დავით გოგუაძე



სტუმრებმა წერილები დატოვეს, ე.ი. დაბრუნდებიან...


      გიზო ვაშაკიძის ქვეთავზე 138 – „პერსონალური ტორნადო ფარაონის სულისათვის“ მუშაობისას განმაცვიფრა ტრილოგიის მეორე წიგნში „ციური ექსპრესი“ გამოყენებულმა უნიკალურმა ფოტოებმა, სადაც აღბეჭდილი იყო თუშეთის და ხევსურეთის ძველი ციხე-კოშკების კედლებში ჩაშენებული ნახატებიანი ქვები. ბატონმა გიზომ განმიმარტა რომ ეს ფოტოები ეკუთვნოდა მის მეგობარს, კინორეჟისორ დავით გოგუაძეს, რომლებიც ერთ-ერთი სამეცნიერო ექსპედიციის დროს გადაეღო.
      მოგვიანებით შევეხმიანე ბატონ დავითს და ვთხოვე უფლება მოეცა ამ მართლაცდა უნიკალური ფოტოების საიტში განთავსებაზე. ბატონმა დავითმა ჩემდა სასიხარულოდ ამ ფოტოებს სამეცნიერო ექსპედიციის ანგარიში და თუშეთში და ხევსურეთში გადაღებული სხვა ფოტოებიც მოაყოლა, რომლებსაც ქვემოთ გთავაზობთ:




ნაწილი I Part


ნაწილი II Part



      ბოლო ორასი წლის მანძილზე საქართველო ფაქტიურად მოწყვეტილი იყო მსოფლიო ცივილიზაციას. ეს სწორედ ის წლებია, როცა აქტიურად დაიწყო მსოფლიოს ისტორიისა და გეოგრაფიის მეცნიერული შესწავლა. თითქმის აღარ დარჩა თეთრი ლაქები მსოფლიო რუკაზე. ამ დროს კი აღმოსავლეთისა და დასავლეთის კულტურების გზაჯვარედინი, რომელიც ადრე მთელი თავისი არსებობის მანძილზე სხვადასხვა განვითარებული ცივილიზაციების ინტერესების შეჯახების ადგილს წარმოადგენდა, განზე დარჩა მსოფლიო მეცნიერებისათვის.
      უამრავ საიდუმლოს ინახავს კავკასია. ბევრი მათგანის ამოხსნა მომავალში თუ იქნება შესაძლებელი, ამჯერად კი ამ საიდუმლოებებიდან ერთ-ერთზე შევჩერდებით: კავკასიონის მთავარი ქედის ჩრდილოეთით, ღრმა ხეობებში მოქცეულა ხევსურეთი და თუშეთი – საიდუმლოების ბურუსით მოცული საქართველოს მხარეები.
      ეს კუთხეები საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ეთნოგრაფიული კუთხეებია, რომლებიც უშუალოდ ესაზღვრება ჩეჩნეთს. ისტორიულმა სიტუაციამ და ამ კუთხეების მდებარეობამ განაპირობა, რომ რაოდენობრივად ამ მცირერიცხოვანმა ხალხმა დღემდე შემოინახა ათასწლოვანი უძველესი ყოფა და ტრადიციები.
      აქაური სალოცავების, საცხოვრებლებისა და საბრძოლო ციხეების კედლებზე შემორჩენილია ლოგოგრამები, იდეოგრამები და პიქტოგრამები, რომლებიც სულ სხვა სახეობის ქვებზეა ამოკვეთილი და გაბნეული ფრაგმენტების სახით არის წარმოდგენილი.
      ცალკეული ნიშნების დიდი ნაწილი იდენტურია ესპანეთში და პირენეის ნახევარკუნძულზე აღმოჩენილი პეტროგლიფებისა.
      წარწერები ძირითადად ორი სახისაა. ერთი ანტროპომორფულ ნიშნებს მიეკუთვნება, მეორე კი გეომეტრიული მოხაზულობებისაა. ეს ქვები სულ სხვა ჯიშისაა, ვიდრე ის ქვები, რითაც კოშკებია აშენებული. რაც გვაფიქრებინებს, რომ ისინი უფრო ძველია და მოგვიანებით აშენებულ შენობებშია ჩატანებული. ეს ტრადიცია აქ თაობიდან თაობაში გადაეცემოდა. ზოგადი გამოკვლევებით დადგინდა, რომ ამ ქვებზე დაშიფრული, კოდირებული ცოდნაა ჩაწერილი.
      ანალოგიურ თემაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში უამრავი მეცნიერი მუშაობს და შექმნილია სპეციალური Rock Art მუზეუმები და ნაციონალური პარკები. ასეთივე პროექტი ჩეჩნეთის ტერიტორიაზე განახორციელა ფრანგულმა ფონდმა "Marcho doryila” და გამოსცა ჩეჩნური პეტროგლიფების დიდი კატალოგი.
      კავკასიის მთიანეთში გაფანტული ეს ქვები ერთი დიდი მოზაიკის შემადგენელი ნაწილებია, რომლის აწყობამაც შეიძლება უძველესი ისტორიის კიდევ ერთ საიდუმლოებას ახადოს ფარდა. საიდუმლოებას, რომელსაც მსოფლიოს უძველესი ისტორიის სათავეებთან მივყავართ.
      ჩვენს მიერ ნანახი ეს წარწერები, იდეოგრამები და პიკტოგრაფები ჩატანებულია ისეთი ცნობილ არქიტექტურულ ანსამბლებში და ისტორიული ძეგლების კედლებში, რომლებსაც საქართველოსთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვთ. ესენია სოფელი-მუზეუმი შატილი, სოფელი-მუზეუმი დართლო, გუდანი, ხახმატი, ეტელთა, ფარსმა. გამოკითხვებით დავადგინეთ, რომ მსგავსი წარწერიანი ქვები თუშეთისა და ხევსურეთის სხვა მიტოვებულ სოფლებშიც მრავლადაა.
      პირიქითა ალაზნისა და მდ. არღუნის ხეობაში უამრავი ნასოფლარია, რომელიც კვალიფიციურ გამოკვლევას საჭიროებს. უსახურავოდ დარჩენილი შენობების კედლები დროთა განმავლობაში ინგრევა და შემდგომში ამ წარწერებიანი ქვების მოძებნა ფაქტიურად შეუძლებელი იქნება. ეს სოფლები მდებარეობენ ულამაზეს ტურისტულ მარშრუტებზე. ბოლო წლებში სწრაფად იზრდება ტურისტთა რიცხვი, რაც ამ წარწერების დაცვას განსაკუთრებით დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. ზოგიერთ ტურისტს სუვენირად მიაქვს ასეთი ქვა, რაც აუნაზღაურებელი დანაკარგია შემდგომი კვლევებისათვის.



ფოტო–გალერეა

თუშეთი და ხევსურეთი «ცისკიბის» ქვეშ





ნაწილი I Part


ნაწილი II Part


ნაწილი III Part


ნაწილი IV Part


ნაწილი V Part


ნაწილი VI Part


ნაწილი VII Part


ნაწილი VIII Part


ნაწილი IX Part


ნაწილი X Part


ნაწილი XI Part


ნაწილი XII Part


ნაწილი XIII Part


ნაწილი XIV Part


ნაწილი XV Part


ნაწილი XVI Part


ნაწილი XVII Part


ნაწილი XVIII Part


ნაწილი IX Part


ნაწილი XX Part


ნაწილი XXI Part





ეს ფოტოები წარმოადგენს ბატონ დავით გოგუაძის საკუთრებას.
ავტორთან შეთანხმების გარეშე ფოტოების გადაწერა ან ტირაჟირება აკრძალულია!