|
2007 წლის დეკემბრის დასაწყისში საქართველოში სტუმრად იმყოფებოდა უკრაინის მოქალაქე, ჩემი სეხნია და მეგობარი – გიორგი ოჩკუროვი. როდესაც მან პირველად ნახა ჩემი ”შინაურული” საიტი ფერეიდანის შესახებ, მომწერა რომ მართალია არ შეუძლია ქართულ ენაზე ტექსტების წაკითხვა, მაგრამ ჩემი გაცისკროვნებული ფოტოებით ხვდება, რომ საიტში ძალიან მნიშვნელოვან და ამაღელვებელ თემებზეა საუბარი.
ამის შემდეგ საიტზე ყოველი ახალი ქვეთავის დამატებისას გიორგის ყოველთვის ვუგზავნიდი მოკლე ანოტაციებს რუსულ ენაზე ხან კიევში, ხან კანადაში, ხან ატლანტაში და ხანაც სან-ფრანცისკოში. გიორგი ოჩკუროვს სამსახურეობრივი მდგომარეობის გამო ხშირად უწევს სხვადასხვა ქვეყნებში მივლინებებით სიარული, ამჟამად კი გიორგი საქართველოს სტუმარი იყო.
მცხეთა. ჯვრის მონასტერი. ეკა ბასილაშვილი და გიორგი ოჩკუროვი
|