მოქანდაკე ამირან თევზაძე



      გამარჯობათ ბატონო გიორგი! თქვენი საიტი www.fereidani.ge ჩემმა ფერეიდნელმა მეგობარმა მომცა და სიმართლე რომ გითხრათ ძალიან მომეწონა. ჩემი დიდი სიმპატიებიდან გამომდინარე, რაც ფერეიდანთან არის დაკავშირებული, გადავწყვიტე თქვენთვის წერილი მომეწერა. რასაც თქვენ აკეთებთ ფერეიდნელი ქართველებისათვის – ძალიან დიდი ღვაწლია!
      მე, როგორც მოქანდაკეს, დამაინტერესა ხელოვნების მოღვაწეებისადმი მიძღვნილმა ქვეთავებმა. განსაკუთრებით კი ფერეიდნელი ქართველის, მხატვარ ალი ასლანიშვილის ქვეთავები: 13, 95 და 111. მის ნამუშევრებში იგრძნობა ის დიდი მონატრება, რასაც ბატონი ასლანი გრძნობს თავისი სამშობლოსადმი, მას ხომ ორი სამშობლო აქვს – ფერეიდანი და საქართველო!
      ბატონო გიორგი! ჩემი თქვენდამი პატივისცემის ნიშნად გიგზავნით ჩემს ნამუშევრებს, ვქმნი იმას, რასაც ვგრძნობ, რაც მიყვარს და რაც არის ჩემი შთაგონების წყარო. ესენია: ანგელოზები, ცხოველები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვუთმობ სიყვარულის თემატიკას. მასალად ვიყენებ ბუნებრივ ქვებს და ბრინჯაოს. ვცხოვრობ და ვმოღვაწეობ თბილისში, გალერეა „თევდორეში“. ხშირად ვაწყობ პერსონალურ გამოფენებს საზღვარგარეთაც. ჩემი ნამუშევრები დევს პორტალზე: http://www.tevdore.com/amiran1.html მაგრამ დიდი მადლობელი ვიქნები თუ თქვენი საიტის საშუალებით ჩვენს ფერეიდნელ მეგობრებსაც შევეხმიანები.

 


   

 

 

 


      ამირან თევზაძე – დაიბადა 1983 წელს 29 დეკემბერს ქ. თბილისში. 1998 წელს ჩააბარა ლიცეუმში. 2001 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტზე. ამავე წელს მონაწილეობა მიიღო ქართველ ხელოვანთა ჯგუფურ გამოფენაში, რომელიც გალერეა ”უნივერსში” ჩატარდა. მუშაობს ხეზე, ქვასა და ბრინჯაოში.
      2007 წელს ჰქონდა პერსონალური გამოფენა გერმანიაში – ქალაქ ფრანქფურტში "კფვ" ბანკის საგამოფენო დარბაზში. ამჟამად აქვს მუდმივმოქმედი გამოფენა გალერეა "თევდორეში" მხატვარ ლადო და გუბაზ თევდორაძესთან ერთად. მისი ნამუშევრები დაცულია კერძო კოლექციებში: თურქეთში, გერმანიაში, საბერძნეთში, ამერიკაში, საფრანგეთში და სხვა.
      ტელეფონები: სახლი +995 32 91 37 01. მობ. +995 99 72 46 52. ელ.ფოსტა – amirani83@yahoo.com; amirani83@mail.ru
      გალერეა ”თევდორე” – საქართველო, თბილისი, ერეკლე II-ს ქუჩა №6 www.Tevdore.com +995 32 98 98 56

 


      Amiran Tevzadze – Born in 1983 on December 29 in Tbilisi, Georgia. He entered the lyceum in 1998. In 2001 entered the Academy of Arts. In 2001 he participated in Georgian arts exhibition which was held at the gallery “Universe” in 2007 he graduated from the Academy of Arts.
      He works on wood, stone and bronze. Amiran has the exhibition at the gallery “Tevdore” His art works are kept abroad: in the USA, England, Germany, France, Turkey, Greece, India ...
      Mail: amirani83@yahoo.com; amirani83@mail.ru Gallery "Tevdore" +995 32 98 98 56. www.Tevdore.com Home number: +995 32 91 37 01. Mob: +995 99 72 46 52


      P.S. საიტში ამ ქვეთავის ატვირთვის შემდეგ კვლავ შემეხმიანა ჩემი პატარა მეგობარი, მოქანდაკე ამირან თევზაძე და კიდევ რამდენიმე თავისი ნამუშევარი მომიტანა. საუბარში გამომიტყდა, რომ აპრილში მიემგზავრება უკრაინაში, კერძოდ კიევში, ხოლო მაისში – გერმანიაში, ბერლინში, გამოფენების მოსაწყობად. მიმდინარეობს მოლაპარაკებები გამოფენების ირლანდიაში და შვედეთში ჩასატარებლად. ზურგის ქარს ვუსურვებ შემოქმედებით საქმიანობაში და პირად ცხოვრებაში!


 

   

 

 

 


ფერეიდნელი მხატვარი ალი ასლანიშვილი, მოქანდაკე ამირან თევზაძე და გალერეა "თევდორეს" მენეჯერი ეთერ თევზაძე