გიორგი გობეჩია – გაზეთი «მატადორი»


      "სულ რაღაც წამებში ადამიანი და ხარი პირისპირ ხვდებიან ერთმანეთს, ადამიანი ხარის ფონზე შეუხედავია. მხოლოდ გონის პატარა სხივი გაიელვებს მის თვალებში, მაშინ, როცა ცხოველის გამოხედვაში ველური და თავაწყვეტილი ძალის მქონე ცეცხლი გიზგიზებს. სრულიად აშკარაა ხარის უპირატესობა, და ამ უთანასწორო ბრძოლაში ის, ვინც უფრო ძლიერია, უნდა დამარცხდეს, ხოლო მან, ვინც უფრო სუსტია – გაიმარჯვოს, ვინაიდან მატადორი არ უნდა იყოს ხარზე ძლიერი, ის უნდა იყოს მასზე უფრო გონიერი”.
      ალექსანდრე დიუმას ეს სიტყვები აქვს ლაიტმოტივად ყოველკვირეულ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გაზეთს ”მატადორს” (გამოდის პარასკეობით), რომელმაც თავის-თავზე აიღო მეტად კეთილშობილური მისია, საზოგადოებას კიდევ უფრო ახლოს გააცნოს ფერეიდანი და ფერეიდნელები. ამ მიზნით გაზეთ ”მატადორში” იბეჭდება მნიშვნელოვანი ინფორმაციები სხვადასხვა წიგნებიდან და საიტიდან www.fereidani.ge, რაზედაც დიდ მადლობას მოვახსენებ მთავარ რედაქტორს, ბატონ გიორგი გობეჩიას.

* * *



* * *



* * *



* * *



* * *



* * *

      გაგრძელება შემდეგ ნომერში. შემდეგ კი იქნება მასალები ლადო აღნიაშვილზე, ალექსანდრე იოსელიანზე, სოსო ონიკაშვილზე და საერთოდ, იკითხეთ გაზეთი ”მატადორი” (მის.: მაჩაბლის 13; მე-3 სართული; matadori2007@yahoo.com).



* * *



* * *



* * *



* * *

      მეგობრებო, ახლა კი გთავაზობთ ფოტოებს, რომლებიც მომიტანა ჩემმა პატარა ქუთაისელმა მეგობარმა, 14 წლის გიორგი ღოღობერიძემ, იქნებ რაიმეში გამოგადგესო. რაც ამ ფოტოებზეა ასახული, მათ შესახებ საიტში უკვე მაქვს საუბარი, ამიტომ სიამოვნებით გთავაზობთ თქვენც:

დედაბოძიანი ოთახი
(ბორჯღალი სვეტზე)
გლეხის სახლი
(ბორჯღალი სვეტზე)
ბორჯღალი საყრდენ ბოძზე
მაჭახლის ხეობა, სოფ. ზედა
ჩხუტუნები. სულხან სალაძე

* * *
თამარ მეფე.
ვარძიის ფრესკა
წმინდა ნინოს
საფლავი ბოდბეში
დავით გარეჯი.
უდაბნოს მონასტრის სატრაპეზო
დავით დარეჯი.
VI საუკუნე
* * *

      ბოლოს კი მინდა ერთი წერილი გაგაცნოთ, რომელიც ირანიდან მივიღე ბატონ ალექსანდრე იოსელიანისგან: ”ძვირფასო ძმაო გიორგი! ღმერთმა უფრო გაგაძლიეროს და თავისი მადლი არ მოგაკლოთ, რომ დიდი საქმეს საძირკველი და ბურჯები დადგით ფერეიდანის გასაცნობად. მე დიდი სიხარულით და სიამაყით მზად ვარ , რომ თქვენს გვერდით ვიდგე ყოველ დროს! ღმერთს ებარებოდეთ საქართველო და ერთგულა ჭეშმარიტო ქართველებო!”

ქალბატონი მართა იოსელიანი და ქალბატონი ნატო იორდანიშვილი
ფერეიდნელების სახლში
* * *

      ახლა კი გთავაზობთ ერთ შინაურულ ფოტოს, რომელიც ფერეიდანში ჩემი მეორე მოგზაურობის დროს არის გადაღებული. ფოტოზე ასახულია კონდრათ თავაძის სახლში საიდ მულიანის შემოსვლა, სადაც კადრში ოთახის ყვავილებიც არის. ერთ-ერთ ქოთანზე კი ბორჯღალია ამოკვეთილი!