტექსტიც.
• 7 აგვისტოს ქალაქ პრაღაში, ”პალაცკის” მოედანზე (ცენტრში), შევიკრიბეთ ოცამდე ქართველი. დამსწრეთა შორის იყო აზერბაიჯანის სათვისტომოს აზერ-ჩეხის წამომადგენელი და რამდენიმე ჩეხიც. იმავე დღეს ჩვენ გავავრცელეთ პრეს-რელიზი, სადაც დავგმეთ რუსეთის მიერ საქართველოს ნაწილის ოკუპაცია.
|
 |
 |
|
• 11 აგვისტოს, ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროსთან არსებულ საერთაშორისო ურთიერთობის ინსტიტუტში (http://www.iir.cz) გაიმართა შეხვედრა თემაზე: საქართველო – ერთი წელი აგვისტოს ომიდან, ჩეხების თვალსაზრისი (http://www.iir.cz/events_calendar.asp?idi=86). შეხვედრას უძღვებოდა ინსტიტუტის დირექტორი პეტრ კრატოხვილი. ჩვენი მხრიდან ესწრებოდა ათამდე ქართველი. შეხვედრა, რომელიც ორ საათზე მეტი გაგრძელდა, გადაიზარდა კამათში, თუ ვის მიუძღვის ბრალი რუსეთ-საქართველოს ომში? სულ შეხვედრაზე დაესწრო 53 მონაწილე. მათ შორის ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, დიპლომატები (მაგ. ვენესუელის ელჩიც). შეხვედრის შესახებ გადაიცა ინტერნეტ ტელევიზიის მიერ. იხილეთ: http://webvize.cz/play.php?vid=563. (2:03 წუთიდან იწყება კონფერენციის შესახებ, მთლიანად კი რეპორტაჟი ეძღვნება საქართველოს ოკუპაციას. სიტყვით გამოდის ჩეხი სენატორი იარომირ შტეტინა). ძირითადად კრიტიკა გაისმა რუსების მიმართ…რუსეთის საელჩოს წარმომადგენელმა შუა შეხვედრა უკომენტაროდ დატოვა. დაფიქსირდა ქართველების გენოციდი, ეთნიკური წმენდა რეგიონებიდან და რომ კოსოვოს შედარება აფხაზეთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთთან დაუშვებელია. (იხილეთ ფოტოებში). სტუმრებს საშუალება მიეცათ გაესინჯათ ქართული სამზარეულოც.
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
| ვენესუელის ელჩი. ჩეხი კომუნისტები. |
რუსეთის საელჩოს "კაზიოლები". |
|
• 5 სექტემბერს, ქალაქ უსტი ნად ლაბე (პრაღიდან 140 კილომეტრით დაშორებული ქალაქი) გაიმართა მუსიკალური ფესტივალი ფერადი პლანეტა http://barevnaplaneta.cz/. ტრადიციულად ამ ფესტივალზე წარმოდგენილია სხვადასხვა ქვეყნების მუსიკალური ანსამბლი. ასევე კულტურა, ისტორია, ეროვნული კერძები და ა.შ. ჩვენ სათვისტომოს ჰქონდა თავისი კუთხე, სადაც ქართულ კერძებთან და ღვინოებთან ერთად, მსურველებს ავუხსენით საქართველოს ამჟამინდელ მდგომარეობა. გვერდს ვერ აუვლით რუსეთ-საქართველოს ომს. გავავრცელეთ ბროშურა – მივუთითეთ იმ ინტერნეტ გვერდების მისამართები, სადაც მსურველებს შეუძლიათ საქართველოს შესახებ ობიექტური ინფორმაციის მიღება. ფესტივალს დაესწრო 4 ათასი მაყურებელი. წარმოდგენილი იქნა 25 ქვეყანა, 200-ზე მეტი უცხოელის მიერ შესრულდა 170-ზე მეტი სიმღერა და ცეკვები. ფესტივალზე მონაწილეობისთვის მადლობას ვუხდით აზერბაჯანულ სათვისტომოს აზერ-ჩეხს. ქართული ალკოჰოლური სასმელების მოწოდებისთვის მადლობა შპს გუნას. ამოღებული თანხის ნაწილი მოხმარდება სათვისტომოს მიერ გაწეული ხარჯების ნაწილობრივ დაფარვას.
• 11-12 სექტემბერს ასევე გაიმართა ფესტივალი რეფუფესტი http://www.berkat.cz/sekce.php?id=75, სადაც წარმოდგენილი იქნა სხვადასხვა ეროვნული უმცირესობების კულტურა, ფოლკლორი, კულინარია და სხვა. ფესტივალი დაფინანსებული იქნა ქალაქ პრაღის მერიის მიერ. ჩატარდა ქალაქის ცენტრში, ისტორიული კარლოვის ხიდის გვერდით (კამპას პარკი). ჩვენის მხრიდან შესრულდა ქართული ხალხური სიმღერები: სულიკო, თავადის ქალო, ყარაჩოღელო და სხვა (შეასრულა ბატონმა თამაზ ოშაყაშვილმა). გაიყიდა ქართული ღვინო, კერძები, ასევე საქართველოს შესახებ გავრცელდება საინფორმაციო ბროშურა. ჩვენ კუთხეს ესტუმრა ჩეხეთის ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი კარელ შვარცენბერგი, რომელსაც ბატონმა კობა ლიკლიკაძემ (რადიო თავისუფლება) გააცნო ქართული ღვინოები. (იხილეთ ფოტო).
|
|
11 სექტემბერი. ჩეხეთის საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი და კობა ლიკლიკაძე.
|
|
• 13 სექტემბერს (http://www.kultura.slansko.cz/akce/2009/08/rozneni-uherskeho-martinickeho-byka-2009) ქალაქ ლანი-ში გაიმართა კულინარიის ფესტივალი. ორგანიზატორი იყო ქალაქის მერია. ქართულ მხარეს ტრადიციულად გამოყოფილი აქვს ადგილი. რამდენიმე ტურისტულ ჯგუფებს, მცირე ლექციის სახით გავაცანით საქართველოში არსებული მდგომარეობა. ამ პატარა ქალაქში მდებარეობს ჩეხეთის პრეზიდენტის მეორე რეზიდენცია და პრეზიდენტის ოჯახის წევრები ხშირად მონაწილეობენ ფესტივალში.
• 19-20 სექტემბერს გაშლილი იყო ქართული კარავი ქალაქ პრაღაში, კერძოდ კი ე.წ თეთრი გორაზე. http://art-rkc.com/bilahora/navstevnik.html ისტორიული ბრძოლის (1620 წელი. ამ თარიღს უკავშირდება ევროპაში ე.წ. 30 წლიანი ომის დასაწყისი) აღსანიშნავად შეიკრიბა ათასობით მოქალაქე. ბრძოლების იმპროვიზაციაში მონაწილებდნენ სხვადასხვა სამხედრო ისტორიული კლუბები: უნგრეთიდან, გერმანიიდან, პოლონეთიდან, სლოვაკეთიდან და ჩეხეთის რესპუბლიკიდან. ორი დღის განმავლობაში აქციაზე მოვიდა 22 000 სტუმარი. ქართველებს გვქონდა: ტრადიციული ტანსაცმელი, ალკოჰოლური სასმელი, ქართული წიგნები. განსაკუთრებით აღსანიშნავია მსურველთა ინტერესი ქართული ენის და ისტორიული ძეგლების მიმართ. ჩვენ შეგნებულად გამოვფინეთ საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობის მე-5 ტომი, რადგანაც ეს ტომი ეხება გორის, კასპის, მცხეთის, ქარელის, ხაშურის რაიონების ძეგლთა ძალიან კონკრეტულ აღწერილობას. მიზეზი გასაგებია: არ დაუშვათ რუსების მიერ სამაჩაბლოს რეგიონში კულტურული ძეგლების წარმოშობის დამახინჯება. (სამწუხაროა, რომ ამ შესანიშნავი ტომეულის მხოლოდ ორი ნომერი გვაქვს, იხილეთ სურათები). მადლობას ვუხდით ქართველ სტუდენტს ზურა ლალიაშვილს, რომლის ქართულმა ჩოხამ იმდენად დიდი ყურადღება მიიქცია, რომ დღესაც მიხდება მსურველებზე ფოტო-სურათების გაგაზავნა. ცალკეულმა სამხედრო კლუბებმა ქართული ეროვნული ტანსაცმლის და საბრძოლო იარაღის შეძენის სურვილი გამოთქვეს, მაგრამ შუამდგომლობისთვის საჭიროა საქართველოში ქართველ ხელოსნებთან კონტაქტი. რაც სამწუხაროდ ჩვენ არ გაგვაჩნია. (იხილეთ ფოტოებში).
|
 |
 |
 |
| გერმანელ მუშკეტერებთან. |
ქართულ კარავთან. |
|
19 სექტემბერი. ზურა ლილიაშვილი ჩეხების კლუბის წევრებთან.
|
|
20 სექტემბერს გამოფენილი ქართული ძეგლების მე-5 ტომი.
|
 |
 |
| კასპის რაიონის ძეგლები. |
ეკლესიები. |
|
• 8–23 სექტემბერი – თქვენთვის ცნობილია, რომ ჩეხეთის და სლოვაკეთის მართმადიდებლურმა ეკლესიის ჟურნალ იკონაში (www.ikonapress.info) გამოცემულ ანტი-ქართულ მასალას სათვისტომოს რეაქცია მოყვა. ამ თემის შესახებ უკვე დაიწერა: http://samshoblo.net/news.php. ჩვენ მივმართეთ საქართველოს დიასპორის სამინისტროს, საპატრიარქოს, საგარეო საქმეთა სამინისტროს და უცხოეთში მცხოვრები თანამემამულეებთან ურთიერთობის საპარლამენტო კომიტეტს. ბოლო თვეებში კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა (განსაკუთრებით) დიასპორის სამინისტროსთან და ასევე პარლამენტის შესაბამის კომიტეტთან. თუმცა ზოგადად უნდა ითქვას, რომ დღემდე არც ერთ სახელმწიფო ინსტიტუტთან რაიმე საერთო პროექტი არ გაგვიკეთებია. ამჯერადაც დიასპორის სამინისტრომ ჩვენი წერილის ოფიციალურ გავრცელებაზე რატომღაც უარი თქვა. ჩვენ ეს მიგვაჩნია სახელმწიფოს მხრიდან კონტროლის დაწესების მცდელობა. მაინც ვიმედოვნებთ, რომ ჟურნალ იკონას შესახებ სათანადოდ ვითანამშრომლებთ (7 ოქტომბერს ვხვდებით ჩეხეთის და სლოვაკეთის საპატრიარქოს).
|
 |
 |
| ჟურნალ "იკონას" პირველი გვერდი. |
რუსების ორკესტრი ცხინვალში. |
 |
 |
| რუსი ვაიმეცნიერების რუქები. |
ისევ რუქის სურათი. |
|
2008 აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომის შესახებ ამ წლის ბოლომდე ვაპირებთ კიდევ ერთი პროექტის განხორციელებას. ეს არის ქართული ტელევიზია www.alaniatv.com მიერ გადაღებული დოკუმენტური ფილმი http://samshoblo.net/page.php?13. ეს ფილმი ყველა ქართველმა ნახა, ხოლო უცხოეთში ჯერაც არ გასულა. ფილმის თავისუფლად გაშვების ლიცენზია აგვისტოში მივიღეთ. რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით: თავდაცვის სამინისტროს ანალიტიკურ დეპარტამენტს, დიასპორის სამინისტროს აღმოსავლეთ ევროპის ურთიერთობის სამსახურს და განსაკუთრებით ჩვენ კარგ მეგობარს, ქართული ფორუმის და რე-აქციის წევრს ზაზა მაჭარაშვილს.
სექტემბერში ფილმი გადავეცით ჩეხეთის სახელმწიფო ტელევიზიის (www.ct1.cz) დრამტურგიის რედაქციას. რედაქტორის თქმით (ვაცლავ კვასნიჩკა) დატვირთული განრიგის გამო, ჯერ ვერ მოხერხდა ფილმის ბოლომდე ნახვა და დამტკიცება. ასევე ფილმი სათარგმნია ჩეხურ ენაზეც (რუსულიდან). აქაც ვიპოვეთ გამოსავალი, კერძოდ კი ჩვენმა მეგობრებმა (კერძო სატელევიზიო სტუდიიდან) შემოგვთავაზეს ფილმის ტიტრებით თარგმნა და კერძო ტელევიზიაში გაშვებაც. ისღა დაგვრჩენია, რომ მოვიპოვოთ დაახლოებით 660 ევრო. (თითოეულ ღონისძიებაში იხარჯება თანხა, რომლსაც იხდიან ჩეხეთში მცხოვრები ქართველები. მაგალითად 2008 წელს აგვისტოდან იმავე წლის ბოლომდე ხარჯებმა შეადგინა მიახლოებით 2 330 ევრო. აქ არ შედის ის უამრავი დროც, რომელიც დაიხარჯა თუნდაც დოკუმენტების უფასო თარგმნისას. შესაბამისად არც ერთი ევრო თუ კრონი არ დაიკარგება). თუ ვინმეს ექნება სურვილი ფინანსურად დაგვეხმაროს, მაშინ თანხა გადმორიცხეთ შემდეგ ანგარიშზე: http://samshoblo.net/page.php?11. გთხოვთ თან მიუთითოთ პირადი მონაცემები ან ორგანიზაციის სახელი, რომელიც ნაჩვენები იქნება ნათარგმნი ფილმის შესავალშიც. ვიმედოვნებთ, რომ ფილმის გავრცელებაში ხელს შეგვიწყობს საქართველოს საელჩო სლოვაკეთის რესპუბლიკაში (ჩეხურ და სლოვაკურ ენებში მცირე განხვავებაა), რითაც ფილმს გაეცნობა ორივე ქვეყნის 16 მილიონიანი აუდიტორია.
|
|
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი მობ: + 420 721 647 748 www.samshoblo.net www.fereidani.ge www.qartvelo.net
|
|
P.S. ჩვენი საქმიანობის შესახებ ცნობების გავრცელება დაიწყო კიდევ ერთმა ქართულმა ინტერნეტ გამოცემამ – www.qartvelo.net, რისთვისაც დიდ მადლობას ვუხდით ბატონ ზაზა გაბაიძეს.
|
 |
| ზაზა გაბაიძე |
* * *
საპროტესტო აქცია თანამემამულენო!
|
2009 წლის 6 აგვისტოს 17.00 საათიდან, ქალაქ ბრნოში, რუსეთის გენერალურ საკონსულოსთან გაიმართება საპროტესტო აქცია. ორგანიზატორები არიან ჩეხები. მონაწილეები მოითხოვენ, რომ რუსეთის შეიარაღებულმა ძალებმა დაუყონებლივ დატოვონ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიები. აქციის ორგანიზატორები ასევე მოუწოდებენ ჩეხეთის საზოგადოებას, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს საქართველოში მიმდინარე პროცესებს.
…”ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. ნუ დაგვავიწყდება, რომ ჩვენ ქვეყანაში ოც წელზე მეტი იდგა რუსეთის საოკუპაციო ჯარები. ვუსურვებთ საქართველოს მოსახლეობას, რომ რაც შეიძლება მალე მოიშორონ თავიდან რუსი ოკუპანტები” აღნიშნულია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ წერილში.
გთხოვთ ყველას, ვინც ცხოვრობს ქალაქ ბრნოში (მიმდებარე რეგიონებში) დაესწროთ აქციას. ადგილზე იქნებიან ადგილობრივი პრესის ჟურნალისტებიც.
მისამარათია: Ruský konzulát je na adrese Hlinky 142 b, tj. mezi zastávkami MHD Lipová a Pisárky.
ორგანიზატორები: Ladislav Hanuš a Josef Král
ინფორმაციის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდით ჩეხ სენატორს ბატონ იარომირ შტეტინას.
|
 |
 |
|
ღონისძიება გააშუქა ჩეხეთის ტელევიზიის ბრნოს რედაქციამ და გაზეთმა DENIK.CZ.
ორგანიზებაში მადლობას ვუხდით ჩეხ მეგობრებს ლადისლავ ჰანუშს (Ladislav Hanuš) და ყველა ჩეხს და ქართველს, ვინც მონაწილეობა მიიღო რუსეთის გენერალური საკონსულოს წინ მოწყობილ საპროტესტო აქციაში.
დამატებითი ინფორმაციისთვის გაეცანით www.samshoblo.net
|
|
ინფორმაცია გერმანიის ქართული სათვისტომოს მიერ ორგანიზებული აქციების შესახებ 7-8 აგვისტოსთან დაკავშირებით: http://Satvistomo.net პატივისცემით, ლერი დათაშვილი.
2009 წლის 7 აგვისტო. http://ladislavhanus.blog.respekt.cz/c/97826/Rusove-kdy-zas-prijedou.html საპროტესტო აქცია რუსეთის საკონსულოს წინ ქ. ბრნოში. ლადისლავ ჰანუში (Ladislav Hanuš).
რადიო „თავისუფლება“ – კობა ლიკლიკაძე – 2008 წლის აგვისტოს ომის მოკლე მიმოხილვა (კობა ლიკლიკაძე პირადად იმყოფებოდა აგვისტოს დღეებში კონფლიქტის ზონაში). http://www.rferl.org/video/2718.html
2009 წლის 11 აგვისტოს 16.00 საათზე. ქართული სათვისტომო ”სამშობლო” და ჩეხეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა სამინისტროს საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აწყობენ ერთობლივ ღონისძიებას:
”საქართველო – ერთი წელი აგვისტოს ომიდან, ჩეხების თვალსაზრისი” (http://www.iir.cz/events_calendar.asp?idi=86).
შეხვედრა გაიმართება მრგვალ მაგიდასთან. მონაწილეობას მიიღებენ: ჩეხეთის რესპუბლიკის პოლიტიკური წრეების წარმოამდგენლები. ასევე ჟურნალისტები, პოლიტოლოგები, ჰუმანიტარული ორგანიზაციების თანამშრომლები და აშშ, შვედეთის, ინგლისის, საფრანგეთის, გერმანიის და რუსეთის საელჩოები.
ქართული მხრიდან შეხვედრაზე მონაწილეობენ:
1. ვახტანგ დარჩიაშვილი. იურისტი. ამჟამად იცავს დისერტაციას თემაზე: ”ეთნიკური კონფლიქტები კავკასიაში”.
2. გიორგი ალანია. წარსდგება პროექტით საქართველოში კონფლიტის დარეგულირების შესახებ.
3. კობა ლიკლიკაძე. რადიო თავისუფლების რედაქტორი. სამხედრო ექსპერტი.
4. ჯიმი დაბრუნდაშვილი. ღონისძიების ორგანიზატორი. მოხსენებაში აღნიშნავს ჩეხეთის რესპუბლიკის როლს ევრო კავშირის თავმჯდომარეობის დროს. სამომავლო პერსპექტივებს საქართველოსთან მიმართებაში. ასევე ისაუბრებს ჩეხური ჰუმანიტარული ორგანიზაციების დახმარებაზეც.
|
|
|
ჩეხეთის სენატის საგარეო ურთიერთობის კომიტეტის თავმჯდომარის ირჟი დენსტიბირის მიერ გამოთქმული აზრი ჩეხეთის საგარეო პოლიტიკის შესახებ. საქართველოსთან მიმართებაში ეს პიროვნება ყოველთვის ძალიან კრიტიკულია. მისივე კომიტეტში არის საქართველოს დიდი მეგობარი სენატორი იარომირ შტეტინა, რომელმაც ამა წლის 11 აგვისტოს ვრცლად ისაუბრა საქართველოს შესახებ.
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი ქართული სათვისტომო ”სამშობლო” dadidube.jimi@gmail.com +420 721 647 748 www.samshoblo.net http://www.iir.cz/
|
ძვირფასო თანამემამულენო!
|
2008 წლის 7 აგვისტოს, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების 58 არმიის ძირითადმა ნაწილებმა გადმოლახეს სუვერენული საქართველოს საზღვრები (როკის გვირაბის გავლით). დაიწყო საქართველოს სეპარატისტული რეგიონების აფხაზეთის და სამაჩაბლოს (ე.წ. სამხრეთ ოსეთის) ოკუპაცია.
2008 წლის 28 ივლისიდან სამაჩაბლოს რეგიონში, ოსი კრიმინალების და რუსული სპეციალური დანიშნულების რაზმების მიერ გაძლიერებულმა თავდასხმებმა (მძიმე ქვემეხების გამოყენებითაც), გამოიწვია სოფელ ნულის განადგურება, დაიბომბა მიმდებარე სოფლებიც. თავდასხმის პირველ დღეებში, ქართული პოლიცია და ქართული სამშვიდობო ნაწილები თავდადებით იცავდნენ სამაჩაბლოს მშვიდობიან მოსახლეობას. თუმცა 7 აგვისტოს ცნობილი გახდა, რომ რუსეთის ფედერაცია აშკარა აგრესიაზე გადავიდა და მისი არმიის დანაყოფები ქვეყნის სიღრმეში შემოიჭრა. შესაბამისად საქართველოს ხელისუფლებამ, ქვეყნის სუვერენიტეტის დასაცავად (ქვეყნის კონსტიტუციის და საერთაშორისო სამართლებრივი კანონმდებლობის დაცვით) გამოიყენა საქართველოს შეიარაღებული ძალები. 8 აგვისტოს მთელმა მსოფლიომ შეიტყო ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენები....
ერთი წლის შემდეგ რუსეთის საოკუპაციო ძალებს უკავიათ აფხაზეთის და სამაჩაბლოს რეგიონები. ყველა შეთანხმების მიუხედავად, რუსეთის მთავრობა უარს აცხადებს გაიყვანოს საოკუპაციო ჯარი საქართველოს ტერიტორიიდან. პირიქით, ბოლო დღეებში მომძლავრდა პროვოკაციები, მაგალითად პირობითი საზღვრის გადმოწევის მცდელობა და ა.შ.
მოგიწოდებთ ყველას, ვინ ჩეხეთის რესპუბლიკაში იმყოფებით, რომ მიიღოთ მონაწილეობა 7 აგვისტოს 17.00 საათზე გამართულ აქციაზე, რომელიც გაიმართება ”პალაცკის მოედანზე” (მეტროს გაჩერება ”კარლოვო ნამესტი”). გავიხსენოთ ტრაგიკული მოვლენების წლისთავი.
გთხოვთ თან მოიტანოთ: საქართველოს დროშები, სანთელები (დაღუპულთა სულის მოსახსენიებლად), პლაკატები (მაგ: ”STOP RUSSIA”). აქციას გააშუქებს ჩეხეთის ტელე და რადიო მაუწყებლობა.
P.S. ასევე მინდა დავამატო, რომ 8 აგვისტო ანუ 08.08.08 არის რუსების მიერ შეთითხნილი ინფორმაცია და მიზნად ისახავს დაამახინჯოს ომის დაწყების რეალური თარიღი.
|
Vážení
|
7 srpna roku 2008, hranici nezávislí Gruzie přejela kolona ruských jednotek (hlavně síly 58 armády) která se připojily ke svým jednotkám v tzv. Jižní Osetií, (region Šida Qartli), které od 28 července neustale utočily na gruzínské vesnice kolem města Cchinvali.
Od 28 července, Gruzínská policie a část gruzínského kontingentu mírotvorných sil se snažily vyhnout přímém střetu s osetinským milicemi a jednotkami ruských tajných služeb, které použitím těžkého dělostřelectva zničily vesnici Nuli a poničili desítky domů ve vesnicích převážně osídleními gruzinským obyvatelstvem. Byly zraněny nebo zabity do desítky občanů Gruzie. Smíšený mírotvorných kontingent, který podle mezinárodních dohod byl pod správou Ruské vlády, se nesnažil zastavit ozbrojené útoky, ba naopak jeho ignorace probíhajících událostí a podpora osetinských kriminálníků vedla další eskalaci. 7 srpna Gruzínska vláda (a později i mezinárodní pozorovatele), zjistili že velká kolona ruských tanků přejela přes Rokský tunel (spojuje Ruskou federaci s Gruzií, leží pod hřebenem střední častí Velkéko kavkazu. Nachází se pod kontrolou osetinských milici a Ruska ) a dala se na pohyb do vnitrozemí Gruzie. Gruzínska vláda pro zachování suverenity země a ochranu svých občanů, byla donucena použít ozbrojené síly proti agresorovi.
Začala nová etapa okupaci Gruzínského uzemí ze strany Ruské federace, která započala koncem osmdesátých let minulého století. V Posledních dvaceti letech ruská vláda vyjadřuje podporu separatistickým regionům Abkhazie a tzv. Jižní Osetie. Což přimělo desítky tisíc občanů opustit své domovy. Podněcování nenávistí a podpora polovojenských milici v těchto regionech rozpoutalo násilí, které zatím nemá konce. Cílem ruského revanšizmu je nedopustiti vznik demokracie post sovětských republikách a zabránit tranzitu nerostných surovin přes území jižního Kavkazu do Evropy. Oba tyto faktory podle Kremelských představitelů mohou ohrozit existenci Ruska a nejvíce osobní finanční zájmy ruské byrokracie a silových struktur.
Rok po otevřené okupaci, ruská vláda nadále snaží zachovat napjatou situaci v dočasných hranicích mezi Abkházie a ostatní Gruzií. Takzvaná Jižní osetinské vláda se neustále snaží provokovat Gruzinskou vládu a často přepadává gruzínské vesnice a policii poblíž dočasné hranice (od srpnových událostí bylo zabito 11 policistů ). Poslední dny ruské jednotky podnikly několik kroků které mohou vést k další eskalaci konfliktu. Například tento týden se snažili posunout své hlídky do dalších gruzinských vesnic a budovat tzv. checkpointi. Současně osetinská milice téměř každou noc útočí na gruzínské obyvatelstvo. Tyto fakty jsou zaregistrované i evropskými pozorovateli, kteří působí v regionu od srpna 2008 roku.
7 srpna, pátek v 17.00 Vás zveme na akci. Které se bude konat na Palackém náměstí. Účastnící budou požadovat dodržování všech dosud dohodnutých mezinárodních smluv, včetně stažení ruské armády z uzemí nezávislí Gruzie. Účastnící budou požadovat stažení všech okupačních sil z uzemí Gruzie, návrat všech uprchlíků do vlastního domova a účast mezinárodních mírotvorných sil pro deeskalace konfliktu.
|
|
Jimi Dabrundashvili Gruzínska Komunita „Samshoblo“ Email:dadidube.jimi@gmail.com Tel: 721 647 748 |
* * *
|
გამარჯობათ ძვირფასო ქართველებო! 2008 წლის ოქტომბერში დაიწყო პროექტი, რომელიც ითვალისწინებდა სამედიცინო ცენტრის გახსნას ლტოლვილთა სოფელში, სოფელ წეროვანთან ახლოს.
გთხოვთ, იხილოთ ფოტო-მასალა და მადლობის წერილი ყველას, ვინც დაგვეხმარა. მოკითხვით ჯიმი დაბრუნდაშვილი.
Vážení přátelé, Organizace Hand for Help dokončuje projekt, který byl určen na pomoc lidem postiženým v rusko-gruzinské válce v srpnu 2008. Ve Vesnici Tserovani, asi 40 km od gruzinského hl.m. Tbilisi Gruzinská vláda postavila provizorní bydlení pro utečence z Samačablo (tzv. Jižní Osetie). Tito lidé postrádali zdravotní péči a veškeré sociální služby. Proto Hand for Help zajistila grant od MZV a těchto peněz postavila mobilní zdravotnické zařízení (více na fotkách). Malou částku v tomto projektu přispěla i Gruzinská komunita a pomohla organizovat přípravu grantu a spojení mezi gruzinskými úřady a českými partnery.
Jelikož tento velice dobrý projekt není oficiálně dokončen, bude závěrečná část prezentace a ostatní materiál k dispozici společně s Hand for help. Tentokrát posíláme foto materiál z Gruzie.
S pozdravem Bc.Jimi Dabrundashvili 721 647 748
მოგესალმებით ყველას!
აგვისტოს ომის საშინელ დროს, როდესაც ლტოლვილად იქცა რამოდენიმე ათასი საქართველოს მოქალაქე, მაშინ ჩვენ და ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა გადავწყვიტეთ წამოგვეწყო რაიმე პროექტი, რომლითაც ამ გაჭირვებულ ხალხს დავეხმარებოდით. ერთ-ერთი ასეთი წამოწყებაა ე.წ. მობილური კლინიკის ”Hand for Help” (www.hendforhelp.cz) მონტაჟი სამაჩაბლოს რეგიონში (ამჟამად უკვე სოფელ წეროვანში). ეს პროექტი შედგა სათვისტომოს, ”ჰენდ ფორ ჰელპ”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობის და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ერთობლივი მუშაობით.
ამ კვირაში ფოსტით მივიღე ოფიციალური წერილი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროსგან. სამინისტრო მადლობას გვიხდის გაწეულ სამუშაოზე. მობილური კლინიკა უკვე მზადაა და ფუნქციონირებს, მაგრამ ამ საქმის გაგრძელება კიდევ იქნება.
|
 |
 |
|
ამ წერილით მინდა უღრმესი მადლობა მოვუხადო პირადად ყველას ვინც გვერდში ამომიდგა: საქართველოს მწვანეთა მოძრაობის აღმასრულებელ მდივანს ქალბატონ რუსუდან სიმონიძეს, რომელმაც ურთიერთობა დაამყარა ჩვენსა (”ჩეხურ მხარეს”) და ჯანდაცვის სამინისტროს შორის. დროული კორესპონდენციით ყველა მოთხოვნები დროულად გადასცა, მოაწყო შეხვედრა. მადლობას ვუხდი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს და მინისტრის მოადგილეს ბატონ ზურა უტიაშვილს, რომელმაც მიღებული კლინიკის ეფექტური ფუნქციონირებისათვის, თავი მოუყარა მათ ხელთ არსებულ ყველა რესურსებს, მოგვაწოდა დოკუმენტაცია ჩეხური მხარის პირობების დასაკმაყოფილებლად, რამაც ხელი შეუწყო პროექტის მოცემულ ვადებში დამთავრებას. მადლობას ვუხდი ბატონ გიორგი ალანიას, მან შექმნა ჩვენი სათვისტომოს ვებ-გვერდი. ეს ვებ გვერდი თამაშობს დიდ როლს ჩეხეთის საზოგადოებაში საქართველოს გასაცნობად (www.samshoblo.net). მადლობას ვუხდი ქალბატონ ბლანკა ხორვატოვას, რომელთანაც ერთად შევადგინე საგრანტო პროექტი. ასევე დიდი მადლობა ბატონ კარელ დოლანსკის დაუღალავი მუშაობისთვის (პროეტის დირექტორს).
მობილური კლინიკა შედგება საოპერაციო დარბაზისგან და პაციენტების შენობისგან. გრანტის საფასურია ათი ათასობით ევრო (დაწვრილებითი ანგარიში გამოქვეყნდება ამა წლის მარტში) და ამას დაემატა სათვისტომოს სახელით აგროვებული თანხაც, დაახლოვებით ორი ათასი ლარის ექვივალენტი. რისთვისაც დიდი მადლობა – რადიო თავისუფლების პრაღის მთელ ქართულ რედაქციას, ბატონ გიორგი ალანიას, ზურა ლალიაშვილს, პეტრა ლედვინკოვას, სერგო ახვლედიანს და კიდევ ორ ანონიმურ მოქალაქეს (http://samshoblo.net/page.php?6) (რა თქმა უნდა მეც). არსებული თანხის დახარჯვის ფაქტურა მალე გამოქვეყნდება. შეიძლება ეს თანხა მავანს არასაკმარისად მოეჩვენოს, მაგრამ მაგალითად თუ შევადარებთ აქ მცხოვრები ჩეჩნების, ინგუშების, აზერბაიჯანელების, სომხების აქტიურობას, მაშინ უნდა ითქვას, რომ ქართველებს ერთმანეთის სოლიდარობა არ გვაკლია. ასევე უნდა ვიცოდეთ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკის მთავრობა არის დონორთა კონფერენციის ორგანიზატორი. მათი (კერძოდ კი ბატონ ალექსანდრე ვონდრას) ინიციატივით ჩვენი ქვეყნის დასახმარებლად მსოფლიოში აგროვდა 4 მილიარდ ნახევარზე მეტი დოლარი. ამ თანხების დიდი ნაწილი წავა სხვადასხვა სოციალურ-ეკონომიკური პროექტების განსახორციელებლად.
|
|
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი ქართული სათვისტომო ”სამშობლო” in The Czech Republic dadidube.jimi@gmail.com +420 721 647 748
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
გამარჯობათ ყველას,
მინდა წინა წერილში კიდევ ერთი სიზუსტე შევიტანო. ზოგიერთ ჩვენს წევრს გაუჩნდა კითხვები კლინიკის დაფინანსებაზე სათვისტომოს მხრიდან. სია, სადაც ვახსენე ქართველების და ჩეხების შემონაწირი არის თითქმის ზუსტი. საქმე იმაშია, რომ ჩვენ კლინიკის აღჭურვილობის თანხა უნდა გადაგვერიცხა ჯერ კიდევ ნოემბრის დასაწყისში, მაგრამ საჭირო თანხის აგროვება საჭირო ტემპით არ მიმდინარეობდა. 14 ნოემბერს ჩაირიცხა რადიო თავისუფლების მხრიდან თანხა, რომლითაც შეივსო სასურველი რაოდენობა. თუმცა გადავრიცხეთ ათი დღის შემდეგ (იმის იმედით, რომ იმ დღეებში კიდევ მოიმატებდა). ჩვენს მიერ თანხის გადარიცხვა მოხდა 24 ნოემბერს. მას შემდეგ შემოვიდა კიდევ რამოდენიმე ათასი კრონი მაგრამ გადარიცხვა აღარ მოხდა (ხელშეკრულების გამო). თუმცა დარჩენილი თანხა დაიხარჯა არა ნაკლებად ეროვნულ საქმეზე. კერძოდ კი ბატონი გიორგი ალანიას ინციატივით ვიყიდეთ საახალწლო ნობათი, აგვისტოს ომში დაღუპული მეომრების ობლებისათვის. ნახეთ: http://www.samshoblo.net/memoriali/. ეს ინიციატივა ჯერ არ არის დამთავრებული (ამიტომაც არ გვინდოდა დაგვეწერა). იქნება მისი გაგრძელება. ამ წამოწყებას აქვს დიდი გამოხმაურება, მათ შორის სხვადასხვა ქართულ ინტერნეტ ფორუმებზეც. ყველა ეს ღონისძიება დაფიქსირებულია სათვისტომოს ვებ-გვერდზე და ყველაფერი კეთდება სათვისტომოს სახელით.
ბოლოს, ბოდიში მინდა მოვუხადო ბატონ პაატა ბოკერიას, რომელიც გამომრჩა კლინიკის დონორთა სიაში (გაუგებარი ინიციალების გამო). ასევე მოვუწოდებ ყველას ვინც ფიქრობს, რომ მისი მონაცემები უნდა იყოს ვებ-გვერდზე, მიანიშნონ თანხის გადმორიცხვის დროს. რადგანაც ბანკი უარს ამბობს პირადი მონაცემების ჩვენებაზე და მეორეც, ჩვენ დასტურის გარეშე არ გამოვაქვეყნებთ. არასამთავრობო ორგანიზაციის ანაგრიშის შენახვა თვეში ღირს დაახლოვებით ორას კრონამდე, ასე რომ ანგარიშს შენახვაც უნდა. მადლობთ ყველას თანამშრომლობისთვის და გთხოვთ მოგვწეროთ, თუ რაიმე დამატებით გაინტერესებთ.
|
|
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი
|
დავეხმაროთ და მონაწილეობა მივიღოთ!
|
ამა წლის 1 სექტემბერს ბრიუსელში შედგება ევროკავშირის საგანგებო სამიტი საქართველოს ანექსიის საკითხის განსახილველად, ამასთან დაკავშირებით 15:00 საათზე გაიმართება აუცილებელი მანიფესტაცია - რათა მოუწოდოთ ერთხმად ევროპას ქმედითი ღონისძიებისაკენ რუსეთთან მიმართებაში!!!.
აქცია გაიმართება ბელგიაში, ქალაქ ბრიუსელში, ევროკომისიის მიმდებარე სჩუმანის მოედანზე (Place Schuman, 1040 Brussel, BE)!!. მოგიწოდებთ შეუერთდეთ აღნიშნულ აუცილებელ მანიფესტაციას და გაავრცელოთ ინფორმაცია შეძლებისდაგვარად.
მომსვლელებმა შევეცადოთ ხალხის სრული მობილიზაცია. ჩვენი ერთიანი ძალისხმევა და თანადგომა ძალზედ მნიშვნელოვანია დღეს ჩვენი სამშობლოსათვის.
Met name van Actiecomité /დიდი პატივისცემით აქციის კომიტეტის სახელით მარეხი ტოგონიძე
Marechi Togonidze Voorzitter / Chairman Stg. Georgië /Georgische Diaspora
Georgia Foundation /Georgian Diaspora +31.623996670 / www.geo-diaspora.nl +31.847147160
|
ფოტო-რეპორტაჟი
|
ჯიმი დაბრუნდაშვილი – ჩეხეთი – სათვისტომოს თავმჯდომარე
|
ძვირფასო ქართველებო!
|
ყველას მოგესალმებით და გიგზავნით ჩვენი დემონსტრაციების სურათების გალერეას, რომელიც ბევრი თქვენთაგანისათვის ძნელი მოსაძებნი გახდა. დღემდე ჩვენ ჩავატარეთ 5 დემონსტრაცია ქალაქ პრაღაში და ბრნოში.
www.samshoblo.net/e107_plugins/my_gallery/my_gallery.php?gallery=Gallery/Valka-Gruzie/Demonstrace&page=1
|
განსაკუთრებით დიდი მადლობა უნდა გადავუხადო ყველა ჩეხს, უკრაინელს, ბელარუსს, პოლონელს, სლოვაკებს, რომ გვერდში დაგვიდგნენ ამ გაჭირვების ჟამს.
შემდეგი აქცია ”ცოცხალი ჯაჭვი” ეწყობა ხვალ, 1 სექტემბერს. დამატებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით მარიკა სოსელიას ტელ.: 773 251 313 ან ჯიმი დაბრუნდაშვილს 724 551 786.
p.s. ამ აქციის ორგანიზება ამ წუთას დავიწყეთ და გთხოვთ მოგვეხმაროთ ინფორმაციის გავრცელებაში.
|
ქართველებო!
|
გამარჯობათ ყველას, მოკლედ მოგაწვდით აქტუალურ ინფორმაციებს იმის შესახებ, თუ რა ხდება საქართველოს თემაზე:
1. ჩემდა მოულოდნელად გავიგე, რომ ვიღაც სომეხი გვარად Garik Avanesian და ასევე ვიღაც ჩეხები აწყობენ გამოფენას თემაზე "Gruzinské snění" ანუ ”ქართული ოცნება” http://www.roztoky.cz/userfiles/file/culture_items/gruzie_pozvanka.jpg
გამოფენა გაიხსნა გუშინ, 22 ოქტომბერს და გასტანს 30 ოქტომბრამდე, ეს პირველი ეტაპი.
მეორე, გაგრძელება იქნება 1.11-დან და ემატება ვერნისაჟი. ამ ორ თარიღს შორის რა განსხვავებაა თემების მიხედვით ჯერ არ ვიცი, გავარკვევ (თქვენც გაარკვიეთ). ძირითადად იქნება ფოტო-გალერეა საქართველოზე (წლევანდელი სურათები). რადგანაც ყველამ კარგად ვიცით თუ რა ”ობიექტურობით” აშუქებენ საიტები საქართველოს მოვლენებს, გირჩევთ არ დაიზაროთ და მიხვიდეთ, ან დამიკავშირდეთ ე-მაილით (ტელეფონით) და ერთად წავიდეთ ვისაც გინდათ. დანარჩენს თქვენ მიხვდებით... იმედი მაქვს, ჩეხების მონაწილეობა ამ გამოფენაში ცუდი არ უნდა იყოს...??? მისამართია: add: GALERIE Hotelu Academic Tyršovo náměstí 2222
2. სლოვაკეთში არსებობს ქართველთა და სლოვაკთა საზოგადოება: http://www.slovensko-gruzinsko-sakartvelo.eu/
ასევე ნახეთ მათი სტატია, რომელიც აკრიტიკებს რუსების ბინძურ ანტი-ქართულ პროპაგანდას. ამ სტატიაზე პასუხი სენატორმა ჟარომირ სტეტინამაც გასცა: http://www.jaromirstetina.cz/aktuality/rijen-2008/korespondence-senatora-stetiny-se-slovak-georgian-society.html
დასაფასებელია ამ ხალხის ყურადღება და დროული რეაქცია (კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი).
3. 29 ნოემბერს (add: waldorska škola v jinonicich) შაბათს, გაიმართება საქველმოქმედო შეხვედრა, რომლის მიზანია დავეხმაროთ სიღნაღის გონებადაქვეითებულ ბავშვთა სახლს. ორგანიზატორია ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელიც ჩვენ დაგვიკავშირდა და გვთხოვა რამდენიმე ქართული ხალხური სიმღერა შეგვესრულებინა ამ ღონისძიების დროს. ასე რომ ჩვენი ქართული ხალხური ანსამბლი ”სამშობლო” (რომელსაც უკვე ორი რეპეტიცია ჰქონდა, მადლობა ბატონ თამაზის) შეასრულებს: ”შავლეგოს”, ”წინწყაროს”, ”მრავალჟამიერს” და კიდევ სხვა სიმღერებს. თუ ვინმეს სიმღერა გეხერხებათ, შემოგვიერთდით!
მოკითხვით ჯიმი დაბრუნდაშვილი mob: 724 551 786; www.samshoblo.net
|
ვეხმარებით საქართველოს!
|
ბატონებო და ქალბატონებო,
მადლობას ვუხდი ყველას ვინც გამოიჩინა გულისხმიერება (ჩემი ბოლო წერილის შემდეგ), კერძოდ კი რადიო თავისუფლების ქართულ რედაქციას. ამჟამად თანხა ავიდა 21 097 კრონამდე. 27 ნოემბერს გადის ორი სატვირთო ავტომანქანა, დატვირთული მობილური კლინიკით და სხვა მასალით. ჩეხი კოორდინატორები მიფრინავენ 2 დეკემბერს. ასე რომ გთხოვთ ყველას, ვისაც გადაწყვეტილი აქვს თანხის გადმორიცხვა, იჩქაროთ. ანგარიში ნახეთ http://www.samshoblo.net/page.php?11
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი.
ასევე: 27.11. 2008-დან ჩეხეთის კინოთეატრებში გადის ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის ფილმი, სატირა "Podzimní zahrady". დამატებითი იმფორმაცია ნახეთ www.acfk.cz სურათების გამოფენა, შესანიშნავი აქცია, რომელიც ჩეხებმა და სომხებმა მოაწყვეს. ნახეთ http://www.veronikasouralova.cz/academic-vystavy/aktualni-vystava-21-10-10-12-2008.htm
28 ნოემბერს 9.00 საათზე ტარდება კონფერენცია "უნდა გვეშინოდეს თუ არა რუსეთის"?. ორგანიზატორია "სამოქალაქო ინსტიტუტი". მონაწილეობას იღებენ Mr. John O´Sullivan, former advisor to Margareth Tchatcher and Mr. Tomas Pojar, Deputy Minister of Foreign Affairs, will be among the speakers. The conference will be held in English. მისამართი: Cerninsky Palace in Prague. ვინც ინგლისური იცით და რაც მთავარია გაქვთ რაიმე სათქმელი შემატყობინეთ, რადგანაც მე მათ უნდა წინასწარ შევატყობინო .
ადამიანის უფლებებს მიძღვნილი კვირეული, გაიმართება ქალაქ ბრნოში. აქციას აფინანსებს ქალაქ ბრნოს მერია. საქართველოზე მიძღვნილი შეხვედრა გაიმართება 9 დეკემბერს 19.30. სავარაუდოდ, რამდენადაც კარგად ვიცნობ ორგანიზატორებს, მოსალოდნელია ანტი-ქართული განწყობილება, განსაკუთრებით ყურადღება დაეთმობა ქართული ჯარის ე.წ "აგრესიას" ჩეხური იარაღის გამოყენებით.... სხვა თემებიც.
ნახეთ: 19:30 Válka na jižním Kavkazu, centrum Celsuz, tř. Kpt. Jaroše 9. O současném dění v oblasti jižního Kavkazu, o srpnové válce v Gruzii, o problematice regionů Abcházie či jižní Osetie, o vývozech zbraní na Kavkaz a o mezinárodních souvislostech budou besedovat: Jimi Dabrundashvili představitel gruzínské komunity „Samshoblo" v ČR a Karel Dolejší, nezávislý zbraňový expert.
ბოლოს: სამწუხაროა, რომ დროის უქონლობის გამო ვერ ვახერხებთ სხვა მნიშვნელოვანი ღონისძიებებზე მონაწილეობას, განსაკუთრებით სავალალოდ გამოიყურება ჩვენი პოზიციების დაფიქსირება ჩეხეთის მას-მედიაში. ახლოვდება ჩეხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობა ევროკავშირში. ათეულობით მილიონი კრონი მიდის საქართველოს დასახმარებლად, თუმცა არც ერთი ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოში ამ დახმარების მიღების პროცესს არ იცნობს....და ა.შ.
|
ღმერთმა გვაცოცხლოს საქართველოს დასაცავად ან თან წაგვიყვანოს მისი გულისათვის!
ჯიმი დაბრუნდაშვილი – ჩეხეთი – სათვისტომოს თავმჯდომარე
* * *
|
29 ნოემბერს ქალაქ პრაღაში მოეწყო საქველმოქმედო აქცია. აქციის მიზანი იყო შეგვეგროვებინა ფინანსური დახმარება ყვარელის მზრუნველობა მოკლებულ ბავშვების (და მოზარდების) სახლის დასახმარებლად. "კედელი" ასე ქვია ამ სახლს და მასში ცხოვრობენ ძირითადად გონება დაქვეითებული ადამიანები. აქციის ორგანიზატორები არია ჩეხური ორგანიზაცია Atelier TILIA და ჩვენი სათვისტომო "სამშობლო" www.samshoblo.net.
ჩვენი ჩეხი მეგობრები იმყოფებოდნენ საქართველოში და თავისი პროფესიიდან გამომდინარე ეხმარებოდნენ ბავშვებს ხელობის სწავლაში www.atelier-tilia.cz. მათ თავიანთ პროექტს დაარქვეს ქართული სახელი "ჩვენი საქმე".
საქველმოქმედო აქციასთან დაკავშირებით შევქმენით ჩეხურ-ქართული ანსამბლი და აქციის მსვლელობის დროს ვიმღერეთ ქართული ხალხური სიმღერები. ადგილს სადაც ჩვენ გამოვედით ჰქვია "ვალდორსკა" სკოლა, რომელიც ცნობილია საგნების სწავლების ალტერნატიული მეთოდებით. მომსვლელებს საშუალება ჰქონდათ ასევე გაესინჯათ ქართული კერძები, რომელიც დაამზადა ქალბატონმა აზამ, რისთვისაც დიდი მადლობა მას! ასევე დიდი მადლობა ქართველ სტუდენტებს იას და ქეთის, რომლებმაც ბატონ თამაზისთან ერთად ჩონგურზე შეასრულეს რამდენიმე სიმღერა. ბოლოს დიდ მადლობა ბატონ თამაზის – სიმღერის მასწავლებელს, მასთან ერთად სამომავლოდ კიდევ ვაპირებთ რამდენიმე აქციის მოწყობას.
|
 |
|
 |
 |
|
 |
|
9 დეკემბერს ქალაქ ბრნოში გაიმართა შეხვედრა საქართველოს სამხედრო შეიარაღების შესახებ.
ამ კვირას, ქალაქ ბრნოში გამოცხადდა ადამიანების უფლებების დაცვის კვირეული. მრავალ თემებს შორის, რომელიც წესისამებრ საზოგადოების დიდი ინტერესს იწვევს, არის საქართველოც – სამხრეთ კავკასიაში განვითარებული მოვლენები. 9 დეკემბერს ორგანიზაცია "ხარიტასის" შენობის საკონფერენციო დარბაზში გაიმართა შეხვედრა თემაზე "ომი სამხრეთ კავკასიაში....იარაღის ექსპორტი კავკასიის რეგიონში" (Válka na Jžním kavkazu…..vývoz zbraně na kavkaze). ორგანიზატორია არასამთვრობო ორგანიზაცია "Nesehnuti". მათი ძირითადი მოღავწეობის სფეროა ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკები, ადამიანის უფლებების დაცვა, ეკოლოგია და ა.შ. ზოგიერთი ამის გამო დეპორტირებულებიც კი იყვნენ მაგალითად ბელარუსიიდან, ყაზახეთიდან. ძალიან კარგად იცნობენ სეპარატისტულ რეჟიმებს, მოვლილი აქვთ ეს რეგიონები. ჩეხეთის რესპუბლიკაში ასევე არიან მეტად აქტიურები, მათთან ერთად შევძელი მომეგო სასამართლო ორი წლის წინ (ნახეთ: http://lenta.ru/news/2007/03/08/free/, http://ihned.cz/3-20645390-Gruzie-000000_d-c7).
შეხვედრაზე სადისკუსიოდ მოწვული იქნა ბატონი კარელ დ. რომელიც არის იარაღის ექსპერტი (ფართო გაგებით), აქვს უამრავი ნაშრომი, მუშაობს ინტერნეტ გამოცემის რედაქციაში, კითხულობს ლექციებს, მონაწილეობს სხვადასხვა ღონისძიებებზე, მაგალითად ერთი წლის წინ მისი ინიციატივით შეჩერებული იქნა ჩეხურ-რუსული ხელით გადასატანი ჰაერსააწინააღმდეგო დანადგარების გაყიდვა.
ქართულ მხარეს წარმოვადგენდი მე, ჯიმი დაბრუნდაშვილი. ძირითადი დისკუსია იყო საქართველოს მიერ ომის "დაწყება" და ჩეხური იარაღის ექსპორტი, სამომავლო მდგომარეობა ქართველებსა და აფხაზ-ოს-რუსებს შორის. ქართული ჯარის პერსპექტივა. სამწუხაროდ ბევრი მონაცემები ამ ხალხს რუსული წყაროებიდან აქვთ, რაც ართულებს ქართული ინტერესების დაცვას. იხილეთ გადაღებული სურათები. ალბათ ყველაზე მეტად დაგაინტერესებთ "დამოუკიდებელი" აფხაზეთის თუ დიდი სომხეთის რუქები. ღვინოები – "ყარაბახი" და "ბაქო-ჯეიხანი".
|
|
პირველ ფოტოზე – ჯიმი დაბრუნდაშვილი, ჩეხეთის ქართული სათვისტომოს თავმჯდომარე, მეორე ფოტოზე მისგან მარცხნივ – მილან შტეფანეცი, კონფლიქტების სპეციალისტი და კარელ დოლეში – იარაღის სპეციალისტი.
|
* * *
|
მეგობრებო, ჩვენი ჩეხი მეგობრები ეხმარებიან საქართველოს.
ბატონი იან (ჰონზა) ჩერნიკი, უკვე 5 წელია რაც საქართველოს რეგიონებში ანხორციელებს ღარიბ გლეხებზე დახმარების პროექტებს. ის თავის საქმეს მშვიდად და პროფესიონალურად აკეთებს, მაგრამ წელიწადში ერთხელ მაინც ჭირდება თავისი ნაშრომის პრეზენტაცია ჩეხეთის საზოგადოებაში, რომ შემდეგი წლისათვის ისევ მოიპოვოს ფინანსები.... მას ძირითადად სახელმწიფო პროექტებიდან მისდის თანხები და სულაც არ არის ადვილი "თავის გატანა"...
შეიძლება ზოგიერთ თქვენგანს გახსოვთ მისი "წლიური ანგარიში" – ფოტო გამოფენა 2006 წელს, კლუბ "როქსში". იმ შეხვედრაზე მოწვეული იყო ჩვენი მაშინდელი ელჩი, რომელმაც საყვედურებით აავსო ორგანიზატორი და შემდეგ შეხვედრაც დატოვა. საბედნიეროდ იმ მყოფი სახელმწიფო ინსტიტუტების (შსს და საგარეო საქმეთა სამინისტრო) – დონორებზე გავლენა არ იქონია და ჰონზას დაფინანსება ისევ გაუგრძელეს...
გთხოვთ მობრძანდეთ ამ შეხვედრაზე და დაუფასოთ ამ ადამიანს მისი ნაშრომი, ისევ ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ...
|
* * *
ვეხმარებით საქართველოს – GEORGIA AID
|
სოფელ წეროვანიდან მიღებული ფოტო-სურათები. კლინიკა მუშაობს ჩვეულებრივი ტემპით.
Několik fotografií z činnosti nemocnice v posledních dnech. Mirek - Mirian Dolanský.
 |
 |
გიწვევთ ქართულ საღამოზე!
|
მოგესალმებით ყველას, 27 თებერვალს ქალაქ Trutnov-ში, 18.00 საათზე გაიმართება ქართული საღამო – GRUZIE: მისამართი: Úpická 146.
წარმოდგენილი იქნება:
1. საქართველოს ისტორიის მოკლე მიმოხილვა, ფოტო-სურათების პრეზენტაციით;
2. ქართული ლიტერატურა;
3. რუსეთის აგრესია, აფხაზეთის და სამაჩაბლოს ოკუპაცია. ფოტო-სურათების გამოფენა;
4. ქართული სიმღერები, ქართულ-ჩეხური ანსამბლის შესრულებით;
5. დისკუსია თემაზე – თავისუფლება.
აქციის ორგანიზატორები: ჯიმი დაბრუნდაშვილი და Tomaš Karel (Trutnov) + 420 721 647 748; skype: jimidadatuna www.samshoblo.net
|
* * *
|
მხარი დავუჭიროთ ჩეხური პრო-ქართული ორგანიზაციების აქციას!
ძვირფასო ქართველებო! ჩვენმა ჩეხმა მეგობრებმა მიგვიწვიეს ღონისძიებაზე, რომელიც ეხება აშშ რადარის განთავსებას ჩეხეთის რესპუბლიკაში და NATO-ს გაძლიერება-გაფართოვებას აღმოსავლეთისაკენ. ორგანიზატორებმა მთხოვეს ამ შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლა. ამიტომ გთხოვთ, ვისაც დრო გექნებათ, მოდით ქართული დროშებით (ეს მათი თხოვნაც არის) და ჩვენი პოზიცია დავაფიქსიროთ.
განსაკუთრებით ეს ჩვენს აქტიურ ბირთვს ანუ სტუდენტებს, სპორტსმენებს და ყოფილ სტუდენტებს ეხებათ (იმედია ვეტერანებს შეხსენება არ დასჭირდებათ).
მისამართი: add: středu 18.2. v 18 hodin na Hradčanském náměstí v Praze.
|
* * *
|
ძვირფასო ქართველებო! გილოცავთ ახალ, 2009 წელს და გისურვებთ თქვენს ოჯახებთან და ახლობელ ხალხთან ერთად ჯანმრთელობას და კეთილდღეობას. გისურვებთ, რომ საქართველოს მტერი მალე დამარცხებულიყოს და ისევ გაერთიანებული ვყოფილიყავით. ჩეხეთის რესპუბლიკის თავმჯდომარეობა ამა წლის პირველ ნახევარში საშუალებას გვაძლევს კიდევ უფრო მეტი ყურადღება მივიქციოთ საქართველოს პრობლემების მოსაგვარებლად – არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ უნდა იდგეს ჩვენს მიწაზე (ფოტოზე – რუსული სამხედრო ბაზა 693 პოლკი, ცხინვალთან ახლოს). კიდევ ერთხელ გილოცავთ ყველას ახალ, 2009 წელს და დაესწარით მრავალს! პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი. ჩეხეთი. პრაღა.
|
 |
|
 |
 |
|
 |
 |
|
 |
 |
|
 |
|
ვეხმარებით საქართველოს!
ძვირფასო თანამემამულენო, ორგანიზაცია Hand for help ატარებს ვებ-გვერდის ახალი ვერსიის შექმნას. ჩვენ სამომავლოდაც ვითანამშრომლებთ ამ ორგანიზაციასთან საქართველოში ომით დაზარალებული მოსახლეობის დასახმარებლად.
გთხოვთ, შემოხვიდეთ ამ გვერდზე (რომელიც ჯერ კიდევ დაუმთავრებელია) და მადლობა მოუხადოთ ჩვენს ჩეხ მეგობრებს. მათი უანგარო დახმარებით შეიქმნა კლინიკა სოფელ წეროვანში და უკვე ასობით ლტოლვილმა მიიღო სამედიცინო დახმარება. პატივისცემით ჯიმი დაბრუნდაშვილი და Jaromír Dolanský +420 721 647 748
Vážení přátelé, v průběhu tohoto týdne spouštíme nové webová stránky o naší aktuální aktivitě v Gruzii. I když zatím běží ve zkušebním provozu, potěší nás, pokud je navštívíte. www.helpgruzie.cz Stránky www.handforhelp.cz prochází generální přestavbou a budou dokončeny v průběhu března. S přáním hezkého dne Jaromír Dolanský Hand for Help Liberec
|
მოგესალმებით!
|
27 თებერვალს 18.00-ზე, ქალაქ ტრუტნოვში (პრაღიდან დაშორებულია 185 კმ-ით). გაიმართა ქართული საღამო. შეხვედრის თემები იყო: საქართველოს ისტორია, ხუროთმოძღვრების ძეგლები და 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომი. თემებს თან ერთვოდა ფოტო მასალაც. სტუმრებს ასევე საშულება მიეცათ გაესინჯათ ქართული კერძები, ღვინო და კონიაკი (ასევე იყო გაყიდვაშიც, რაც ბუნებრივია ხელს უწყობს ქართული სასმელების პოპულარიზაციას). ქართულ-ჩეხური სიმღერის ანსამბლმა შესრულა ქართული ხალხური სიმღერები.
|
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
 |
|
შეხვედრის დასრულების შემდეგ ტრუტნოვის განათლების სფეროს კურატორმა შემომთავაზა საქართველოს უახლესი ისტორიის მოკლე მიმოხილვის მომზადება (ელექტრონული ვერსია, ფოტო მასალებით). მათი სურვილია, რომ ქალაქის ახალგაზრდობა გაეცნოს საქართველოს ისტორიას. ეს შეთანხმება შედგა და იმედი მაქვს, ასევე გაგრძელდება სხვა ქალაქებშიც. (საგანგაშოა, რომ ამავე სკოლებში უკვე ყოფილა აფხაზეთის შესახებ თემის განხილვა)...
რა თქმა უნდა ყველაფერი ფული ღირს და მასალის მომზადებაც შრომატევადია... ამიტომ მასალის მოწოდებისათვის დიდ მადლობას ვუხდი რადიო თავისუფლების რედაქციას, ქართული ინტერნეტ გვერდ ფორუმ.გე წევრებს და ორგანიზაცია რე-აქციის. ასევე საქართველოს ისტორიული მუზეუმის თანამშრომლებს. ფირმა ”გუნამ” მოგვაწოდა ღვინო, კონიაკი და ლიმონათი. ღონისძიება დააფინანსა ჩეხეთის მხარემ. ჩეხური არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტალიამ” ააგროვა გარკვეული თანხაც, რომელიც მოხმარდება ქალაქ სიღნაღში გონებადაქვეითებულ ბავშვთა სახლს. პროექტის ორგანიტორებია: ქართული მხრიდან მე, და ჩეხეთის მხრიდან ბატონი ტომაშ კარელი.
|
|
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი |
გამარჯობათ ყველას!
|
გეპატიჟებით საქველმოქმედო საღამოებზე 7 და 24 აპრილს, 19.00 საათზე.
ჩეხურმა ორგანიზაცია „ტალიამ“ წამოიწყო პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს გონებადაქვეითებულ ბავშვთა და მოზარდთა სახლის დახმარებას. ამ სახლს ჰქვია „კედელი“ და მდებარეობს კახეთის რეგიონში. საქველმოქმედო საღამოდან ამოღებული თანხა მოხმარდება „კედელი“-ს სახელოსნოს მოწყობას და დამზადებული სუვენირების მასალის რეალიზაციას.
ორგანიზაცია „ტალია“ არის ოსტატ-ხელოსანთა ახალგაზრდული კლუბი. ისინი პირადად ჩავლენ საქართველოში და მოაწყობენ როგორც სახელოსნოს, ასევე სწავლების კურსებს, მათი წევრები მორიგეობით იმუშავებენ ქართველ ბავშვებთან ერთად.
შემოსასვლელი თანხაა 80 კრონი (6 ლარი). მომსვლელებს საშუალება ექნებათ მოუსმინონ ქართულ ხალხურ სიმღერებს, ქართულ-ჩეხური ანსამბლის შესრულებით; გასინჯონ ქართული კერძები; ასევე საუბარი იქნება საქართველოზე, მის ლამაზ კუთხეებზე, კულტურაზე და ისტორიაზე.
პატივისცემით, ღონისძიების თანაავტორი ჯიმი დაბრუნდაშვილი.
|
|
2009 წლის 27 მარტს ჩეხეთის სახელმწიფო რადიო მაუწყებლობით რუბრიკაში „დემოკრატიის გზით“ გადაიცა ინტერვიუ ჩეხეთში ქართული სათვისტომო „სამშობლოს“ თავმჯდომარესთან, ბატონ ჯიმი დაბრუნდაშვილთან.
იხილეთ: http://www.radio.cz/ru/ ან http://www.radio.cz/ru/statja/114614
|
ქართული სათვისტომო ”სამშობლოს” შეკრება
|
ძვირფასო თანამემამულენო. ერთი წელი სრულდება რაც რუსეთის ჯარმა მოახდინა საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ძალებმა გაანადგურეს საქართველოს ათეულობით სოფელი, ათეულობით ათასი ქართველი გახდა დევნილი. ასობით სამოქალაქო და სამხედრო პირები დაიღუპნენ რუსული აგრესიის და სეპარატისტი კრიმინალური ბანდების თარეშის დროს.
ჩვენ, ვინც ჩეხეთის რესპუბლიკაში ვცხოვრობთ – სათვისტომომ შარშან აგვისტოში ძალას არ ვიშურებდით საქართველოს მხარდასაჭერად: მოვაწყვეთ მრავალი აქციები, გვქონდა შეხვედრები ჩეხეთის საზოგადოების სხვადასხვა ფენებთან. ჩეხეთის მას-მედიაში და ტელევიზიაში დაიბეჭდა მრავალი მასალა. მონაწილეობა მივიღეთ რამოდენიმე საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ მოწყობილ სადისკუსიო ფორუმებში. მოვაწყვეთ ჰუმანიტარული პროექტების განხორციელება (სოფელ წეროვანში დღემდე ფუნქციონირებს ჩეხების მიერ ჩატანილი სამედიცინო პუნქტი. ბევრმა თქვენგანმა გადმორიცხა ფინანსური დახმარებაც). შევქმენით ქართულ-ჩეხური ხალხური სიმღერის ანსამბლი, რომლის წევრებმა ოთხ კონცერტზე აგროვებული თანხით გაგზავნეს ჰუმანიტარული დახმარება საქართველოში.
მოგეხსენებათ, რომ რუსეთის სამხედრო მანქანა ბოლო თვეებში საქართველოს საზღვრებთან ისევ მოძრაობაში მოვიდა. პარალელურად რუსეთის პროპაგანდისტული მანქანა მსოფლიოში აქტიურად ემზადება შარშანდელი მოვლენების გასაშუქებლადაც. ჩვენი ინფორმაციის საფუძველზე რუსეთის საელჩოები და კულტურული (თუ კომერციული) ცენტრები ამზადებენ სპეციალურ პროგრამას, რომელიც მიმართულია სიმართლის წინააღმდეგ – საქართველოს წინააღმდეგ. (მაგ, გაუშვებენ ამ ფილმსაც http://russia.ru/specproekty/vojna_v_osetii/)
ბოლო ერთი წლის განმავლობაში უამრავი მასალა დაგროვდა ქართულ და უცხოურ სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ, რომელიც საქართველოში განითარებულ ტრაგიკულ მოვლენებს ეძღვნება. თუმცა გამოკითხვების მიხედვით, ჩეხეთის რესპუბლიკის საზოგადების მხოლოდ 35 პროცენტმა თუ იცის საქართველოს რეალური მდგომარეობა. ამიტომ ჩვენ უფლება არა გვაქს რაიმე ღონისძიების ორგანიზებით არ შევეხოთ შარშან 7 აგვისტოს დაწყებულ რუსეთის აგრესიას.
ამიტომ ყველას გიწვევთ შეკრებაზე, რომელიც გაიმართება პარასკევს, 10 ივლისს, 17.00 საათზე. შეკრების ადგილია არსამთავრობო ორგანიზაცია ”INBAZE” , მის: Rumunská 22 , Praha 2. tel: 222 519 427. (http://www.berkat.cz/sekce.php?skin=1&id=6).
შეხვედრის თემებია:
• რუსეთ-საქართველოს ომის ამსახველი ფოტო სურათების გამოფენა.
• გამოფენის გახსნის პირველ დღეს მოწვეული სტუმრები – დისკუსია თემაზე. ვის უნდა სიტყვით გამოსვლა, რაიმე მოხსენების გაკეთება.
• საპროტესტო აქციის მოწყობა რუსეთის საელჩოსთან, შეიძლება ქალაქის ცენტრშიც გადატანა.
• ქართული კერძების დამზადება.
• სად გაიმართება გამოფენა, გვჭირდება ისეთი ადგილი, სადაც ხალხი სულ არის, მაგალითად ევროვნული ბიბლიოთეკის ფოიეში, რომელიც დღეში ხუთი ათასზე მეტს მომსვლელს იტევს. იმ დღეებში მორიგეობით შეეცვლებიან ქართველები ერთმანეთს საინფორმაციო მაგიდასთან, რომელიც დამთვარიელებლებს ინფორმაციას მიაწვდის გამოფენის შესახებ და საერთოდ საქართველოზე. (ერთხელ მე უკვე მქონდა აღებული იქ ადგილი, საკითხავია თუ დაეტევა ამდენი ფოტო მასალა).
• რა სახის ინფორმაციას ვაკეთებ, პლაკატის გამოშვება?
• პრაღის გარდა რომელ ქალაქებში გადავიტანოთ ეს გამოფენა? რა ორგანიზაციებს ვიცნობთ. ბრნოში მე მაქვს კონტაქტი. ქალაქ პილზენში გიორგი ალანიას.
• საქართველოს ისტორიის ელ. ვერსიის გაშვება.
• თანხების გაანგარიშება.
• საქართველოს საელჩო ჩეხეთში თუ მიიღებს მონაწილეობას, თუნდაც ფინანსური მხარდაჭერა.
• პრეს-რელიზის, პრაღის "ღონისძიებების" ჟურნალში ადგილის აღება. უნივერისტეტებში განცხადებების გამოკვრა.
• მოხალისეთა ჯგუფის შედგენა-დემონსტრაციის ნებართვა, გამოფენაზე მორიგეობის სია და სხვა.
|
|
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი. ტელ: 721 647 748
|
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
|
ჩეხეთის და სლოვაკეთის მართმადიდებლური ეკლესიის მიერ გამოცემული ანტი-ქართული მასალის შესახებ საქართველოში 7 სექტემბერს გამოვიდა სტატია:
http://www.kvirispalitra.ge/index.php?option=com_content&view=article&id=472:qchekheth-slovakethis-mitropoliti-qristofori-ackhadebs-rom-samkhreth-osethi-arasodes-yofila-saqarthvelos-istoriuli-natsiliq&catid=2:2009-07-17-12-10-01&Itemid=5
რომლის შემცველობა განსაკუთრებით ეხება ქართულ სათვისტომოს ჩეხეთის რესპუბლიკაში. ბევრი ჩვენი თანამემამულე დადის ჩეხების მართმადიდებლურ ეკლესიებში. სამწუხაროდ ამ უკანასკნელის მიერ საერო საქმეებში ჩარევა და მით უმეტეს, დეზინფორმაციის გავრცელება ბევრი ჩვენთაგანის შეშფოთებას იწვევს. უდავოა, რომ რუსეთის ფედერაციის გავლენა დიდია პოსტ საბჭოთა სივრცეში. განსაკუთრებით დოტაციაზეა პრო-რუსული ინსტიტუტები. რუსეთის საიდუმლო სამსახურები უამრავ სამთავრობო, არასამთავრობო (მაგალითად ჩეხეთში შეერთებული შტატების ანტი სარაკეტო რადარის წინააღმდეგ პორპაგანდის დაფინანსება) და როგორც ვხედავთ სასულიერო ორგანიზაციებზე ცდილობენ გავლენის გაზრდას. რა არის რუსულ-ჩეხური ჟურნალი ”იკონა”? ამ ჟურნალის რედაქცია არის რუსული. ცნობისათვის ჟურნალის წინა ნომრებში ცნობილი ქართველი და რუსი პოლიტიკოსების სურათების ნახვაც შეგიძლიათ.
როგორ მოვიქცეთ? სტატიიდან ჩანს, რომ ჩვენი საპატრიარქოს მკაცრ რეაქციას გულგრილად უპასუხეს. საქართველოს საელჩო ჩეხეთის რესპუბლიკაში, რომელიც ქრონიკულად განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას, შეიძლება ტრადიციულად საპროტესტო ნოტით შემოფარგლოს (ოთხი წლის არსებობის განმავლობაში – საკმარისია შეხედოთ საელჩოს ვებ გვერდს:
http://embassy.mfa.gov.ge/index.php?lang_id=ENG&sec_id=110
სადაც მაგალითად 2008 რუსეთის-საქართველოს ომზე ჩეხურ ენაზე არაფერი წერია. ინგლისურადაც ბევრს ვერაფერს შეიტყობთ. ფოტო გალერეა სილამაზის კონკურს უფრო გავს).
ქართველი მრევლი ჩეხეთის რესპუბლიკაში ასევე ძალიან ცოტაა. ჩვენს მოთხოვნას, უფრო სწორედ პროტესტს, შეიძლება ეკლესიის ”მენეჯმენტმა” ყურადღება არც მიაქციოს. თუმცა აქაც არსებობს გამოსავალი. ქართველი მრევლის გარდა, ეკლესიაში დადის უკრაინის (ოფიციალურად ცხოვრობს 200 000 უკრაინელი), ბელარუსიის, ყოფილი იუგოსლავიის, ბულგარეთის, საბერძნეთის სათვისტომოს წარმომადგენლები. რა თქმა უნდა ჩეხებიც და სლოვაკებიც. შეგვიძლია სათვისტომოებთან შეხვედრის მოწყობა და მოვახდინოთ ამ აბსურდული ინფორმაციის დაგმობა. არა მგონია, რომ ათასობით მრევლის პროტესტი შეუმჩნევლად დარჩეს (თუნდაც პეტიციით დავიწყოთ). განსაკუთრებით უკრიანელების მხარდაჭერაა მნიშვნელოვანი (ისინი ჩეხეთში რუსებზე სამჯერ მეტნი არიან და რუსეთის ბევრი მოქალაქეც სხვა ეროვნებისაა). უკრაინის დიასპორასთან ახლო ურთიერთობა გვაქვს. მაგალითად შარშან, როცა უკრაინის პრეზიდენტი პრაღას სტუმრობდა, საპატიო ადგილზე მიგვიწვიეს. ხელი შეგვიწყვეს უამრავი ინფომაციის უფასო მოპოვებაში. ასევე ბელარუსებთან ერთად მრავალი აქცია გვაქვს ჩატარებული. შემიძლია ერთ-ორ ჩეხ ჟურნალისტზე და ასევე ტელევიზიისთვის მასალის მიწოდება. (მით უმეტეს, რომ უკვე მეორე თვეა სკანდალი არ წყდება რუსი შპიონების ირგვლივ:
http://zpravy.idnes.cz/cesko-vyhostilo-dva-ruske-agenty-tvrdi-diplomaticke-zdroje-/domaci.asp?c=A090817_135307_domaci_js
მოკლედ იმ ჟურნალში მოროშილ დეზინფორმაციას უკან ვერ ამოვიღებთ, მაგრამ ურიგო არ იქნება თუ ჩეხეთის და სლოვაკეთის მართმადიდებლურ ეკლესიას ”პრევენტიულად ვთხოვთ” შემდგომში თავი შეიკავონ.
http://www.pravoslavnacirkev.cz/schematismus.htm
დავამტებ, რომ 2008 წლის აგვისტოს რუსეთს-საქართველოს ომში, ჩეხეთის მთავრობამ საქართველოს დაუჭირა მხარი. თუმცა ჩეხეთის პრეზიდენტი ვაცლავ კლაუსი Vaclav Klaus (http://www.hrad.cz/) აშკარად საქართველოს წინააღმდეგ წავიდა, რისთვისაც ”ლუკოლმა” მას ორასი ათასი ევროც გადაუხადა (ჰონორარი ბატონმა კლაუსმა მიიღო მისი ანტი ეკოლოგიური წიგნის ”ლურჯი და არა მწვანე პლანეტის” http://idiot.vyjimecny.cz/2008/12/modra-nikoliv-zelena-planeta/. რუსულ ენოვან გამოცემაში. ეს ყველასთვის კარგად ცნობილი სისულელე, ჩეხურიდან რუსულ ენაზე რეკორდული სისწრაფით თარგმნა ცნობილმა რუსმა მეცნიერმა, მოსკოვის ლომონოსოვის უნივერისტეტის დოცენტმა სერგეი სკორვიდმა Sergeji Skorwid. ეს მაგალითი იმიტომ მომყავს, რომ რუსეთის სახელმწიფო სამსახურებიც განიცდიან კვალიფიცირებული კადრების და ამჟამად ფინანსების ნაკლებობასაც კი. ხშირად გადადიან ულოგიკო ერთჯერად აქციებზეც, ასევე რუსმა დიპლომატებმა პირადი ”ბიზნესის” წყალობით იმდენი მოახერხეს, რომ საიდუმლო აგენტების სახელს, კრიმინალის ”ტიტულიც” მიაწერეს. ჩემი ინფორმაციით ჟურნალი ”იკონაც” დროგამოშვებით აწყდება დაფინანსების პრობლემას.
მივმართავ საქართველოს საპატრიარქოს, დიასპორის სამინისტროს, საგარეო საქმეთა სამინისტროს, გაზეთ კვირის პალიტრას, ქართველ ისტორიკოსებს და პოლიტოლოგებს: თქვენს მიერ ხელის შეწყობის შემთხვევაში შესაძლებელია საფუძლიანად გაეცეს პასუხი ზემოთ აღნიშნულ დეზინფორმაციას. (ფინანსური ხარჯების მესამედს დაფარავს ქართული სათვისტომო ”სამშობლო”). აქვე დავამტებ, რომ ჩეხეთის რესპუბლიკაში არსებული ”ჰუსისტთა” და ”ევანგელიკური” ეკლესიების წინამძღოლებმა 2008 აგვისტოს, რუსეთ-საქართველოს ომის დროს არაერთი დახმარება აღმოგვიჩინეს, (http://gruzie.webzdarma.cz/). ერთობლივი პრეს-კონფერენციებს და აქციებს საკმაოდ კარგი მედიალური გამოხმაურება მოჰყვა. ჩეხეთის სხვადასხვა ქალაქებშიც დამოუკიდებლად მოაწყვეს რამდენიმე საპროტესტო აქცია. რა გასაკვირია, ბევრი მათგანი ყოფილი დისიდენტია. ასევე მათი ხელშეწყობით მივიღეთ მხარდაჭერის წერილი ბატონი ვაცლავ ჰაველისგან. ასე რომ მათი გამოყენებაც შეიძლება. რუსული ტანკები საქართველოდან არსად წასულან – ზეწოლის რა ბერკეტებიც გვაქვს, ყველაფერი უნდა გამოვიყენოთ.
|
|
პატივისცემით, ჯიმი დაბრუნდაშვილი. ქართული სათვისტომო ”სამშობლო” ჩეხეთის რესპუბლიკაში www.samshoblo.net www.fereidani.ge (104 ბლოგი) მობ: + 420 721 647 748, ტელ: + 420 220 982 261 P.S. გაზეთიდან სტატიის მოწოდებისთვის მადლობას ვუხდი ბატონ ლერი დათაშვილს. გერმანიის სათვისტომო http://satvistomo.net/
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|
|