საბანკო რეკვიზიტები საიტისთვის – «კეთილი გულით მოძღვნილი»


4. ალიკო აბრამიშვილი


      გამარჯობათ ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? ძალიან ბევრი მასალა დაგიმატებიათ საიტისთვის, რისთვისაც დიდ მადლობას გიხდით. მე ვახდენ თქვენი საიტის რეკლამირებას ამერიკის ქართველობაში და მაქვს ასეთი თხოვნა – იყოს ინგლისურენოვანი მასალა. მესმის, რომ ამას თანხები სჭირდება. შემოვდივარ წინადადებით შექმნათ სპეციალური ფონდი და ანგარიში საიტის დასახმარებლად, რამეთუ მჯერა მოიძებნება ბევრი თქვენნაირი მამულიშვილი, რომელსაც სურვილი ექნება შეიტანოს თავისი მცირე წვლილი ამ ქართულ საქმეში. წინასწარ გიხდით მადლობას. პატივისცემით, ამერიკაში მცხოვრები ფერეიდნელი ქართველი – ალიკო აბრამიშვილი.



      სს „საქართველოს ბანკში“ თანხის ეროვნულ ვალუტაში (ლარი) ჩარიცხვისათვის აუცილებელი საბანკო რეკვიზიტები:
      მიმღების ბანკი: სააქციო საზოგადოება „საქართველოს ბანკი“, ცენტრალური ფილიალი (კოდი) 220101502
      მიმღების დასახელება: გიორგი ალავერდაშვილი
      მიმღების ანგარიშის ნომერი: 943484000

      BANK DETAILS FOR TRANSFERS IN US DOLLAR IN FAVOUR OF CUSTOMERS OF JSC BANK OF GEORGIA
      Intermediary Bank: Citibank N.A., New York, USA
      SWIFT: CITIUS33
      Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22
      3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
      Beneficiary: GIORGI ALAVERDASHVILI
      Account: 943484000

      BANK DETAILS FOR TRANSFERS IN EURO IN FAVOUR OF CUSTOMERS OF JSC BANK OF GEORGIA
      Intermediary Bank: Commerzbank, Frankfurt, Germany
      SWIFT: COBADEFF
      Account With Institution: Bank of Georgia, SWIFT: BAGAGE22 3, Pushkin Street, 0105 Tbilisi, Georgia
      Beneficiary: GIORGI ALAVERDASHVILI
      Account: 943484000

      E-mail: Gugua56@gmail.com


3. მედეა სიხარულიძე

   

      ძმავ და მეგობარო, პირდაპირ საქმეზე გადავდივარ! გიგზავნი 200 აშშ დოლარს. 100 დოლარი მოახმარე საიტს და მეორე 100 კი რამინის მამას, გოგას გადაეცი (ქვეთავი 128 – რამინ სეფიანი (სეფიაშვილი) – «ჩემი ოჯახი»), ბინის ქირის ნახევარს მაინც დაფარავს. ძალიან გთხოვ, გაქაჩვები არ დამიწყო, არ მაფიქრებინო ცოტა ვაკადრე-მეთქი. მე ვიცი, რამდენ რამეს აკეთებ საყვარელო, ისიც ვიცი ეს გროშებია შენს ხარჯებთან, მაგრამ კეთილი გულით მოძღვნილიო ხომ იცი? მადლობის მეტი რა გვეთქმის, ჩვენს გულებს გადახვეწილი ქართველების სითბოთი ავსებ! ჩაიწერე ნომერი 67641379 მედეა სიხარულიძისგან. გამოგზავნილია MoneyGram-ით.




2. ნათელა თანდაშვილი


      გიორგი, გილოცავ დაბადების დღეს! მრავალს დაესწარი შენი საყვარელი ოჯახით და ყველა ტკბილი და საყვარელი ადამიანებით. ღმერთი იყოს შენი მფარველი! გიგზავნი სლაიდებს, რომელიც მე ძალიან მომწონს! ვფიქრობ შენც მოგეწონება, პორტუგალიურადაა, მაგრამ მაინც გაიგებ. გკოცნით, ნათელა და მარიამი. კარნავალზე აუცილებლად გვეწვიე. რიო-დე-ჟანეირო. ბრაზილია. 2009 წლის 8 ივლისი.

Fauna.pps – 5412 kb

 


      ქვეთავი 31 – ჩემზე და ჩემებზე. «დავბადებულვარ 1956 წლის 8 ივლისს, სიღნაღის რაიონში, ქალაქ წნორში. იმ დღით 8 გოგო დაბადებულა და მეცხრე კი ბიჭი, შემდგომში ამ შინაურული საიტის ავტორი.
      სხვები ნამდვილად არ ”მახსოვს”, მაგრამ იმ რვა გოგონადან ერთ-ერთი, ნათელა, ჩემს კლასში აღმოჩნდა, რომელზედაც დაბადებისთანავე ”დანიშნული” ვყოფილვარ. აღმოჩნდა, რომ სამშობიაროში მხოლოდ რვა ბავშვთა საწოლი ჰქონიათ, მე როგორც მეცხრე, უადგილოდ დავრჩენილვარ და ერთ-ერთ გოგონასთან ჩავუგორებივარ ექთანს. შემოვლაზე ექიმები პირველად ”სიძე-პატარძლის” სანახავად მოდიოდნენ-თურმე.»


1. მედეა სიხარულიძე


      გიორგი, გიგზავნი 200$-ს. აქედან 100 საიტის საჭიროებისთვის გამოიყენე, მეორე 100 კი გერმანიაში გარდაცვლილ იოსებ ფუტკარაძის ოჯახს მიაწოდე. როცა შენს საიტზე ის სამგლოვიარო განცხადება წავიკითხე, მაშინვე აღნიშნულ ანგარიშზე შევეცადე თანხის გადარიცხვა, მაგრამ რატომღაც გადარიცხვა არ განხორციელდა. ამიტომ ისევ შენ გიგზავნი. მახსოვს რომ წერდი, მათი ახლო ნათესავი – ვახტანგ კვირიკაშვილი ჩემი თანამშრომელიაო. ჩაიწერე ნომერი: 79799930 (მანიგრამით შენს სახელზე). მედეა სიხარულიძე.



      "ძვირფასო მეგობრებო, ერთი თხოვნით უნდა მოგმართოთ, რომლითაც ტელეფონით ახლახანს დაგვიკავშირდნენ ქართველები: თხოვნა ეხება გუშინ საღამოს, სრულიად შემთხვევით, ბონის რეგიონში – ვესელლინგში ბანკის შენობის კედელთან თავის ველოსიპედის გვერდზე ჩამჯდარ მდგომარეობაში გარდაცვლილ ახალგაზრდა კაცს – იოსებ ფუტკარაძეს (დაბადებული რუსთავში 1982 წელს, იმყოფებოდა ე.წ. "Asyl-ში"). მას პოლიციელებმა ჯიბეში გერმანული ენის კონსპექტები უპოვეს. სხეულისა და ორგანიზმის ანალიზის შედეგად არავითარი მავნე ზემოქმედება ან ძალადობა არ იქნა აღმოჩენილი. როგორც მათ ახსნეს, ეს არის გულის დეფექტით, რომელიც ალბათ თვითონაც არ იცოდა, გამოწვეული გარდაცვალებაო. ამჟამად მისი და (რომელიც ფრაიბურგში სწავლობს და ორი კვირის წინ ძმა სტუმრობდა მას თურმე) ბონშია ჩასული და მისი მეგობრები ცდილობენ იოსების საქართველოში გადასვენების თანხის (დაახლოებით 5000 ევრო) შეგროვებას. ფრაიბურგელებს უკვე შეუგროვებიათ 1000 ევრომდე. საკონსულოც შეპირებია გარკვეულ დახმარებას.
      ყველას გთხოვთ გამოიჩინოთ გულისხმიერება და შეძლებისდაგვარად სწრაფად დავეხმაროთ იოსების გადასვენების ფულის შეგროვებაში. გთხოვთ, თანხა გადარიცხოთ შემდეგი მონაცემების გამოყენებით: Georgischer Verein in Deutscland e.V. Konto Nr.: 660726217 Hypovereinsbank München BLZ: 700 202 70 Verwendungs Zweck: Spende für Joseb Putkaradze.
      გერმანიის ქართული სათვისტომო და გარდაცვლილი იოსებ ფუტკარაძის ოჯახი ყველას დიდ მადლობას მოგახსენებთ, ვინც იოსების გადასვენებისათვის დახმარება გაიღეთ. ღმერთი გფარავდეთ."

      ეს კი www.fereidani.ge დომენის გადასახადია 5 წლის წინასწარი გადახდით.