ფოტო-გამოფენა «ისპაჰანი და ფერეიდანი» ქუთაისში

       2007 წლის 10 აპრილს მერაბ კოსტავას საზოგადოების წევრები: საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი დავით კუპრეიშვილი, თავმჯდომარის მოადგილე ბატონი გია კუტუბიძე, პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა სამხარაძე, კადრების კომიტეტის ხელმძღვანელი ქალბატონი მაკა გოგოხია, საზოგადოების წევრები ბატონები: ვალერი ჯანიაშვილი, ზურაბ და გივი მაისურაძეები; ფერეიდნელები: კახა მულიანი (აჰმედ მულიანი), ლექსო ონიკაშვილი (იბრაჰიმ ასლანი) და ჩვენ: აღმოსავლეთმცოდნე ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი, ბექა იორდანიშვილი და გიორგი ალავერდაშვილი, გავემგზავრეთ ქალაქ ქუთაისში საქართველოს თავისუფლების სიმბოლოს, მერაბ კოსტავას ბიუსტის (მოქანდაკე ბატონი გურამ კვიმსაძე) საზეიმო გახსნის ცერემონიაზე.
      გზად ხარაგაულის რაიონის სოფელ ბორითში შევჩერდით, სადაც სულმნათ მერაბ კოსტავას ტრაგიკულად გარდაცვალების ადგილზე სანთლები ავანთეთ და პატივი მივაგეთ მის ნათელ ხსოვნას.

 
 
 


      მერაბ კოსტავას ქუთაისის საზოგადოების შენობასთან (თამარ მეფის ქ. №8) მისვლისთანავე მობრძანდა ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ბატონი ჰაშემ ჩეგინი.
      საზეიმო ცერემონია შესავალი სიტყვით გახსნა ქართულ-ამერიკული ასოციაციის ხელმძღვანელმა ქალბატონმა ირმა პეტრიაშვილმა. სიტყვებით გამოვიდნენ და საზოგადოებას მიესალმნენ: იმერეთის გუბერნატორი ბატონი აკაკი ბობოხიძე, მერაბ კოსტავას საზოგადოების თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი ბატონი დავით კუპრეიშვილი, მწერალი ბატონი გიზო თავაძე, ბატონი არჩილ ჩოგოვაძე და სხვები.



 

 
ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ბატონი ჰაშემ ჩეგინი და კახა მულიანი

* * *

       შემდეგ კი მერაბ კოსტავას საზოგადოების ეგიდით ქუთაისის კინო-ფოტო ხელოვანთა გალერეაში გაიხსნა ფოტო-გამოფენა ”ისპაჰანი და ფერეიდანი”. გამოფენა კვლავ ქალბატონმა ირმა პეტრიაშვილმა გახსნა. დამსწრე საზოგადოებას მიესალმნენ: ირანის ისლამური რესპუბლიკის ელჩის მოადგილე ბატონი ჰაშემ ჩეგინი, აღმოსავლეთმცოდნე ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი და სხვები.

 
ლექსო ონიკაშვილი (იბრაჰიმ ასლანი)
და გიორგი ალავერდაშვილი
 
ლექსო ონიკაშვილი (იბრაჰიმ ასლანი)
და ბექა იორდანიშვილი
 
ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი და ქალბატონი ეთერ ბადირეიშვილი
 
ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი და გიორგი ალავერდაშვილი
 
 
 
 
 
ლექსო ონიკაშვილი (იბრაჰიმ ასლანი), გიორგი ალავერდაშვილი, შალვა სესიკაშვილი და ქალბატონი ნარგიზა ბენდელიანი
 
ბექა იორდანიშვილი, მერაბ ღოღობერიძე, ლექსო ონიკაშვილი, ვოვა ძოწენიძე, კახა მულიანი, ირმა პეტრიაშვილი და გურამ კვიმსაძე
 
მამუკა ჯოხაძე, დავით კუპრეიშვილი, გია კუტუბიძე, ლაშა ერგემლიძე და ბატონი ნოდარ კოჭლაშვილი

      ბოლოს კი მინდა რამდენიმე სიტყვით წარმოგიდგინოთ ლექსო ონიკაშვილი, იგივე იბრაჰიმ ასლანი. ალბათ გახსოვთ, ჩემი საიტის მე-2 ქვეთავი − ”ტკივილიანი ციხემთა − სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიატრიალეთ...”, სადაც ვკითხულობთ: ”ქართველთა ერთ-ერთი წინამძღოლი, ურუჯუყულ-ბეგი, განსაკუთრებული სისასტიკით დაუსჯიათ, − ზარბაზნის ლულაზე მიუკრავთ, რომ მისი სხეული ნაფლეთებად ექციათ. სიკვდილის წინ ჯალათებისთვის ღიმილით უთხოვია, − სანამ გაისვრით, ზარბაზნის ლულა საქართველოსკენ მიმართეთო, ვერ შეუბედიათ უარი ვაჟკაცისთვის...”
      ურუჯუყულ-ბეგს სამი ვაჟიშვილი დარჩენია: ასლანი, რაჰიმი და ალაჰოლი. ლექსო ონიკაშვილი უფროსი ვაჟის, ასლანის მხრიდან ურუჯუყულ-ბეგის შთამომავალი გახლავთ.


გიორგი ალავერდაშვილი