შაჰი 40 დღე ორმოში იჯდა და
ქართველი ცოლისგან გაჩენილ შვილს გლოვობდა



      ფერეიდნელი ქართველები უძველეს ძირებს ინარჩუნებენ, ისინი სულხან-საბას დროინდელი ენით საუბრობენ და "ვეფხისა და მოყმის" ლეგენდას თაობიდან თაობას გადასცემენ. მათ შესახებ აღმოსავლეთმცოდნე ალექსანდრე ჭულუხაძე მოგვითხრობს.

      – რით ახსნით, რომ არაერთი გადასახლებული ქართველისგან განსხვავებით, ფერეიდნელებმა უფრო მეტად შეინარჩუნეს ქართული სულისკვეთება?
      – ფერეიდნელი ქართველების მიერ საკუთარი მრწამსის შენარჩუნება მარტო მათი გაუტეხელი ბუნებით არ უნდა აიხსნას, არამედ – მათი ადგილმდებარეობითაც. საბედნიეროდ თუ საუბედუროდ, ირანელებმა ისინი ისეთ მიუვალ ადგილას გადაასახლეს, სადაც სხვა ხალხთან შერევის ალბათობა ნაკლები იყო. ფერეიდანი ალპურ ზონაში მდებარეობს, ზღვის დონიდან 2500 მეტრია. შაჰს უთქვამს, ეს ადგილი ისეთი მიუვალია, სახედრებიც ვერ გაძლებენო. გარდა ამისა, ფერეიდანში მშრალი ჰავაა, წვიმა იშვიათად მოდის, ხეებს თითქმის ვერ ნახავთ, ამიტომაც ცისარტყელას გამოჩენა მათთვის ერთგვარი სასწაულია. ფერეიდნული ლეგენდაც აქედან იღებს სათავეს – ცისარტყელის ქვეშ თუ გაივლი, საქართველოში მოხვდებიო. აქედან გამომდინარე, გასაკვირი არაა, როგორ იყვნენ ფერეიდნელები დანატრებულები საქართველოს ბუნებას.
      – შაჰს წინაპარი ქართველი ჰყავდა. ამის მიუხედავად, განსაკუთრებულ სისასტიკეს რატომ იჩენდა ჩვენ მიმართ?
      – ირანის იმპერიის გაძლიერება საქართველოსგან მსხვერპლს მოითხოვდა. როგორც წესი, ურჩებს სჯიან ხოლმე. საქართველოსაც ასე დაემართა, შაჰმა მას გადაუარა.
      – შაჰს ქართველი ბებია და ცოლები ჰყავდა, მაგრამ თვითონაც რომ ქართულად საუბრობდა, ნაკლებადაა ცნობილი.
      – ერთხელ შაჰს ევროპელ დიპლომატთა მიღების დროს საიდუმლო ბრძანების გაცემა უნდოდა. სპარსულად რომ ეთქვა, გაიგებდნენ, არც თურქული გაჭრიდა, რადგან ზოგიერთმა დიპლომატმა ეს ენაც იცოდა, ამიტომ ბრძანება ქართულად გასცა. ეტყობა, კარისკაციც ქართველი ჰყავდა, რომელმაც შესანიშნავად გაუგო თავის ხელისუფალს. შაჰის მიერ ქართულის ცოდნა არცაა გასაკვირი, რადგან მრავალცოლიანობის გამო 7–8 წლამდე უფლისწულები ჰარამხანაში იზრდებოდნენ, სადაც მომავალ ტახტის მემკვიდრეებს მალავდნენ. შაჰიც ასე გაიზარდა, იქვე შეისწავლა ქართული.
      – ამბობენ, სანამ ალავერდიხან უნდილაძე ცოცხალი იყო, შაჰი საქართველოს არ შემოსევიაო.
      – ალავერდიხანმა ხელი შეუწყო შაჰ-აბასის ხელისუფლებაში მოსვლას. არადა, ტახტის მემკვიდრეობა შაჰის უფროს ძმას ეკუთვნოდა, რომელიც საიდუმლო ვითარებაში მოკლეს. ფაქტობრივად, უნდილაძეს შაჰის მარჯვენა ხელის ფუნქცია ეკისრებოდა. პრაქტიკულად, მან გაზარდა შაჰი. ამიტომ, სანამ ალავერდიხანი ცოცხალი იყო, შაჰი საქართველოს არ შემოსევია. ევროპელი მოგზაურები, დიპლომატები საკუთარ ჩანაწერებში მიუთითებდნენ, რომ შაჰ-აბასმა ჩუმად მოაწამლინა ალავერდიხანი. ამის მიზეზიც აშკარაა, როცა შაჰმა დაბადებით ქართველ ალავერდიხანს საქართველოზე თავდასხმის გეგმა გააცნო, ირანში მოღვაწე სხვა ქართველებთან ერთად, ალავერდიხანი მისულა და პირდაპირ მოუხსენებია შაჰისთვის, ეს ნაბიჯი არ გადაედგა. ალავერდიხანს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა. იგი საქართველოდან ბავშვობიდან გაიტაცეს. უნდილაძე ერთადერთი ქართველი იყო, რომელმაც ირანის ისტორიაში ყველაზე მაღალ თანამდებობას მიაღწია. იგი ფარსის პროვინციის ბეგლარბეგი, ირანის ცხენოსანთა არმიისა და შაჰის გვარდიის სარდალიც გახდა. ფარსის პროვინცია დღეს შედარებით პატარაა, მაშინ კი ნახევარ ირანს შეადგენდა. ალავერდიხან უნდილაძე ახლანდელი სპარსეთის ყურის არაბული ქვეყნების (რომელიც მაშინ ირანს ეკუთვნოდა) გუბერნატორიც იყო.
      – რატომ მოკლა შაჰმა ქართველი ცოლისგან გაჩენილი ტახტის მემკვიდრე?
      – შაჰ-აბასს ქართველი ცოლისგან მართლაც ჰყავდა ტახტის მემკვიდრე. მის კარზე ინტრიგა დაიხლართა, მისი ვაჟი დაასმინეს, თქვენს შვილს თქვენი მოკვლა და ტახტიდან ჩამოგდება სურსო, რაც რეალობას არ შეესაბამებოდა. განრისხებულმა შაჰმა ვაჟის მოკვლის ბრძანება გასცა. საბოლოოდ ტყუილი გამჟღავნდა, შაჰმაც თავი დაისაჯა და 40 დღის მანძილზე შავებით შემოსილი ორმოში იჯდა და შვილს იგლოვდა.
      – მაზანდარის პროვინციაში ჩასახლებულ ქართველებზე რას გვეტყვით?
      – ფერეიდანში გადასახლებამდე ქართველების ნაწილი შაჰმა კასპიის ზღვის სამხრეთ სანაპიროზე, მაზანდარის პროვინციაში გადაასახლა. იქ დღესაცაა შენარჩუნებული ქართველების უბანი, გვარები კი მთავრდება სიტყვა "გორჯით"(იგივე გურჯი). ანთროპოლოგიურადაც, სახის ნაკვთებით მათ სპარსელობის არაფერი სცხიათ და ტიპური კავკასიელები არიან, ოღონდაც მთლიანად გასპარსელდნენ. იქაურ სუბტროპიკულ ზონას ქართველები ვერ უძლებდნენ, ვერც აბრეშუმის მოყვანის დავალებას უსრულებდნენ შაჰს და შავი ჭირითა, თუ მალარიით იხოცებოდნენ. მათი დიდი ნაწილი სპარსელებს ხელახლა აუყრიათ და ისპაჰანში ჩაუსახლებიათ. ირანის ბევრ რეგიონში ჩასახლებული ქართველები სპარსელებში გაითქვიფნენ. მიუვალ ფერეიდანში მცხოვრებმა ჩვენებურებმა კი თვითმყოფადობის შენარჩუნება მოახერხეს.
      – ირანელები სომხების მიმართ მეტ შემწყნარებლობას რატომ იჩენდნენ?
      – ქართველებს, როგორც მეომარ ხალხს, ირანის დედაქალაქის, ისპაჰანის დაცვა ჩრდილოეთის მომთაბარე ტომებისგან ევალებოდათ. იმავე პერიოდში შაჰმა სომხებიც აყარა სომხეთიდან და ირანში გადაასახლა, მაგრამ მათ, ქართველებისგან განსხვავებით, რელიგია და ავტონომია მიანიჭეს. იმთავითვე განსხვავდებოდა სპარსელთა დამოკიდებულება სომხებისა და ქართველების მიმართ. სომხები მეომარ ხალხად არ გამოდგებოდნენ, ამიტომაც მათ ირანის შიდა ვაჭრობის წაძღოლა ევალებოდათ, საგარეო ვაჭრობა კი ებრაელებს მიაკუთვნეს. ირანელებმა სომხებს პირობა დაუდეს, იცხოვრეთ აქ, ივაჭრეთ, კაციშვილი არ შეგეხებათ. მათ ეკლესიების აგებაც არ დაამადლეს. ქართულ ეკლესიაზე საუბარი კი ზედმეტია, რადგან შაჰმა ჩვენებურების გამაჰმადიანება დაისახა მიზნად, რადგან ორთოდოქსული ისლამის ქვეყანაში ქართველთა ქრისტიანული ჯარის არსებობა აკრთობდა. ახლაც ირანში კულტურული ავტონომია აქვთ სომხებს, ასევე, ზოროასტრიზმის მიმდევართ და ბუდისტებს. ქართველები კი რელიგიური უმცირესობის შექმნასაც ვერ ახერხებენ, რადგან ოფიციალურად მათი რელიგია ისლამია.
      – როგორც ვიცი, ირანში 4 წლის მანძილზე იმყოფებოდით.
      – თავდაპირველად ფერეიდნელი ქართველის – არიან ხოსროშვილის ოჯახს ვესტუმრე. იმავე საღამოს ჩემი იქ ყოფნის შესახებ მთელმა სოფელმა იცოდა, მეორე დღეს კი – მთელმა ფერეიდანმა. სპეციალურად ჩემს სანახავად მოდიოდნენ სხვადასხვა სოფლის მაცხოვრებლები. ისინი სულხან-საბას დროინდელი ენით საუბრობდნენ. მე–17 საუკუნის წმინდა ქართულით, კერძოდ, კახური დიალექტით. ფერეიდანში "ვეფხისა და მოყმის" ლეგენდაც თაობიდან თაობას გადაეცემა, ოღონდ არა გალექსილი სახით.

      ესაუბრა არჩილ ოსაძე. გუმბათი, თბილისი, 2009, 17-23 აგვისტო, N32(96) - გვ.41.


* * *

        მურმან ლებანიძე

მიყვარს ქართულად, მძულს ქართულად
ვმღერი ქართულად
მადლობა ღმერთს ნება დართულად.

შანსი მქონია არ მომირთხამს
ფეხი თათრულად,
ვზივარ და ფეხი ფეხზე მიძევს, ეგეც ქართულად.

და კი ბატონო თარგმნეთ რუსულად
თარგმნეთ სპარსულად
მაგრამ მე მიყვარს, მე მძულს
მე მწამს, მე ვწერ ქართულად

მე ყოვლად ქართველს
ყოველივე მიყვარს ქართული
ამიტომაც ვარ ქართველებთან წელგამართული.


* * *

Аббас Первый Великий
I Abbas Səfəvi, شاه عباس,
شاه عباس بزرگ


      Аббас I (1571-1629), называемый также "Великим", был шахом Персии, пятым королем династии Сафавидов. При его правлении Персия еще раз оказалась в зените власти и политического, экономического и культурного влияния во всем регионе.
      Самый великий шах династии Сафавидов, Аббас Первый имел сомнительное начало своего правления. Его кроткий и аскетический отец Шах Мохаммед Ходабандех, не мог справиться с лидерами семи турецких племен Шиитов, известных как Кизилбаш (Краснокожие), которые в свое время помогали Сафавидам прийти к власти в Персии. Но они были настолько жадными к земле и власти, что, хотя и в действительности управляли королем, они ссорились между собой, и предпочитали олигархию (как форму политического правления) центральному правительству с деспотичным шахом во главе. Чтобы ослабить династию и гарантировать свой успех, Кизилбаши убили большинство принцев из династии Сафавидов, включая прямого наследника и его мать.
      27 января 1571 года родился Аббас. Когда его старший брат, наследный принц, был убит, Аббас был спасен, поскольку его отвезли в Хорасан, в северо-восточную область Персии. Несколько лет спустя, в 1588 году, он поднялся на трон с неохотного согласия его отца и помощью лояльных друзей в дворянстве страны. В дополнение к внутренним трудностям Шах Аббас столкнулся с нападением колоссальной Османской империи на запад его империи и постоянной угрозы от Узбеков на северо-востоке.
      Шах Аббас заключил мир с Оттоманской Империей, сконцентрировавшись на борьбе с Узбеками и на умиротворении страны. Почти через 14 лет постоянной войны он победил Узбеков. Он использовал в своих интересах слабость русских после смерти Ивана Грозного в 1584 году, и обеспечил для Персии области на трех сторонах Каспийского моря, правители которых зависели от защиты со стороны России. Аббас также послал свои армии на юг и подчинил области на северных берегах Персидского залива.
      Ранние представители династии Сафавидов были мусульманами фанатиками Шиитского толка, и не хотели иметь какие-либо деловые отношения с неверующими христианами. Шах Аббас, однако, был крайне терпим. Он видел дипломатические и коммерческие преимущества от контакта с Европой. Следовательно, во время его господства длинная последовательность послов, торговцев, авантюристов, и Римо-католических миссионеров пробивали в Исфахан. Шах Аббас приветствовал всех и использовал их для продвижения своей собственной политики на Западе. Два авантюриста из Англии, известные, как братья Шерли, Энтони и Роберт, были очень близки к Шаху. Они помогли ему обучить новую армию и приняли участие в кампании против Оттоманской Империи.
      Его религиозная терпимость была почти образцовой. На официальные приемы, особенно когда развлекали иностранного посла, он приглашал глав концессий христиан, евреев, и зороастрийцев. Он был особенно терпим к христианам, частично потому что они были наибольшим религиозным меньшинством в Персии, а, также, потому что он хотел произвести на христианских лидеров Европы хорошее впечатление. Он строил церкви для армянского сообщества в Новом Йолфе, и предоставил им множество привилегий, которые ранее не были доступны немусульманам. Он был настолько дружелюбен к монахам, что они думали, что он был готов стать христианином. Шах Аббас не препятствовал этой иллюзии, поскольку это помогало ему найти общий язык с европейскими лидерами.
      Скорее всего, главной целью Шаха Аббаса в построении дружественных отношений с Европой была торговля. Персидские продукты, особенно шелк, пользовались большим спросом в Европе. Зная, что торговля с Европой через обширную Османскую империю не была практичной, он обратил свое внимание к Персидскому заливу. Португальцы прибыли в регион приблизительно столетием ранее и имели монополию на торговлю восточными товарами. Шах Аббас хотел иметь деловые отношения со всеми странами Европы, португальская монополия ограничивала его стремления. Шах Аббас победил португальцев в 1622 году. Став владельцем Персидского залива, он открыл его для португальских, испанских, британских, нидерландских, и французских торговцев. Он предоставил европейцам специальные финансовые, юридические, и социальные привилегии. Он давал указы всем провинциальным губернаторам, чтобы облегчить путешествие и гостиничные услуги для них. Эти привилегии, которые предоставили сильное правительство с целью усиления торговли, позже использовались сильными европейскими правительствами как средства империализма на всем Ближнем Востоке. Обычно армяне действовали как агенты Шаха для торговли с европейскими торговцами. Шах Аббас был на столько жесток и подозрителен в своих отношениях с лидерами Кизилбаши, на сколько он был добр и открыт в своих деловых отношениях с простыми людьми. Придя к власти путем интриг, он, как многие монархи его времени, был палачом по отношению к тем, кто был против него. Одной из его жертв был его собственный сын и прямой наследник. Его власть была более абсолютной, чем у тогдашнего султана Турции. Его назвали Моршед-е Камель (самый лучший лидер). Он был главой религиозного ордена. С другой стороны, любовь к простым людям у него была подлинной. Из исторических источников мы видим, что он проводил большую часть своего времени среди людей. Он был постоянным посетителем базаров и чайных Исфахана. Часто он смешивался с людьми, скрываясь, чтобы видеть, как простые люди жили. Эти методы породили множество историй о Шахе Аббасе, которые персидские матери все еще рассказывают своим детям.
      Он был восторженным покровителем персидских архитекторов, и с их помощью превратил Исфахан в один из самых красивых городов своего времени. Чтобы сделать направление Шиитов, которое является большим проявлением персидской националистической мистики, чем арабским Исламским течением; с собственным центром, где Шах Аббас построил красивый мавзолей на могиле восьмого имама в Мешхеде. Он открыл паломничества в святыню Имама Реза. Он построил дороги, большие гостиницы, и ввел общественные работы всех видов для обеспечения потребностей паломников. Несомненно, период Сафавидов был Ренессансом персидской цивилизации, начиная с завоевания арабами в 7-ом столетии. Шах Аббас умер на сорок втором году своего господства в Мазандеране 21 января 1629 года.