მიშა იოსელიანი

ჩემი ვედრება



       ბატონო გიორგი, ლექსი მომიზადია და სიტყუებში დემეხმარეთ. აბა გასინჯეთ როგორ არის? იმედია რომ გასაგები იყოს, დიდი მადლობა! ჩონ მაგრად გუყვარხართ და გუნდათ რომ გნახოთ ;-) ყველანი გიკითხვენ!


       გულამოსკნილი თავს ვგრძნობდი რომ მარცვალი ვარ, ძაან პატარა, თვალი ვერ არჩევს ხინჭაა თუ რა, მაინც სიცოცხლე გულში დუღს ...
       სითბო და სიკეთე, ფრთხილება და დრო ...
       მიწაში მარხუა, ტანჯუა, წყალის ხმარობა, მოთმენა ბრძოლაში, გადმარჩინეს სიყვარული ...
       ვმწონდები და ვმაგრდები, ფესვებს მიწაში, ფოთლები ცაში იშვლებიან.
       დროზე გიპასუხებ, მომიყევი ...
       დრო წრაფად გადის, არც ედარდება ყოფნა თუ არყოფნა, აბა ვინ მიდის და ვინ მოდის, მარა იქ ვიხარშებით უმო ...
       ფეხები მიწაში გამაგრებული, აბიბინებული მწვანები გვერდზე, ხელები ნაყოფით ცაში, ფრინველის ბუდე, ფუტკარის ყვავილი, მეფერებიან ციყვები და ჭიანჭველებიც, ნახე ხვლიკი როგორ გემალება ...
       ბავშვები მებღატებიან, სიცოცხლეს ფასი მანთ ესმის რომ მხიარულად არიან ...
       პაიმანის ადგილი, იქ რომ კოცნას ხმა და ქარქრომა ერთმანერთში იხოვება...
       მოხუცები ჩრდილობენ, წარსულს იხსენებენ და ფიქრში ეკითხებიან: წამწამიში დრო როგორ გასულა ...
       ქარიბუკი და ზოვი არ მაშინებეს, წინაღმდეგ ვდგივარ კაცო ...
       მათბობს მზე და რა იცი რომ რას ნიშნავს მზე?
       რჯულიანები თუ დაწყნარდნენ და დაახლოვდნენ ერთად, ფილიალების გამო ჩანს ღმერთი ღიმილით ...
       და მონაზონი თუ დაფიქრდეს, ცოცხალ ტაძარი ვარ ...
       ჭეშმარიტები ყოველგან გაშვლილია და იღიმებიან შენგან, თუ გესმის ადამიანო თვალები გახილე და ნახე, მარა გაგება ყველას არ შეძლება ...
       ეხლა ყველაზე უფრო მაგრად ბრწყინდება სიცოცხლეს, მარა ვისგან?
       ყველაფერი როგორც სინათლე ბრწყინდება ღმერთისგან, მე რა შუაში ვარ? არც მინდა წინაღმდეგობა, არც ღამურასავით რომ სინათლეს დორბის და ბლენაში ზეიმობს.
       მაშ ნახე ვისგან ვარ და თუ გესმის მოდი დამიახლოვდი მარა მე ნუ მიჭრეტ, მის ხელები ნახე, შენგან მოდის ჩახუტვასთი, დახმარებასთი.
       მოისმინე, მის სიცილის ხმა: ქარი ქრის ფოთლებში ...
       თუ ჭკო არსებობს პატივისცემა, როგორ?
       შეყვარებულის ხელი, გულით დაკოცნე და ჩაეხუტე ...
       ნუ გონია ვდგივარ მარტო, არც დავეტარები ცალადა, ჩემი მეუღლე ჩემი სიცოცხლეა, არც ვშორდებით, არც ვღალატობთ და სიკვდილის დროსაც ერთად მივალთ,
       აბა შენ როგორ ადამიანო?
       ...
       ვაჰ რა გზაა მარცვალო ...
       “ღმერთო მიიღე ჩემი ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია“



* * *

მედეა მოლოდინი – ვგრძნობდი კბილს კბილზე როგორ ვაჭერდი კითხვისას... ჩემი ქართველი! ბევრის "დახვეწილ" საუბარს მირჩევნია ეს წრფელი, ტკივილიანი წერილი.


ციცინო გრატიაშვილი – ადამის არსებობის მთელი ფილოსოფიაა. წაიკითხეთ და ნახეთ, როგორი უნდა იყოს ვერლიბრი. ირანელები ღვთისმეტყველებას ახლაც პოეზიას ეძახიან, ანუ, პოეზიაა, რაც მიწიერზე მაღლა გვაყენებს. ნახეთ ეს ლექსი და დარწმუნდებით, რა დიდი პოეზიაა ნამდვილად. სახელი ნათია გამიხარდა კიდევ. საქართველოში ახლახანს შემოვიდა ეგ სახელი (36 წელია), არა და მეთხუთმეტე საუკუნეშია პირველად ნახსენები. გიორგი, როცა გამოვა საქართველოში, აუცილებლად გაგვაცანი.

ირმა მარდალეიშვილი – რა სუფთა კაცის ნათქვამია და რა ლამაზად! ჟრუანტელი მივლიდა კითხვისას... და ის უმშვენიერესი გოგონები – ნათია და თამუნა... ქართულ ფრესკასავით ნათელი მზერით... დიდი მადლობა, ბატონო გიორგი!

ნანა ნონიაშვილი – რა ლამაზი ქართულია, რა პოეტურიიი...



რობერტ მესხი – ნოსტალგიით და სიყვარულით სავსე ქართული... მადლობა ავტორს!



ფიქრია ჩხარტიშვილი – გულის სიღრმემდე გაიარა ამ ალალმა ნაწერმა!... (და კიდევ ერთხელ გამახსენა ჩვენი ისტორიული ტკივილი – ფერეიდანი და იქ შენახული ქართული ფესვები...)


არმენ არუთინოვი – „და მონაზონი თუ დაფიქრდეს, ცოცხალ ტაძარი ვარ ...“ – მეტი როგორღა თქვას! დიდი მადლობა, ბატონო გიორგი!


თამარ ბუკია – საქართველოში კი... სამწუხაროდ ისეთი ქართულით მეტყველებას მოისმენ, რომ თმა ყალყზე დაგიდგება!


ნანა ფირცხალავა – ჩემი ფერეიდნელი (ქართველი) მეგობარი :) ნახეთ როგორ საუბრობს ფერეიდნელი ბიჭი 400 წლის წინანდელი ქართულით, რომელიც საქართველოში არც კია ნამყოფი!


გიორგი გვიანიშვილი – კითხვისას თავი ძველ საქართველოში წარმოვიდგინე, ჩემს წინაპართა შორის... იმედი მაქვს, რომ ავტორს სხვა ჩანაწერებიც ექნება, რასაც სიამოვნებით მოვისმენდი თვით ავტორისგან! ასე რომ – ველოდებით!

* * *


       ძალიან მიხარა რომ თქვენი დახმარებით ასეთი ლამაზი და თბილი კომენტები ჩვენი ლექს დაუწერეს, დიდი დიდი მადლობა ბატონო გიორგი რომ ხარსმიჭერთ და ჩემზე ყურადღება გაქვსთ, რა თქმა უნდა უფალიგანაც უნდა მადლობელი ვიყო ყველაფერსათვის, მას მადლი გფარავდეს ყოველგან და ყოველდროს, მე ჩეულებრივი ადამიანი ვარ 29 წლისა ვარ, უნივერსიტაში ქიმია მისწავლია და ქიმიკოსი ვარ ვამთავრებ ჯარს, ჯერ არ ვიცი საქმე რა უნდა დავიწყო და გამოვალ საქართველოში და ვნახავ აბა რა შემიძლია, არ დაოჯახებულვარ, ჩემი დები: ნათია და თამუნა, მამა და დედა ჩემი: ალექსანდრე და მართა, და იოსელიანიები ვართ დედა კი ონიკაშვილია, ფერეიდანში დაბადებულვარ ... ბოდიშით მაგრამ ბევრი არ მინდა ჩემზე ვილაპარაკო, სადაც რომ მზეა სანთელი ჯობია ჩუმად იყოს ...